;
6 ოქტომბერი 2012      -Sally-     15 კომენტარი     ნანახია 2998-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები » მუსიკა

ხშირია შემთხვევები, როცა რომელიმე სიმღერის Cover-ვერსიები ორიგინალზე უფრო მეტად ცნობილი და პოპულარული ხდება ხოლმე. ალბათ ყველას მოგვისმენია: უიტნი ჰიუსტონის ‘Saving All My Love for You, ბიონსეს ‘If I Were a Boy,’ კრისტინა აგილერას ‘I Turn to You’, სინდი ლოპერის ‘Girls Just Wanna Have Fun.’ და ა.შ. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მანამდე ეს სიმღერები სხვას ეკუთვნოდა.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთი სიმღერის Cover-ვერსიას, რომლებიც ორიგინალზე უფრო მეტად წარმატებული და ცნობილები არიან.



1. ‘Saving All My Love for You,’ - სიმღერა უიტნი ჰიუსტონის დებიუტ ალბომიდან, (1985)რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია, ის გახდა მისი პირველი ჰიტი და მოიპოვა გრემი საუკეთესო ვოკალური შესრულებისთვის.


Whitney Houston’s Version of ‘Saving All My Love for You’



სიმღერის ავტორები არიან Michael Masser და Gerry Goffin. ის თავდაპირველად დაიწერა Marilyn McCoo-სა და Billy Davis Jr.-თვის 1978 წელს. მაგრამ სიმღერის ორიგინალმა ვერ შეძლო დიდი წარმატების მიღწევა.

Marilyn McCoo’s Version of ‘Saving All My Love for You’



2. შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ სინდი ლოპერის ცნობილი ჰიტი ‘Girls Just Want to Have Fun’. თავდაპირველად მას არ ეკუთვნოდა. სიმღერა დაწერილა 1979 წელს , რომლის ავტორია მომღერალი Robert Hazard-ი. ადრე სიმღერის შინაარსი გულისხმობდა უფრო მეტად კაცების თვალთვალს, დაკვირვებას ქალების მიმართ, მაგრამ სინდი ლოპერმა ის სულ სხვაგვარად დაინახა. მან თავისებურად გადააკეთა ტექსტი და სიმღერა ჩაწერა 1983 წელს თავისი დებიუტ ალბომისთვის ‘She’s So Unusual.’ რომელმაც პირველი ადგილის დაკავება შეძლო 6 სხვადასხვა ქვეყნის ჩარტში.



Cyndi Lauper’s Version of ‘Girls Just Want to Have Fun’



Robert Hazard’s Version of ‘Girls Just Want to Have Fun’




3. სიმღერა I’m Going Down’ დაწერილი და წარმოებული იქნა Norman Whitfield-ის მიერ 60-იან წლებში. ის პირველად შეასრულა Rose Royce-მა ფილმის (‘Car Wash’)საუნდტრექისთვის. 1995 წელს მერი ჯეი ბლაიჯმა ეს სიმღერა შეიტანა თავის მეორე სტუდიურ ალბომში ‘My Life.’. დიდი დრო არ დასჭირვებია მერის ქავერ ვერსიას, რომ ორიგინალის წარმატება გადაეფარა. დღეს, ‘I’m Going Down’ კვლავ ითვლება მერის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერად.



Mary J. Blige’s Version of ‘I’m Goin’ Down’




Rose Royce’s Version of ‘I’m Going Down’




4. სიმღერა I Still Believe‘ დაიწერა პოპ-მომღერალი Brenda K. Starr-თვის Antonina Armato-სა და Giuseppe Cantarelli-ის მიერ 1988 წელს. მან შეძლო ბილბორდის ჩარტებში 13 ადგილის დაკავება, თუმცა ორიგინალზე უფრო წარმატებული გამოდგა ამ სიმღერის ქავერი 10 წლის შემდეგ, ბრენდას ყოფილი ბექ-ვოკალისტის მერაია ქერის მიერ რომელიც შევიდა მის რიგით მერვე სტუდიურ ალბომში #1's, მერაიას ვერსია ვერსია უფრო პოპულარული გახდა და ჩარტებში შეძლო მეოთხე ადგილის დაკავება.




Mariah Carey's Version of 'I Still Believe'




Brenda K. Starr's Version of 'I Still Believe'





5. სიმღერა ‘If I Were a Boy’ დაიწერა Toby Gad-ისა და BC Jean-ის მიერ. Jean-მა გადაწყვიტა, რომ თავისთვის გამოეყენებინა, მაგრამ ამ დროისთვის მისი ლეიბლი ჩავარდა, Gad-მა ეს სიმღერა მიჰყიდა ბიონსეს, სავარაუდოდ Jean-ის თანხმობის გარეშე, რასაც შემდგომ მრავალი სკანდალი მოჰყვა. ამის სანაცვლოდ BC Jean-ს გადასცეს 250000 დოლარი და ახალი სტუდიური ლეიბლი. ‘If I Were a Boy’ შევიდა ბიონსეს ალბომში ‘I Am… Sasha Fierce’ (2008 ) და მალე გაჰიტდა. ბიონსეს ვერსიამ დიდი მოწონება დაიმსახურა კრიტიკოსებისა და ფანებისაგან.



Beyonce’s Version of ‘If I Were a Boy’



BC Jean’s Version of ‘If I Were a Boy’




6. ‘I Turn to You’ სიმღერის ავტორია Diane Warren. მისი ორიგინალი ჩაიწერა 1996 წელს ფილმის (‘Space Jam’) საუნდტრექისთვის R&B კვარტეტის All-4-One-ის მიერ, მაგრამ ამ სიმღერამ დიდი ყურადღება ვერ მიიპყრო, სანამ კრისტინა აგილერამ არ დააქავერა ოთხი წლის შემდეგ. ეს იყო მესამე სინგლი აგილერას დებიუტ ალბომიდან. ‘I Turn to You’-მ კრისტინას შესრულებით შეძლო ამერიკის ჩარტებში მესამე ადგილის დაკავება და გაიყიდა 2 მილიონი ასლი მსოფლიო მასშტაბით.



Christina Aguilera’s Version of ‘I Turn to You’




All-4-One’s Version of ‘I Turn to You’



კატეგორია: ფილმები » მუსიკა
Tags:

15


  • XatiaXubua თქვა:
    24 დეკემბერი 2012 18:47 - ID: 15,
    არ მომწონს მომღერლები სიმღერებს რომ იპარავენ...არადა კრიტინაზე და ბიონსეზე ვგიჟდები wink

  • Lollipop♥ თქვა:
    20 ოქტომბერი 2012 23:30 - ID: 14,
    ბიონსე love love მერაია, უიტნი, კრისტინა love

  • -Sally- თქვა:
    14 ოქტომბერი 2012 18:57 - ID: 13,
    I Still Believe-ზე ვგიჟდები! love ორიგინალიც მომწონს და ქავერიც love
    If I Were A Boy love Saving All My Love for You love

  • queen spears თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 23:05 - ID: 12,
    ბიონსეს ქავერი მომწონს

  • love)) თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 23:04 - ID: 11,
    christina legendaaa )) beyonce miyvars:*

  • beauty queen თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 22:10 - ID: 10,
    Cyndi Lauper’s Version of ‘Girls Just Want to Have Fun’ ამის ქავერი უფრო მომწონს ძაან მიყვარს ეს სიმღერა <3 :)
    Mary J. Blige’s Version of ‘I’m Goin’ Down’-ესც კაი სიმღერაა მაგრამ თითქმის არ განსხვავდებიან :)
    ‘If I Were a Boy’-ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს ბიონსესი არ იყო ვაახ :D რავი ორივე ვერსია კაია მაგრამ ბიონსესი მირჩვნია

  • lili..)) თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 21:35 - ID: 9,
    ბიონსე საუკეტესოაა..ვგიჟდებიიი..! უნიჭიერესია..!!!

  • Ana smiley თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 20:27 - ID: 8,
    სუყველა ვარსკვლავთა შორის ვარსკვლავები არიან აი უმაგრესი ხმა აქვსთ love

  • anuki))) თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 13:17 - ID: 7,
    მე ბიონსე ძაან მიყვარს მარა სიმართლეა ის რო ძააან ბევრ მაგარ სიმღერას პარავენ მომღერლებს, ძაან ხშირია ასეთი შემთხვევები

  • keetaa თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 12:24 - ID: 6,
    ბიონსეზე რა ვთქვა სასწაული ქალია

  • bluwuna თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 11:35 - ID: 5,
    კრისტინა იასნა უამგერესიაა love

  • Xtina თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 11:30 - ID: 4,
    კრისტინა ყველაზე მაგარია!! <3 ამ სიმღერაში ძალიან მაღალი ჯოტი აიღო და მთელი მსოფლიო შეძრა ამ ასაკში

  • matio თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 11:10 - ID: 3,
    ნიკოლიი :*

  • LohanFan თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 10:05 - ID: 2,
    კარგია love if i were a bოy მიყვარს love

  • D-) თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 08:13 - ID: 1,
    კარგი სიახლეა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top