;
30 ოქტომბერი 2012      ta_mo     6 კომენტარი     ნანახია 1207-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები » მუსიკა

Sarah Jaffe
^ სარას ფოტოსესია მისი ერთ-ერთი ალბომის გარეკნისთვის.

სარა ჯეფი - 25 წლის ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი

სარა ჯეფი გახლავთ 25 წლის ამერიკელი ინდი-ფოლკ შემსრულებელი და კომპოზიტორი
ამერიკიდან, კერძოდ კი ტეხასიდან. მისი როგორც მომღერლის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც გოგონამ
კონტრაქტი გააფორმა ხმის ჩამწერ სტუდია Kirtland Records-თან, 2010 წლის მაისის თვეში კი სარას სადებიუტო
ალბომმა სახელწოდებით Suburban Nature-მ იხილა დღის სინათლე და შესაბამისად მალევე ჩაეშვა გაყიდვაში. იგი
მალევე გაემგზავრა მსოფლიო ტურნეში ნორა ჯონსთან და სხვა შემსრულებლებთან ერთად. ერთი წლის შემდგომ
ჯეფიმ მსმენელებს მისი რიგით მეორე ალბომი "The Way Sound Leaves a Room" წარმოუდგინა, რომელმაც
პუბლიკის დიდი მოწონება დაიმსახურა. დახლებზე მალევე განთავსდა DVD დისკი, სადაც აღბეჭდილი
გახლდათ მისი ლაივ შესრულებები მსოფლიო ტურნედან.



2012 წლის დასაწყისში სარას პერფორმანსებით აიღო სტარტი მუსკალურმა ფესტივალმა New
Multitudes
, მომღერალმა მისი ყველასათვის უცნობი სიმღერები შეასრულა, რომლებიც ჩანაწერის სახით სულ
მალე გამოვა სხვა დღემდე უცნობ კომპოზიციებთან ერთად, ალბომის სახელწოდება კი უკვე ცნობილია The Body Wins.
თავად ჯეფი თვლის, რომ მუსიკა მასშია და ცხოვრების სტიმულიც სწორედ მუსიკაში მდგომარეობს მისთვის.






კატეგორია: ფილმები » მუსიკა
Tags:

6


  • Queen.A თქვა:
    30 ოქტომბერი 2012 23:35 - ID: 6,
    მე პირადად არ მომეწონა .. "მარილი აკლია" სიმღერებს და თან ინდივიდუალური ვერაფერი დავიჭირე ამ გოგოს შემოქმედებაში

  • Lindsay თქვა:
    30 ოქტომბერი 2012 19:57 - ID: 5,
    ძალიან მომეწონაა love

  • SuZiii თქვა:
    30 ოქტომბერი 2012 18:22 - ID: 4,
    love

  • elga თქვა:
    30 ოქტომბერი 2012 18:21 - ID: 3,
    აუ თამ რა კარგი გოგო ხარ რო დადე სარაზე ნიუსი ნამდვილად არ ვიცოდი მასზე არაფერი და მომეწონა მისი სიმღერები. ჩემ ფავორიტ შემსრულებლებს შეუერთდა სარა. მიყვარს ესეთი სიმღერები ცოტა დეპრესიული.
    კარგი ნიუსია

  • anii:):):) თქვა:
    30 ოქტომბერი 2012 17:26 - ID: 2,
    მე დიდად არ მომწონს სარა რაგაც განსაკუთრებულს და განსხვავებულს ვერ ვხედავ მის ხმაში და სიმღერის სტილში

  • AMADEUS თქვა:
    30 ოქტომბერი 2012 17:12 - ID: 1,
    როგორ მიყვარს სარა <3 ძალიან ნიჭიერია და ინსპირაცია მოაქვს..

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top