;

18 September 2012      MariamiXD     6 Comments     Views 1679    
Category: Films, Movies » Music

Emeli Sande


Emeli Sande დაიბადა ზამბიელი მამის და ინგლისელი დედის ოჯახში 1987 წლის 10 მარტს. ემელი გაიზარდა შოტლანდიაში. სწავლობდა გლესგოუს უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე, მაგრამ მეოთხე კურსზე სწავლას თავი დაანება. მან თქვა რომ განათლება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის და იმ შემთხვევაში თუ მისი მუსიკალური კარიერა ვერ ვერ შედგებოდა, აუცილებლად დაუბრუნდებოდა სწავლას. ემელიმ ასევე ისიც თქვა რომ მისი მენეჯერი Adrian Sykes მოთმინებით ელოდა, მისი როგორც მომღერლად ჩამოყალიბებას მას შემდეგ რაც ემელი 16 წლის იყო. 'ადრიანი პატივს ცემს იმ აზრს რომ მე მინდა მივიღო განათლება. ისიც იცის რომ ეს ჩემი მშობლების დიდი სურვილიცაა' - ამბობს ემელი

Emeli Sande


ემელის აქვს ტატუ და თქვენ კარგად ხედავთ რომ მის ხელზე გამოსახულია Frida Kahlo.

Emeli Sande


11 წლის ასაკში, როცა ემელი ჯერ კიდევ დაწყებით კლასში იყო, მან დაწერა თავისი პირველი სიმღერა ტალანტების შოუსთვის. ის იხსენებს: ' პირველად მაშინ გავიფიქრე რომ შემეძლო ვყოფილიყავი სიმღერის ავტორი. მე ყოველთვის ვიცოდი რომ მინდოდა მუსიკოსი ვყოფილიყავი და ისიც ვიცოდი რომ სიმღერის დაწერა მინდოდა, რადგან ვისაც ვუსმენდი ყველა თავისით წერდა სიმღერებს. არასოდეს მიფიქრია მემღერა სხვისი სიმღერა. ჩემი პირველი ნამუშევარი არის 'Tomorrow Starts Again''.

Emeli Sande


ემელიმ და მისმა დამ გადაიღეს ვიდეო სადაც ემელი უკრავდა ფორტეპიანოზე თავის საყვარელ სიმღერას "Nasty Little Lady". ვიდეო გააგზავნეს BBC-ის კონკურსზე. ემელიმ ეს კონკურსი მოიგო თუმცა რაღაც მიზეზების გამო დაპირებული შემოთავაზება ხმისჩამწერ სტუდიასთან ჩაიშალა.
მალე ემელი შეხვდა პროდიუსერ Shahid Khan იგივე Naughty Boy-ს. მასთან ერთად ემელიმ დაიწყო სიმღერების დაწერა Alesha Dixon, Chipmunk, Professor Green, Devlin, Preeya Kalidas, Cheryl Cole, და Tinie Tempah-სთვის.

Emeli Sande


2010 წელს ემელიმ კონტრაქტი გააფორმა Virgin Records-თან, ხოლო 2011 წელს EMI Records-თან.

სენდიის როგორც მომღერლის დებიუტი შედგა სიმღერა "Diamond Rings"-ოთ, რომელიც ემელიმ რეპერ Chipmunk-თან ერთად ჩაწერა. სიმღერამ ჩარტებში #6 ადგილი დაიჭირა.



მოგვიანებით მუსიკოსი გამოჩნდა შემდეგ სინგლში 'Never Be Your Woman'. ეს არის ემელისა და Wiley-ს ერთობლივი ნამუშევარი. ჩარტებში სიმღერამ #8 ადგილი დაიჭირა. ეს ემელის მეორე სინგლია რომელიც ჩარტების ტოპ ათეულში მოხვდა.




2012 წლის 13 თებერვალს ემელი სენდიიმ გამოუშვა ალბომი სახელად 'Our Version Of Events'. ამ ალბომზე მუშაობა ემელიმ 11 წლის ასაკში დაიწყო. მასში შედის 14 სიმღერა.

Emeli Sande


პირველი სინგლი სახელად 'Heaven' გამოვიდა 2011 წლის 9 ივნისს. სიმღერის პროდიუსერია Mike Spencer. ვიდეო კლიპი საზოგადოებისთვის ცნობილი ამავე წლის 22 ივლისს გახდა.



'Daddy' ემელის რიგით მეორე სინგლია ალბომიდან. სიმღერა ჩაწერილია Naughty Boy-სთან ერთად. სინგლი გამოვიდა 2011 წლის 27 ნოემბერს. ვიდეოკლიპი ამავე წლის 21 ოქტომბერს გამოვიდა. კრიტიკოსებისგან ნამუშევარმა კარგი, პოზიტიური შეფასება მიიღო.



რიგირთ მესამე სინგლი 'Next To Me' პირველად ირლანდიაში გამოვიდა 2012 წლის 10 თებერვალს. ვიდეოკლიპი გამოვიდა 18 იანვარს და იუთუბზე 20 მილიონი ნახვა აქვს.



სადებიუტო ალბომიდან მეოთხე სინგლის სახელია 'My Kind Of Love' რომელიც მელომანებისთვის ცნობილი 2012 წლის ივნისში გახდა. კრიტიკოსებმა სიმღერა დადებითად შეაფასეს. ვიდეო კლიპს ამჟამად თითქმის 7 მილიონი ნახვა აქვს.



Category: Films, Movies » Music
Tags:

Share it
Comments

  • DayDreamer თქვა:
    20 September 2012 20:44 - ID: 6,
    Nii♥,
    აუუ კიიი <3
    პალომას 30 Minute Love Affair და Agony გაქვს მოსმენილიი ? თუ არააა , ნახეეე , მოგეწონებაა love ხო და კიდე Play On ;)

  • bibi თქვა:
    20 September 2012 17:00 - ID: 5,
    ვაიმეეე ამ ქალის ხმაზე ვგიჟდებიიი
    My Webpage

  • QiQiTo:):) თქვა:
    20 September 2012 13:36 - ID: 4,
    Next To Me.კარგია

  • keetaa თქვა:
    20 September 2012 09:42 - ID: 3,
    ვგიჟდები ამ ქალზე უნიჭიერესია და ძაან მაგარი ხმა აქვს My Kind Of Love' ძაან მიყვარს და ჩემს დაქალს მოვასმენინე და ესს რეებს მასმენინებო კინაღამ მოვკალი :DDDDD

  • Nii♥ თქვა:
    20 September 2012 00:36 - ID: 2,
    DayDreamer,
    ჰეჰ ჩემიც..ადელი და პალომა ძაან მიყვარს,განსაკუთრებით my legs are weak <3
    ქინგ ოF ლავ მიყვარს <3

  • DayDreamer თქვა:
    19 September 2012 22:51 - ID: 1,
    ოოო ემელიიი love ხმა აქვს რაღაც საოცრებაააააა love ძალიიაან მიყვარს love
    ადელი , ლანა , ემელი და პალომა ფეიტი - ჩემიი ოთხი დივააა love



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top