;

6 October 2012      chyipina     26 Comments     Views 6886    
Category: Films, Movies » Music

თანამედროვე ქართული მუსიკა - Kung Fu Junkie


Kung Fu Junkie არის თანამედროვე ქართული ჯგუფი, რომელიც ქმნის მუსიკას, რომელსაც თავად
ჯგუფის წევრები "კომპიუტერულ მუსიკას" უწოდებენ. "კომპიუტერული მუსიკა" კი ელექტრონული
მოწყობილობით, ბას გიტარით, შიგა და შიგ დრამით და რა თქმა უნდა კომპიუტერით იქმნება.
ამ ეტაპზე ჯგუფში 3 ძირითადი წვრია, თუმცა მათ კონცრტებზე მსმნენელისთვის ახალი ადამიანები
უცხო არასდროს ყოფილა. ჯგუფი რამდენიმე წელია არსებობს და სულ უფრო და უფრო დახვეწილ
მუსიკას გვთავაზობს. თავად ჯგუფის წევრები გრინჩი, ნექსთი და ვინდა Fოლიო ასე აღწერენ ჯგუფს:

Kung Fu Junkie is a pop electronic circus of happy sad Chinese robots,
urban Shaolin monks, red lipsticks and smart drugs. :)


თანამედროვე ქართული მუსიკა - Kung Fu Junkie


ჯგუფი კონკრეტულად 2007 წელს ჩამოყალიბდა და მის პიარზე ძირითადად ცნობილი ჟურნალი ტაბულა
არტი ზრუნავს. ჯანქები, უფრო აქტიურად კი ვოკალისტი ზომბი განსაკუთრებით არიან ორიენტირებული
მაქსიმალურად ჰუმანურ და ფილოსოფიურ ტექსტებზე. ჯგუფის წევრები ჩინური ფილოსოფიით
აღსავსე თავისუფალი ცხოვრების სტილს ირჩევენ და მოულოდნელობებით გაჯერებულ ლაივებს გვთავაზობენ.


თანამედროვე ქართული მუსიკა - Kung Fu Junkie


ლაივის დროს მოულოდნელად გამოჩენილი საახალწლო ფერადი ნათურები, ჯოისტიკები, წითელი
ნაძვის ხის ვარსკვლავები, სათამაშო შპრიცები, წითელი ბიუსტ ჰალტერები, ჩინური საწუწაო თოფები...

ეს ყოველივე ნექსთს ეხმარება რომ უფრო მეტი მგრძნობიარობით შეასრულოს სიმღერა და მსმენელს
გარკვეულ წილად სასიამოვნო მოგონებები აღუძრას, რაც უზრუნველ ყოფს სიმღერის მოსმენიდან
მაქსიმალური სიამოვნების მიღებას.

თანამედროვე ქართული მუსიკა - Kung Fu Junkie


როგორც უკვე ავღნიშნე ჯანქები ყველაფერს ფილოსოფიურად უდგებიან. მათ აქვთ ყველაფერი ინდივიდუალური
და "მათეული". ასეთივე იყო რამდენიმე წლის წინ არსებული პროექტი "სიზმრების პორტალი"
რომელიც ასე ვთქვათ, ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის სიზმრებს შეისწავლიდა. სულ ცოტა ხნის წინ კი,
ზომბიმ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ამ პროექტზე ისაუბრა და გაგვიმხილა რომ ახლო
მომავალში შეიძლება მისი ახალი და ბევრად უფრო დახვეწილი ვერსია შემოგვთავაზოს.

თანამედროვე ქართული მუსიკა - Kung Fu Junkie



სიმღერები ტვინში არსებულ ყვავილებზე, ბიჭების და ბიჭების- გოგონების და გოგონების სიყვარულის,
ჩინელი მეძავების, იოშივარას კლუბების, ნარკოტიკების, ბიო რობოტების, შეცდომით დაბადებული
ქავბოიების, "ჯანქური სეირნობის" და უბრალოდ ბედნიერი ან უბედური ადამიანების შესახებ...
ეს ყოველივე მათ სამყაროშია მოქცეული და ამყოლი რითმებით მსმენელს საკმაოდ დამაფიქრებელი
ტექსტების სახით მიეწოდება.


თანამედროვე ქართული მუსიკა - Kung Fu Junkie

თანამედროვე ქართული მუსიკა - Kung Fu Junkie

თანამედროვე ქართული მუსიკა - Kung Fu Junkie



თავად შეაფასეთ ჯანქების შემოქმედება

Kung Fu Junkie - Junkie Walk




Kung Fu Junkie - Any1



Kung Fu Junkie - Dark Odyssey



Kung Fu Junkie - Flowerz In My Brain



Kung Fu Junkie - Biorobot (feat. Anano)



Kung Fu Junkie - Sci-Fi



ეს კი გახლავთ ჯანქების ამ ეტაპზე ბოლო აქტივობა.
ყველასთვის ცნობილი პროტესტანტული სიმღერა რომელშიც
ზომბი საკმაოდ ვრცლად გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას:

Kung Fu Junkie
Landmark
Me and my monkey
სერგი გვარჯალაძე
Svansikh
ჯერონიმო
KazzyJazz
მაქს მაჩაიძე
Dreamsoiuz
ერეკლე დეისაძე


სისტემა უნდა დაინგრეს



Category: Films, Movies » Music
Tags:

Share it
Comments

  • AnySimpson თქვა:
    8 October 2012 22:09 - ID: 26,
    გოუ ბოიზ ♥
    მაქსიმე მეამაყები ♥♥♥

  • Rainbow თქვა:
    8 October 2012 17:30 - ID: 25,
    აააა love
    ბიჭეებოო ვგიჟდები თქვეენზეეე
    გოუბოიზ ! love

  • gvanci (X_x) თქვა:
    7 October 2012 23:05 - ID: 24,
    ოოო, ნუ ხნავთ ტვინს, წადით და წვიმაზე რომ მღერიან ქართველი "ზვეზდები" იმათ უსმინეთ რა.
    ძლივს ნელ-ნელა ხალხი გემოვნებიანი მუსიკის შექმნას ცდილობს და აქცენტზე ახურებთ :|

  • Bossy Chick თქვა:
    7 October 2012 22:09 - ID: 23,
    როგორ მიყვააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააარსსსსსსსსსსსსსსსსსსსს love ჩემი ბიჭებიიიიიი

  • elga თქვა:
    7 October 2012 17:39 - ID: 22,
    აუუუ ნუ შეუჭამეთ ტვინი აქცენტზე .. სპეციპიური ხმა აქვს და არა აქცენტი.მოუსმინეთ და ისიამოვნეთ რა

  • Amaru თქვა:
    7 October 2012 17:25 - ID: 21,
    MAX ზე ვგიჟდებიი <3 შემიყვარდააააა მემგონიი უნიჭიერესიაააა <3 აქცენტზე რო ამახვილებთ ყურადღებას იმასაც უნდა დაუკვირდეთ რომ ამ შინაარსის ტექსტის ქართულად მოსმენაა არცერთ ქართველს არ ესიამოვნეება რადგან უფრო უხეშად ხვდებაა ყურშიი )))) ამიტომაც მღერიან ინგლისურად და არა ქართულად... უნიჭიერესები არაინ love მაქსიი შეუდარებელიააა

  • usaxlkaro თქვა:
    7 October 2012 17:04 - ID: 20,
    MFSG,
    ქართულად სიმღერების წერა ძალიან რთულია თვითონ ენის სპეციფიკურობის გამო. ქართულად ვინც მღერის ძაან მაგარი შეიძლება მარტო ჩარკვიანზე თქვა. დანარჩენი ერთი ხლამია.
    აქცენტზე გეთანხმები მაგრამ სულ არაფერს მაინც ჯობია. მე პირადად ძალიან მომწონს ჯანქები. რაღაც ახალი და კარგია "ქართულ შოუბიზნესში"

  • anna_ anna თქვა:
    7 October 2012 16:36 - ID: 19,
    აქცენთდან აქვთ მაგარი პრობლემა.

  • elga თქვა:
    7 October 2012 15:29 - ID: 18,
    სისტემა უნდა დაინგრეს უკვე მგონი მეასედ ვუსმენ მაგრად მომწონს

  • spy თქვა:
    7 October 2012 14:01 - ID: 17,
    ჰმმ...

  • keetaa თქვა:
    7 October 2012 13:54 - ID: 16,
    Miss Nirvana,
    ხო იმასაც ეგრე ჰქონდა თმა უკან love

  • Miss Nirvana თქვა:
    7 October 2012 13:17 - ID: 15,
    ეს ბიჭი ჩარკვიანს მახსენებს :)))) მომწონს, კარგები არიან არც აქცენტთან მაქვს პრობლემა და არც ტექსტზე, მე მომწონს!! <3

  • Nirvana თქვა:
    7 October 2012 12:13 - ID: 14,
    როგორ მიყვარს ეს ჯგუფი თავის სიტყვას ამბობს ქართულ მუსიკაშიი ... და სისტემა უნდა დაინგრეს ვააფშე ყველაზე მაგარი სიმღერაააააა.. თაზოზე ხო ვგიჟდები ვაფშე bully

  • keetaa თქვა:
    7 October 2012 11:46 - ID: 13,
    ეე ძაან მაგარი ჯგუფია და რა მაგარი როჟები არიან ვაიმე რიჟა მიყვარს love კაი ნიუსია love უნდა წავიდე ერთხელ ამათ კონცერტზე love Me and my monkey-ც ძაან მაგარია

  • tamnilu თქვა:
    7 October 2012 11:33 - ID: 12,
    ძალიან მაგარი ჯგუფია.. მმმმმმმმმმმმმმმმმმ როგორ მიყვააააააააააააააააააააააააააააააარს <3 <3

  • PrincetonGirl თქვა:
    7 October 2012 11:18 - ID: 11,
    chyipina

    ააააა,თან სვაანიაა love უუ ლა ლააა

  • BonoBo თქვა:
    7 October 2012 09:56 - ID: 10,
    გული ამერწყა wink ეს რა იყო? რა მუსიკა რა ვოკალი რა აქცენტი... კოკისპირული ყ**ობაა

  • meduca თქვა:
    7 October 2012 09:16 - ID: 9,
    boooloo ar momewona ra sashinelebaaa

  • MFSG თქვა:
    7 October 2012 03:29 - ID: 8,
    თუ იმის პასუხისმგებლობას იღებ, რომ ინგლისურად იმღერო შენი ყველა სიმღერა, მაშინ მოდი ცოტა აქცენტი და სიტყვების სწორად გამოთქმაც დახვეწეთ. სავარაუდოდ იმიტომ წერთ სიმღერებს ინგლისურად რომ საერთაშორისო ენაა და გინდათ საქართველოს ფარგლებს გარეთ გახვიდეთ, მაგრამ ძალიან ცუდად ჟღერს თქვენი ინგლისური სიმღესებში, განსაკუთრებით უცხოელებისთვის. ამიტომ ჯობია ისევ ქართულად გააგრძელოთ მოღვაწეობა. ზოგიერთ ქართულ ჯგუფს საერთოდ არ აქვს ინგლისური ცუდი ჟღერადობის პრობლემა და ძალიანაც უხდებათ უცხო ენაზე შესრულება

  • SuZiii თქვა:
    7 October 2012 01:23 - ID: 7,
    უბრალოდ კითვა მაქვს არ შეიძლება ქართულად რომ დაწერონ ტექსტი და ქართულად რომ იმღერონ? :X

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top