;
24 ნოემბერი 2012      lalaa     25 კომენტარი     ნანახია 4419-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები » მუსიკა

2009 წლის მარტში, ჩენგჩან სითიში, ჩინეთში, ხალხის ჯგუფმა დაამყარა რეკორდი - ახალი მიღწევა, რაც მანამდე არავის შეუსრულებია. ეს რეკორდი ჩვეულებრივი რეკორდი არ ყოფილა, ეს გინესის მსოფლიო რეკორდი იყო. ამ ადამიანებმა ეს რეკორდი კარაოკეს ყველაზე ხანგრძლივად სიმღერის მეშვეობით დაამყარეს. 20 თებერვლიდან 11 მარტამდე , ისინი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სიმღერებს მღეროდნენ. ჯგუფმა 456 საათი, ორი წუთი და 5 წამი სიმღერაში გაატარა.


მთელი მსოფლიოს გარშემო, ხალხი კარაოკეს სიმღერით ირთობს თავს. ტარდება ადგილობრივი, ეროვნული და გლობალური შეჯიბრებები კარაოკეში. მაგრამ ხალხის უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ გართობისთვის მღერის.

კარაოკე იაპონური სიტყვაა, რაც "ცარიელ ორკესტრს" ნიშნავს. ეს სახელწოდება იქიდან გამომდინარეობს, რომ კარაოკეს მუსიკა ინსტრუმენტების ბგერებს შეიცავს. კარაოკეს მოწყობილობების უმრავლესობა სამი ნაწილისაგან შედგება - მიკროფონი "მომღერლისათვის" რომ იმღეროს, დისკი ან ვიდეო, რომელიც შეიცავს ჩაწერილ მუსიკას და ტელევიზორი ან რაიმე ეკრანი, რომელზედაც სიტყვები გამოჩნდება.


^ კარაოკეს მოწყობილობები

დეისუქ ინოუ იაპონელი მუსიკოსია, რომელმაც კარაოკე შექმნა. ინოუ სხვა მუსიკოსებთან ერთად იაპონიის ბარებში და საცეკვაო კლუბებში უკრავდა. ბიზნესმენებს, რომლებიც ამ ბარებში მოდიოდნენ, ხშირად სურდათ მარტოებს ემღერათ ბენდთან ერთად. ისინი ძირითადად იაპონურ ტრადიციულ სიმღერებს მღეროდნენ. სანამ ინოუ და მისი ბენდი მუსიკას უკრავდნენ, ბიზნესმენები სიმღერის ტექსტს მღეროდნენ ხოლმე.
ერთხელ, ერთერთმა ბიზნესმენმა ინოუს სთხოვა, რომ სამოგზაუროდ გაჰყოლოდა, რათა სხვაგანაც შესძლებოდა ბენდთან ერთად სიმღერა. მაგრამ ინოუს არ შეეძლო წაყოლა. ამიტომ მან ბიზნესმენს მუსიკის ჩანაწერი გაუკეთა და თან გაატანა. რა თქმა უნდა ამაში ინოუმ ფული იშოვა.
ამ შემთხვევამ დეისუქს იდეა დაუბადა. მას უნდოდა შეექმნა მოწყობილობა, რომელსაც ბარებში დადგამდა. ამ შემთხვევაში ყველას მიეცემოდა საშუალება ემღერათ საყვარელი სიმღერა ჩაწერილი მუსიკის თანხლებით. ასე , რომ 1971 წელს, დეისუქმა პირველი კარაოკეს სისტემა გააკეთა. იგი შეიცავდა ჩაწერილ მუსიკას, "მომღერლის" ხმის გამაძლიერებელს და მიკროფონს.
იდეამ გაამართლა!
ძალიან ბევრმა ბარმა დაიქირავა კარაოკეს აღჭურვილობა ინოუსგან და მთელმა იაპონელმა ხალხმა კარაოკეს სიმღერა დაიწყო.


^ დეისუქ ინოუ

ინოუმ ჟურნალ "TIME"ს მოუყვა, თუ როგორ იმოქმედა კარაოკემ იაპონელ ხალხზე და ამ ქვეყნის კულტურაზე:
"ჩემი აზრით, კარაოკემ დადებითად შეცვალა იაპონია. ბევრი ამბობს, რომ იაპონელები ძალიან მორცხვი ერი ვართ და გვიჭირს სახალხოდ საკუთარი თავი გამოვხატოთ. მაგრამ ახლა, აბა მიეცით ნებისმიერ იაპონელს მიკროფონი და ის ადამიანი , რომელსაც საქორწინო სიტყვის თქმა უჭირს აღარასოდეს გაჩერდება!"


კარაოკე ძალიან პოპულარულია აზიის ქვეყნებში: იაპონიაში, ჩინეთში, კორეაში, ტაილანდში... იქ ძალიან ბევრი ადამიანი კარაოკე კლუბებში დადის გასართობად. ეს კლუბები ხალხს ოთახებს ქირაობს, სადაც ადამიანების ჯგუფებს კარაოკეს სიმღერა შეეძლებათ.

სხვა სახის "კარაოკე ადგილი" არის კარაოკე ბარი. აქ კლუბისაგან განსხვავებით არ არის პატარ-პატარა ოთახები. ამის მაგივრად, კარაოკე სახალხო ივენთია. ბარები კარაოკე ღამეებს აწყობენ ხოლმე. იქ არის ამაღლებული ადგილი, სცენა, სადაც "მომღერალი" დგას და მღერის. ეს ადამიანი არამარტო თავის მეგობრებს, არამედ დარბაზში მყოფ სხვა ხალხსაც უმღერის.


^ კარაოკე კლუბი

^ კარაოკე ბარი

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აზიის ზოგიერთ ქვეყანაში თქვენ კარაოკეს სიმღერა ტაქსიშიც შეგეძლებათ. დიახ დიახ, ტაქსის მანქანებს პატარა ეკრანები აქვთ შიგნით სადაც სიმღერის ტექსტი იწერება. მგზავრს შეუძლია იმღეროს რამდენიც უნდა მანქანის რადიოს და ამ ეკრანის საშუალებით. მანქანებს იშვიათად თუ აქვთ მიკროფონები, რადგან ისედაც პატარა სივრცეში ის დიდ საჭიროებას არ წარმოადგენს.
ვიჩიან სიმა ტაქსისტია ბანგკოკში, ტაილანდში. მან კარაოკეს სერვიზის გამოყენება 5 წლის წინ დაიწყო. მისი მგზავრები ამართლებენ ამ უჩვეულო სერვიზს და მითი ძალიან კმაყოფილები არიან. სიმამ ერთერთ გაზეთს განუცხადა:
"ზოგიერთ მგზავრს მეტი და მეტი კარაოკე უნდა, მაგალითად როდესაც ისინი ბარს ტოვებენ ხოლმე. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ისინი მთხოვენ ცოტა ხანს აქეთ-იქით ვიარო, რათა მათ უფრო მეტი სიმღერა შეძლონ!"




^ კარაოკე ტაქსიში

კარაოკე იაპონიიდან აზიაში, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ახლა ყოველწლიურად კარაოკეს შეჯიბრება იმართება. კარაოკეს მსოფლიო ჩემპიონატი 2003 წელს დაიწყო. იგი ჩატარდა ფინეთში, ტაილანდში და რუსეთში. შეჯიბრი სამ დღეს გრძელდება. ის კარაოკეს ყველაზე მაგარ მომღერლებს ერთ ადგილზე კრებს. ამ მოვლენის მიზანი არის გამოავლინონ საუკეთესო ქალი და მამაკაცი კარაოკეს მომღერალი მსოფლიოში. შეჯიბრის დაწყებიდან დღემდე გამარჯვებული ქვეყნები გახდნენ ფინეთი, ლებანი, მალაიზია და მრავალი სხვა.



საიტი სადაც კარაოკეს სიმღერა დაუსრულებლად შეგიძლიათ: Karaoke Party









კატეგორია: ფილმები » მუსიკა
Tags:

25


  • lalaa თქვა:
    26 ნოემბერი 2012 21:27 - ID: 25,
    marita)),
    მადლობაა love

  • marita)) თქვა:
    25 ნოემბერი 2012 21:38 - ID: 24,
    ყოჩაღ ავტორ კაი იყო )) ^^

  • Xtina თქვა:
    25 ნოემბერი 2012 21:12 - ID: 23,
    კარაოკე რო არა ჩემ ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა

  • smileyz_xato თქვა:
    25 ნოემბერი 2012 20:03 - ID: 22,
    კარაოკით დავამუღამე ინგლისური თუ დავამუღამე wink

  • ANIcule თქვა:
    25 ნოემბერი 2012 17:43 - ID: 21,
    barsutka))),
    wink wink wink

  • papovski თქვა:
    25 ნოემბერი 2012 17:05 - ID: 20,
    karaokeparty.com dzn magari karaoke saitiaa shedit wink da mnaxet papovski :D

  • BoTuKa თქვა:
    25 ნოემბერი 2012 16:48 - ID: 19,
    კარაოკეე : XX ))

  • lalaa თქვა:
    25 ნოემბერი 2012 16:04 - ID: 18,
    salome55555,
    Taamoo,
    დიდი დიდი ამდლობა love

  • Taamoo თქვა:
    25 ნოემბერი 2012 15:15 - ID: 17,
    საუცხოო თემაზეა ნიუსი love ვგიჟდები კარაოკეზე love

  • salome55555 თქვა:
    25 ნოემბერი 2012 13:56 - ID: 16,
    ძაან ბევრი გიშრომია ავტორ love მომეწონა ნიუსი love ყველაზე მაგარი ტაქსში კარაოკეა

  • lalaa თქვა:
    25 ნოემბერი 2012 00:27 - ID: 15,
    QiQiTo:):),
    Blackberry,
    დიდი დიდი მადლობა love

    Hermione...♥,
    ჰაჰაა თიკოოო love ძაან დიდი ამდლობააა მართლააა love გოგო არ ვიციიი აიი სადღაც ვიპოვე და რო ჩავიკითხე მომინდა ძაან გადათარგმნააა :D love

  • Blackberry თქვა:
    25 ნოემბერი 2012 00:18 - ID: 14,
    ai dzaalian magaria..aq cota ewera konkretulad aziashi rogoraa magalitad koreashi ro shexval shegidzlia erti didi otaxi iqiravo sheiyvan shen megobrebs gemrielobebic,sasmelic sachmeic iyiedeba da igulave mteli dge:dtan dzviric ar jdeba rogorc vici imitom rom mteli korea da azia mandaa "shesaxlebuli"..neta chventanac shemoitanon egre tore amdeni ucnobis win yroyini cota texavs:D:D:D

  • QiQiTo:):) თქვა:
    24 ნოემბერი 2012 22:14 - ID: 13,
    საინტერესოა ავტორო!1

  • anuka ♥ ♥ თქვა:
    24 ნოემბერი 2012 22:09 - ID: 12,
    My Webpage ძალიან გთხოვთ შემოდით :)) ეს ჩემი ახალი ბლოგია :))) იაქტიურედ და ერთად უფრო მაგარი გამოგვივა :)) იმედია წყალში არ ჩამეყრება შრომა :*

  • barsutka))) თქვა:
    24 ნოემბერი 2012 22:01 - ID: 11,
    ჯგუფმა 456 საათი, ორი წუთი და 5 წამი სიმღერაში გაატარა.- ვაიმეეე :DDDD

  • lalaa თქვა:
    24 ნოემბერი 2012 21:21 - ID: 10,
    anabana,
    Nina√,
    მადლობა მადლობა მადლობა უდიდესიი love

  • nikitaaa221 თქვა:
    24 ნოემბერი 2012 21:20 - ID: 9,
    `amanda


    is video vnaxe da martla bevri vicine

  • Nina√ თქვა:
    24 ნოემბერი 2012 21:16 - ID: 8,
    სიტყვები არ მყოფნის გუდ ჯობ lol love

  • anabana თქვა:
    24 ნოემბერი 2012 21:10 - ID: 7,
    რა კარგი და საუცხოო სიახლეა wink ყოჩაღ!

  • lalaa თქვა:
    24 ნოემბერი 2012 21:00 - ID: 6,
    amanda,
    I LOVE BS,
    ani:),
    ძააააალიააან დიდი მადლობააა love love request

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top