;
5 სექტემბერი 2012      Trouble_Maker     24 კომენტარი     ნანახია 3768-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები » მუსიკა

Radiohead, «Kid A»


„«Kid A» თითქოს უზარმაზარი საშლელია-ჩვენ წავშალეთ წარსული და დავიწყეთ ყველაფერი თავიდან,-განაცხადა ტომ იორკმა 2000 წლის ოქტომბერში. ვფიქრობ რთულია ჩვენს მიერ არჩეულ გზას როკ-მუსიკა უწოდო.“პროდუსერი ნაიჯელ გოდრიჩის მონაწილეობით, იორკმა, ო’ბრაიენმა, გრინვუდმა და სელვეიმ ელექტრონული და გიტარის ჟღერადობა, ინფანტილური მისამღერები და არატრივიალური რითმი გააერთიანეს. ჯამში Radiohead-მა შექმნა წლის ყველაზე უცნაური ალბომი რომელიც უკვე 2000 წლის ოქტომბერში დასახელდა მომავალი ათწლეულის საუკეთესო ალბომად.


Rolling Stones:  ჩვენი საუკუნის 10 საუკეთესო ალბომი



The Strokes, «Is This It»

ჯერ კიდევ სანამ «Is This It» გაყიდვაში გამოჩნდა ნიუ-ორკელი ნეო-მოდები The Strokes თავს ზემოთ ახტნენ: ერთი წლის განმავლობაში პატარა ქალაქის კლუბებიდან „აცოცდნენ“ წესიერ დარბაზებამდე თანაც ბულვარის პრესის ისტერიის თანხლებით. ჯგუფი „გოთემ-სითიში“ არანაკლები პოპულარობით სარგებლობდნენ ვიდრე თავის დროზე ლუ რიდი და The Velvet Underground. «Is This It»-ში ყველაფერი მარტივად და სწრაფადაა-მიზიდულობა, სექსი და იმედგაცრუება. მცირე დროის მანძილზე ამ ჯგუფმა მინი პანკ-რევულუცია მოაწყეს ინგლისში და მალე მათ კვალს გაუყვნენ The Libertines და Arctic Monkeys.


Rolling Stones:  ჩვენი საუკუნის 10 საუკეთესო ალბომი


Wilco, «Yankee Hotel Foxtrot»

«Yankee Hotel Foxtrot»-ის გამოშვებიდან ჯეფ ტვიდი და მისი მეგობრები ამეიკის მთავარი მელომანები გახდნენ-უკრავდნენ მსხვრევად, დახვეწილ პოპ-როკს ფსიქოდელიის ელემენტებით. მათი სიმღერები ომზე, სიყვარულზე, დიდ ქალაქებზე და პატარა ადამიანებზე ახლაც ისევე „ახლად“ ჟღერს.

Rolling Stones:  ჩვენი საუკუნის 10 საუკეთესო ალბომი



Jay-Z, «Blueprint»

ყველა ჯეი-ზის ალბომს შორის, „კარიერაში უკანასკნელების“, ქამბექების, საუნდთრეკების ფილმებისთვის და როკ-დისკების «The Blueprint» არამარტო სუაკეთესო მისი ალბომია არამედ ერთ-ერთი საუკეთესო ჟანრში. მეტწილად ეს პროდუსერების დამსახურება იყო-ქანიე უესთმა და ტიმბერლენდმა უნიკალური ჟღერადობა შეძინეს ალბომს რომელიც სავსეა ოლდსქულ სტილის სიმღერებით 60-70იანი წლების სოულით გაჯერებული.

Rolling Stones:  ჩვენი საუკუნის 10 საუკეთესო ალბომი


The White Stripes «Elephant»
თითქოს მას შემდეგ რაც ჯეკ და მეგი უაითმა მსოფლიო დაიპყრეს «White Blood Cells»-თი მათთვის არაფერი იყო ამ ტალღაზე შენარჩუნება მაგრამ ჯეკს ყველაფერი ეცოტავებოდა. «Elephant»-ის ყველა სიმღერა ჟღერს ასჯერ უფრო ძლიერად ვიდრე ყველა მათი თანამედროვე ჯგუფის ნებისმიერი სიმღერა. ალბომში არის სრულიად განსხვავებული სიმღერები, დახვეწილი აკუსტიკური სოულიდან «You've Got Her In Your Pocket», ელექტრო ბლუზ «Ball And Biscuit»-მდე. და რათქმაუნდა ნამდვილი როკ-ჰიმნი «Seven Nation Army»

Rolling Stones:  ჩვენი საუკუნის 10 საუკეთესო ალბომი



Arcade Fire, «Funeral»

სიყვარული, დანაკარგი, გაზრდა და მსუბუქი იმედი ცვლილებების-თემების ასეთი ნაკრებით მოახდინეს დებიუტი დეკადენტურმა მოაზროვნეებმა Arcade Fire -ჯგუფი რომელმაც განსაზღვრა ინდი-როკის განვითარება მთელი ათწლეულის მანძილზე. ესაა ნამდვილად ღირებული ალბომი „სევდიანი რეალიზმის“ სტილში.

Rolling Stones:  ჩვენი საუკუნის 10 საუკეთესო ალბომი



Eminem, «The Marshall Mathers LP»

„მე მითხრეს რომ რეპის კითხვა სიღარიბის თემაზე არ შეიძლება“-დაახლოებით ასე იწყება ემინემის მეორე ალბომი. საბედნიეროდ სხვა თემებიც მრავლად იყო: ქუჩური ცხოვრება, ნარკოტიკები და ა.შ. ესაა 18 სიმღერისგან შექმნილი ფსიქოლოგიური დრამა რომელმაც გაამაგრა მისი პოზიციები როგორც საუკეთესო თეთრკანიანი რეპერის მსოფლიოში.


Rolling Stones:  ჩვენი საუკუნის 10 საუკეთესო ალბომი


Bob Dylan, «Modern Times»

თუ გამოვრიცხავთ სიმღერას «Thunder On The Mountain» ყველა სხვა კომპოზიცია ჟღერს ისე თითქოს დილანმა ის 50 წლის წინ ჩაწერა აკომპანიმენტად მადი უოტერსისთვის, შეთხზეს კი იქამდე 20 წლით ადრე. აპოკალიპსი გარდაუვალიაბობის აზრით: «Rollin' And Tumblin'» მტკიცებულებაა ამის აღსავსე წარსული ბნელი აჩრდილებით, ის მღერის «Heart burnin', still yearnin'», და თითქოს ბაძავს მომაკვდავ პლანეტაზე მოსეირნე ვუდი გატრის.


Rolling Stones:  ჩვენი საუკუნის 10 საუკეთესო ალბომი



M.I.A., «Kala»

კინგსტონის გავლით შრი ლანკიდან ლონდონში ჩამოსულმა არტ-პან-ფანკ M.I.A-ამ გამოუშვა ალბომი რომელმაც ყველაზე ძლიერი კონკურენტებიც კი აიძულა ეღიარებინა მისი ნიშა მუსიკალურ სამყაროში. «Kala»-ში ერთ დიდ ურაგანში მოყვა ბით-ბოქსერების რითმ-სტეკები, ევრო-პოპი, ჰიპ-ჰოპი. ის არის ჟღერადობა რომელიც შეიძლება ბევრს მისამსგავსო მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეადარო.

Rolling Stones:  ჩვენი საუკუნის 10 საუკეთესო ალბომი


kanye west, « The College Dropout»

ქანიე უესთის ეს სადებიუტო ალბომი უკანასკნელიც რომ ყოფილიყო მაინც დატოვებდა მის სახელს მუსიკის ისტორიაში. «College Dropout»-მა დაამსხვრია სტერეოტიპი რომელიც ქანიეს ქონდა როგორც ცუდ რეპერს და კარგ პროდუსერს. შესაძლოა თავად ქანიეს მხოლოდ პოპ-ვარსკვლავობა და პოპულარობა სურდა მაგრამ ნებით თუ უნებლიედ მან ჰიპ-ჰოპის ემოციური ენა წარმოუდგენელ სიმაღლეებამდე აიყვანა.

Rolling Stones:  ჩვენი საუკუნის 10 საუკეთესო ალბომი

კატეგორია: ფილმები » მუსიკა
Tags:

24


  • mari-mari თქვა:
    10 იანვარი 2013 18:45 - ID: 24,
    the strokes და radiohead ძალიან მიყვარს აქედან ყველას მირჩევნია

  • nini_em თქვა:
    13 სექტემბერი 2012 17:51 - ID: 23,
    ემინეეემმმ love

  • KeSso13 თქვა:
    7 სექტემბერი 2012 22:14 - ID: 22,
    ნიკი მინაჟს და კიდევ რამდენიმეს აქ რა უნდა ვერ მივხვდი belay

  • Nattiia თქვა:
    5 სექტემბერი 2012 23:29 - ID: 21,
    ემიინემმ love

  • ketimtvarelidze თქვა:
    5 სექტემბერი 2012 23:10 - ID: 20,
    :**

  • Trouble_Maker თქვა:
    5 სექტემბერი 2012 22:40 - ID: 19,
    ta_mo,
    ზუსტად! !!!

  • تاکو თქვა:
    5 სექტემბერი 2012 21:18 - ID: 18,
    neta ra principit aarchies...da coldplay rato unda moxvedriliyo? :D:D:D

  • DeKo:) თქვა:
    5 სექტემბერი 2012 21:08 - ID: 17,
    ეე და ქოლდფლეი სადაა??? მია :)

  • dito თქვა:
    5 სექტემბერი 2012 20:53 - ID: 16,
    მაგარი იდიოტობაა ეს სია :დ

  • Coldplay )) თქვა:
    5 სექტემბერი 2012 19:01 - ID: 15,
    ჩემი ქოლდფლეი? wassat

  • natuka555 თქვა:
    5 სექტემბერი 2012 18:34 - ID: 14,
    ადელი? ქოლდფლეი? ემი??? belay

  • para_para_paradise თქვა:
    5 სექტემბერი 2012 17:42 - ID: 13,
    eminem love

  • tamo თქვა:
    5 სექტემბერი 2012 17:39 - ID: 12,
    მხოლოდ ემი love

  • MARAUDER თქვა:
    5 სექტემბერი 2012 17:01 - ID: 11,
    ადელი გამორჩათ ვითომ?

  • dito თქვა:
    5 სექტემბერი 2012 14:21 - ID: 10,
    რამხელა სისულელეა? ადელის 21 როგორ არ მოხვდა?

  • kristi_ თქვა:
    5 სექტემბერი 2012 14:05 - ID: 9,
    მეგონა ადელი მოხვდებოდა.

  • QiQiTo:):) თქვა:
    5 სექტემბერი 2012 13:57 - ID: 8,
    wink

  • Anch_Bey თქვა:
    5 სექტემბერი 2012 13:54 - ID: 7,
    belay

  • Adam თქვა:
    5 სექტემბერი 2012 13:13 - ID: 6,
    ემინემ love

  • Enikony თქვა:
    5 სექტემბერი 2012 13:12 - ID: 5,
    love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top