;
11 დეკემბერი 2012      chyipina     19 კომენტარი     ნანახია 7756-ჯერ    
კატეგორიაში: მუსიკა, ქართველები, for ANGEL.ge



IT Boy_ს სტუმარი ამჯერად ცნობილი ქართველი მუსიკოსი თაზო ლიპარტელიანი
იგივე "გრინჩი" გახდა. თაზო ამ ეტაპზე თავის ჯგუფთან Kung Fu Junkie _თან ერთად
მოღვაწეობს, თუმცა მისი ცხოვრება ჯგუფის მიღმაც ძალიან საინტერესოა. ჩვენ მას cafe gallery_ში შევხვდით, კითხვები ცოტა ინტრიგული, პასუხები კი ძალიან უშუალო, გულახდილი და ცოტა თამამიც გამოვიდა.

თაზო უკვე წლებია რაც საზოგადოების ინტერესს იწვევს მისი ინდივიდუალურობით, მრავალფეროვნებით, სახასიათო ტიპაჟით და შემოქმედებითობით. მან უკვე მოასწრო რამდენიმე მუსიკალურ ჟანრში ეცადა ბედი, ცნობილი რეალითი შოუს წევრიც იყო, მოასწრო მსახიობობაც გამოეცადა და ამ ეტაპზე ის მთლიანად ჩართულია მის ჯგუფთან ერთად "კომპიუტერული მუსიკის" შექმნაში, ფილოსოფიური ტექსტებით.

მართალია ცოტა ბევრი ბოიდიალი მოგვიწია თაზოს სადმე "გამოსაჭერად" რომ ეს
ინტერვიუ ჩაგვეწერა, მაგრამ იმდენად პოზიტიურად შეგხვდა, და იმდენად გულახდილი
იყო, რომ ნამდვილად ღირდა ასეთი უშუალო საუბრისთვის ამდენი წვალება.

● დავიწყოთ სულ თავიდან, საზოგადოებამ მაშტაბურად პროექტ ჯეობარიდან გაგიცნო,
მაშინ შენ სულ სხვა იმიჯი გქონდა, რუსული სიმღერები, გიტარა გრძელი თმა...
ახლა კი სტილი გარეგნობაშიც შეიცვალე და მუსიკაშიც. რამ მიგიყვანა ძველიდან შენს ახლანდელ სტილამდე?

ჯეობარამდე ვრეპავდი, და რაღაც გარკვეული წრე იყო ვინც რეპს უსმენდა და მაგ საზოგადოებაში შესაბამისად
მიცნობდნენ. არ ვიცი რამ მიმიყვანა, აი ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ისე ხდება რომ არ ვგეგმავ არაფერს.
ანუ ძაან სპონტანურად ხდება რაა, ისე რო თვეების წინ ვთქვა, რომ ის უნდა ვქნა ეს უნდა ვქნა - არა.
ანუ რაც მომხდარა ყველაფერი მომხდარა შემთხვევით,
დაგეგმილად და გააზრებულად მგონი არაფერი მომხდარა საერთოდ.





● შენი ფსევდონიმები ძალიან ბევრია, საინტერესოა "პარფიუმერია"
რომლითაც დარეგისტრირებული იყავი ფორუმზე, ასევე გრინჩი და ჩრინგი.

პარფიუმერიას არ მეძახდნენ, ეს უბრალოდ იყო ნიქნეიმი ფორუმზე, პროსტა ერთი პერიოდი მქონდა ესეთი პროქეტი, რაღაც ცოტა ფსიქოტერიული მუსიკა იყო და დავარქვი ეგ და რატო დავარქვი დაა, პარფიუმერიას შეუძლია იქონიოს ადამიანზე გავლენა. სხვა და სხვა სუნებმა და ესეთმა რაღაცეებმა. გრინჩი მქვია იმის მერე რაც ეგ ფილმი გამოვიდა მეუბნებიან გავხარო და მე მგონი მართლა ვგავარ. ჩრინგიი უბრალოდ ერთხელ შემთხვევით... და იმის მერე ვთქვი გრინჩის მაგივრად ჩრინგი დამიძახეთთქო და ეხლა მგონი მართლა ჩრინგს უფრო ბევრი მეძახის.




● მსუბუქი ნარკოტიკები - ჯანქების თითქმის ყველა სიმღერაში ისმის ეს სიტყვები. ყველამ იცის, რომ
მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრე ხარ, საინტერესოა სწორედ
მსუბუქი ნარკოტიკებია შენი ასეთი პოზიტიურობის მიზეზი?

ყველა ადამიანს აქვს თავისი ესე რომ ვთქვათ დრაგი. მე მაგალითად აი ალკოჰოლში ძალიან ნეგატიური ვარ, მსუბუქ ნარკოტიკებში პოზიტიური ვარ, და ისედაც სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს. იმიტო რო ნარკოტიკები ბევრ კატეგორიებად იყოფა. ნუ ჩვენ ვინც ვართ კუნგ ფუში და სასტავი ვინც ვართ, მხარს ვუჭერთ იმას, რო Smart drug რასაც ქვია ანუ ჭკვიანი ნარკოტიკები, ესე რომ ვთქვათ რაზეც ნაკლებად დაჯდები, პირიქით გეხმარება იმაში რო გაგიხსნას ფანტაზია, ტვინის უჯრედები, რაღაც გარემო უკეთესად აღიქვა, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ცუდს მე მაგაში ვერაფერს ვერ ვხედავ. ეგ არ არის ის ნარკოტიკები რომელმაც შეიძლება მოგკლას, გაგაუბედუროს... აი ალკოჰოლი არის მე მგონი ყველაზე ცუდი ნარკოტიკი რაც კი კაცობრიობას გამოუგონია და მთელი პლანეტა ზის მაგ ნარკოტიკზე, მე მგონია ასაკრძალი თუ არის პირველ რიგში ალკოჰოლი უნდა აკრძალონ.


გატაცებებზე - რეკომენდაციაში თქვი რომ ტარანტინოს ახალ ფილმს ელოდები, ყველამ იცის როგორ გიყვარს ფეხბურთი... და ყველაზე საინტერესო შენი გატაცებებიდან არის იაპონური კულტურით დაინტერესება.

მაგრამ ტარანტინოს ფილმზე მეტად ველოდები 21 დეკემბერს, მართლა ოღონდ მე მგონია
ჩვენი პალანეტა ძალიან შეიცვლება რადიკალურად, სერიოზულად ვამბობ ყოველგვარი იუმორის
გარეშე (და მაინც იცინის :) , ბევრ რაღაცეებს ვუკავშირებ მაგ დღეს.

რაც შეეხება იაპონურ კულტურას
, მე მგონი რატო უნდა დაინტერესდე კი არა რატო არ უნდა
დაინტერესდე, მე მგონი რაღაცა მომავლის კულტურაა, ერთი საუკუნით მაინც ისინი წინ არიან.
მაგრამ, მე მაინც უფრო ძველი იაპონური კულტურა მიზიდავს და კერძოდ სამურაები და უფრო რონინები, ანუ სამურაები რომლებიც უარყოფდნენ ბუში დოს, უარყოფდნენ თავიანთ მასტერს, სკოლას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თვითონ ქმნიდნენ თავიანთ წესებს, და ესე რო ვთქვათ მარტო მოგზაურობდნენ, და აი ეს რონინები ყველაზე ძაან მომწონს რა მაგ იაპონური კულტურიდან, აი როდესაც შენ თვითონ ქმნი, აი ფრისტაილის პონტია რა შენ ქმნი ყველაფერს და შენი წესებით აკეთებ ყველაფერს.




● შენ ყოვლეთვის ამბობ, რომ არავინ არავის ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიოს,
არავინ არ უნდა განსაჯოს სხვისი პირადი ცხოვრება. მაგრამ, როცა ლაპარაკია შენნაირი
თავისუფალი და საინტერესო ცხოვრების მქონე ადამიანზე, როგორ შეიძლება რომ
არავინ არ ჩაერიოს, არავინ არ განსაჯოს...

არ ერევიან აი მართლა არავინ. შენ როდესაც გინდა რო ჩაერიონ შენს ცხოვრებაში აუცილებლად ჩაერევიან და როდესაც უკვე რაღაცნაირად ჩაკეტილი გაქვს რო შანსი არ არის რო ვინმე დაინტერესდეს, იმიტო რომ არც იცის რითი უნდა დაინტერესდეს. მე მგონია, რომ ვახერხებ იმას, რომ ვერავინ ვერ ერევა საერთოდ ჩემს პირად ცხოვრებაში. არც არის საჭირო ესეთი რაღაცეები, თუ ვინმეს უნდა რო თავის პირადი გრძნობები გაგიზიაროს, გაგიზიარებს და თუ არ უნდა არც არის საჭირო ესეიგი.



ლიტერატურული შემოქმედებითობა - შენი მეგობრები ზურა და ერეკლე უკვე ძალიან დიდი ხანია წერენ,
პირადი წიგნი აქვს მამაშენსაც, და როგორც ბოლოს გავიგეთ შენც გაქვს პატარა წიგნები
გამოცემული მხოლოდ სამეგობრო წრისთვის. არ გეგმავ უფრო დიდი აუდიტორიისთვის
დაწერო რამე?

არაა, იცი რა არის მე ვწერდი ერთი პერიოდი, რაღაც პატარა ლექსებისავით, და იცი როგორ
არის ჩემთან გარკვეული პერიოდი არის და არა ის, რომ რამე ლიტერატურული ფასეულობა ჰქონდეს
ამას. წარმოიდგინე რო დღიური გქონდეს ოღონდ ლექსებით დაწერო. ეს რაღაც გარკვეულ პერიოდს
უკავშირდებოდა, და მინდოდა ეს პერიოდი რაღაცნაირად დაფიქსირებულიყო თუ წერტილი დამესვა ამ
პერიოდისთვის და ეს ფორმა მოვნახე, რომ პატარა წიგნები გავაკეთე და მეგობრებს ვაჩუქე. ეგ არის
და ეგ თორემ მე ლიტერატურაში არც მოვსინჯავ თავს არასდროს.

მამა - რადგან ბატონ გიგას შევეხეთ იქნებ იმაზეც გააკეთო კომენტარი პოლიტიკურ დისკრიმინაციაში რომ დაგდეს ბრალი მამაშენთან ერთად გადაღებული ვიდეოს გამო...

რადგან ადამიანს ქვია მამა არ არის აუცილებელი, რომ შენ მისი აუცილებლად გესმოდეს, ან იმას შენი ესმოდეს. აი მამაჩემი ჩემთვის არის აბსოლიტურად ისეთი ტიპი რომელიც მიუღებელია, ანუ მისი ხედვა ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი, როგორც მამა მიყვარს ძალიან ბაზარი არ არის მაგრამ, ისე არის რავიცი მე... თან უფრო მეტ პასუხის მგებლობას ვგრძნობ რომ მამაა, ანუ მამაჩემთან საერთო ფაქტიურად არ გამაჩნია არაფერი.

IT Boy - თაზო ლიპარტელიანი (გრინჩი)
● ცნობილია რომ სექსუალური უმცირესობების და ქალთა უფლებების დამცველიც ხარ,
იქნებ საერთოდ ფემინისტსაც უწოდებ თავს?

ფემინისტი არ ვარ, საერთოდ არ მომწონს რაღაცისტი რო ხარ, არ მესმის. აი უკვე როცა ხარ რაღაცისტი რაღაცა ჩარჩოებში სვავ თავს, ანუ იმ რაღაცას მიყვები ასე რომ ვთქვათ, უბრალოდ ფაქტია და ვერსად ვერ გავექცევით იმას, რომ ძალიან ირღვევა ჩვენს ქვეყანაში ქალთა უფლებები, და არამარტო ქალთა სექსუალურ უმცირესობათა
უფლებებიც და ასე შემდეგ. მე მგონია რომ ესე არ უნდა იყოს,

ყველა ადამიანს თანაბარი უფლებები უნდა გაგვაჩნდეს, პირველ რიგში ერთმანეთთან. მე ვთვლი, რომ როდესაც მაქვს იმის საშვალება რომ ვიღაცას გვერდში დაუდგე და მხარი დაუჭირო, ყოველთვის ვიყენებ.

ტოკიო - შენ უამრავ ქალაქში გინდა მოგზაურობა, მაგრამ ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი მაინც ტოკიოა, რაღაც იეროგლიფები შევნიშნე შენს ფეისბუქის გვერდზე...

კი იეროგლიფები კი, მაგრამ ენას არ სვწავლობ. აი ერთი, ორი, სამი იაპონური ტატუ მაქვს უკვე. აი ტოკიო არ ვიცი რა, ისეთი ადგილია სადაც რო მოვხვდე, ვიქნები და ვინები და ვიქნები... და არსად არ მომინდება იქიდან წასვლა...


წარმოიდგინე გარეთ გამოდიხარ და უკვე ვიზუალებში ხარ ნარკოტიკების გარეშეც. ტოკიოზე მე ცალკე შემიძლია ვიჯდე და ვიბაზრო და ვიბზარო და ვიბაზრო...
და ესე მოკლედ ძაან რთულია რომ გადმოგცე.

● ცხოვრებისეული მოწოდება - სულ ამბობ ხოლმე "მეტი სითბო, მეტი პოზიტივი, მეტი სიყვარული.."
"ყველას უნდა ჰქონდეს სიყვარული, ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფლება..."
ასეთი ფრაზები შენი
ცხოვრებისეული დევიზებია?

მე მგონია, რომ საერთოდ ერთადერთი წესი უნდა არსებობდეს - გინდ კონსტიტუციურად. ადამიანს
უნდა ჰქონდეს სრული თავისუფლება,
უბრალოდ თავისი თავისუფლებით არ უნდა არღვევდეს სხვის
უფლებას. თუ რომელიმე ადამიანი სხვის უფლებას არ არღვევს, მაშინ ჩათვალე, რომ იდეალურ
გარემოში ვცხოვრობთ. არ შეიძლება იმის გამო, რომ ვიღაცა შენს მხედველობაში არ ჯდება,
მაგის გამო უარყო. ხოდა პოზიტიურობაზე, ამ ფრაზებს მარტო პოზიტივი მოიტანს, ნეგატივით
რთულია ალბათ.


ვიდეოები ინტერნეტში - შენ ხშირად აქვეყნებ სახალისო ვიდეოებს ინტერნეტში,
სადაც ხარ "ემოების ლიდერი". ცოტა ნეგატიური გამოხმაურება მოყვა ამ ვიდეოებს...

ნეგატიური კი არა ზოგს მართლა სერიოზულად ეგონა, რომ რაღაცა დაჯგუფება არსებობს ამ ემოების და მე ვარ ამ ემოების ლიდერი.
ეს უბრალოდ რაღაცა შარჟი იყო ამ ნოდარ მელაძეს გადაცემასთან დაკავშირებით, და ჩემთვის გავერთე და მგონი კიდევ გავერთობი. ესეთი ვიდეოები ძაან კარგია იმიტო რო არანაირი ცენზურა არ გაქვს შენ მაგ ვიდეოებში დაწესებული და შეგიძლია ყველაფერი თქვა რაც ენაზე მოგადგება და დადო შენს ფეიჯზე იუთუბზე, და არც არავინ წაგაშლევინებს და იქნება და იქნება რა, ვინ როგორ გაიგებს ეს სხვა საქმეა. მარა, მაგ ვიდეოებში რაღაცა ცუდია, რო იუმორის გრძნობა არ გააჩნიათ, როცა იჯერებენ რო შენ რაღაცა ემოების ლიდერი ხარ... (სიცილით ) თუ არის ეგეთი ლიდერი გავიცნობდი დიდი სიამოვნებით. რაღაც აქციების პერიოდი რომ იყო უნივერსიტეტში, იქ მივედი მეთქი რაღაცას ვიტყვი რო ძაან ისე ვიყავი, და ეს ვიღაცეები გამოდიან ძაან საქართველო და რაღაცა... და გამოვედი მე და ვთქვი გამარჯობათ მე ვარ გრინჩი ემოების დაჯგუუფების ლიდერითქო, და ლიდერის დამთავრება ვერ მოვასწარი ეგრევე გამითიშეს მიკროფონი. ანუ რაღაცა, სერიოზული პრობლემაა იუმორის ამ ქვეყანაში, ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამენ, აი როგორ უნდა აღიქვა ეგეთი რაღაცა სერიოზულად მე არ მესმის.
>> youtube "Grinchi - Emoebis Lideri"



● მაგრამ ამ ვიდეოებში შენ საკამოდ დამაჯერებლად და თამამად ლაპარაკობდი,
თან ვიცი, რომ რაღაც როლზე უარი განაცხადე...

ხო მაგაზე ძააან ბევრი ვიწვალე, იმიტო რო რო ვიტყოდი "ემოების დაჯგუფების ლიდერი" მეცინებოდა და თავიდან ვიწყებდი, ბოლოს დამღალა სიცილმა და ძაან დამაჯერებლად ჩავწერე. ფილმზე იცი რა არის, მე რო ვიყო საკუთარ თავში დარწმუნებული რომ მსახიობობას გავართმევ კარგად თავს, ანუ მომეწონება ის თუ როგორ ვითამაშებ და რაღაცა.. იმიტო რო ერთხელ რო მაქ რაღაც სერიალში ნათამაშები არც მაქვს ნანახი ისე მოვკარი თვალი...
არ მომწონს რა, თუ თამაშობ ფილმში იმ შემთხვევაში უნდა ითამაშო როდესაც მართლა თავდაჯერებული ხარ იმაში, რომ ამ შენს დავალებას, რაც გაქვს მსახიობს დავალებული კარგად გაართმევ თავს, არ ვარ მსახიობი ტყუილია პროსტა ეგეთი რაღაცა. შეიძლება ჩემი თავი სადღაც ვითამაშო და რაღაცა, მაგრამ ვიღაცას მართლა ვერ ვითამაშებ.

IT Boy - თაზო ლიპარტელიანი (გრინჩი)
● თმა ბუნებრივ ფერზე გაქვს, ყურზეც იგივე რაოდენობის ნახვრეტია, მაგრამ რაღაც ახალი ტატუები შევნიშნე... იქნებ გვითხრა რა რას ნიშნავს

ეს ტატუები გავიკეთე სულ ეხლახანს. ტატუ შუბლზე - მაიას ტომის სიმბოლო, გალაქტიკის პეპელა. ესე დაფრინავს და რაღაც ნაგლობაა თითქოს მაგრამ, მე მაინც მომწონს და მთელი გალაქტიკის ცნობიერებას მოიცავს რა, ანუ გალაქტიკის ცნობიერების მატარებელია და მე მჯერა ეგეთი რაღაცეების. იმიტო რო მგონია რო ეხლა ეს ტატუ რომ გავიკეთე ეს უფრო მეტია ვიდრე ის რო სადღაც 100 წიგნი რო წავიკითხო. ასე რომ მართლა მჯერა მაგის.

ტატუ მარცხენა ხელზე - ქრისტიანობის ძველი სიმბოლოა, და მეც ქრისტიანობის მიმდევარი ვარ ასე რომ ვთქვათ. მართმადიდებელი არ ვარ, მაგრამ ქრისტიანი ვარ. იქვე არათითთან ტატუ - გული, ცერა თითთან - საიდუმლოა (რომელიც ბოლოს მაინც გაგვიმხილა და გვითხრა, რომ გოგოს სახელია), ტატუ მარცხენა ხელის ვენაზე - სიცარიელის ნიშანი არის, ტატუ მარჯვენა ხელის ვენაზე - ალქიმიის ნიშანია. ტატუ მარჯვენა ხელზე - მეომრის ნიშანია.
დანარჩენები კიდევ მაქვს...

რაც შეეხება თმას - მქონდა ერთი პერიოდი იასამნისფრად შეღებილი,
ეხლა ძაან მინდა რო გავიზარდო, რა და თან რო იზრდება ხო რაღაცნაირად არის, რა და ალბათ ისევ შევიღებავ რო რაღაც კარგი მაინც მქონდეს თავზე რა. იასამნისფერი ძაან მიყვარს აი ძაან. აი იასამნისფერი რამე რო დამანახო აი მომწონს და რა ვქნა. ფერია რა ფერი მომწონს თორე მეტი არაფერი... დადებითია ძაან, ბევრნაირად შეგიძლია რა მე მგონია რომ გადმოსცე, რაღაცა რომანტიკულიც არის, ღრმაც არის ჩემთვის, ბევრ რამესთან
ასოცირდება, ბევრი ბეგრაუნდი შეგიძლია მე მგონი მოუძებნო.

პროგნოზი: კუნგ Fუ ჯანქი აკეთებს ახალ ლაივ სეტს...

რაღაც ნაწილი მზად გვაქვს, რაღაც ნაწილი მზადდება. აი წეღან რომ გეუბნებოდი 21 დეკემბერზე, გვინდა რო გავაკეთოთ 21-ში ისეთი ივენთი, სადაც შევხვდებით სამყაროს დასასრულს ყველანი ერთად! იქ მარტო კუნგ Fუ ჯაქნი არ დაუკრავს, დაუკრავს MAMM (Me and My Monkey), დიჯეები, აქაური დიჯეები, ანუ დიდი ტუსოვკა იქნება რა. რადგან ბოლო დღე არის სამყაროსი, აი წარმოიდგინე, ხვალ რომ დათავრდეს ყველაფერი, რომც არ დამთავრდეს აი სიტყვაზე ვამბობ, ყველაფერი მოსულა, აი ყველაფრის უფლება უნდა მისცე თავს, და რავიცი აი გვინდა ძაან რო ეს ივენთი გავაკეთოთ რა.



ჯგუფის ახალი სიმღერები ძველ ჰიტებთან შედარებით ცოტა განსხვავებულია, არა?

ახალი სიმღერები კიდევ უფრო სხვანაირი იქნება. ის პერიოდი როცა ჩვენ ვაკეთებდით, ანუ ძველი სეტი რასაც დაემთხვა რაა, მაგ პერიოდს ეგეთი მუსიკა ჭირდებოდა, ჩემის აზრით. იმიტო რო არაფერი არ იყო გარშემო ისეთი რაც გახტუნავებდა ან რაღაცა ეგეთი რა, და ეხლა უკვე მიხვდნენ რომ შესაძლებელია ხტუნაობა, შესაძლებელია ძალიან ნელ ტემბრშიც იხტუნაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... ანუ ახლა უფრო ესე რო ვთქვათ ვასერიოზულებთ მუსიკას. ასე რო ვთქვათ, ვიდრე აქამდე იყო. ეს ახალი სიმღერები იმეებთან რაც ჩვენ ბოლოს გამოვუშვით უფრო განსვსხვავებულია, იმიტო რო ზოგი ისეთი სიმღერაა რო აი ვაფშე ჩვენ მუსიკასთან აი არანაირი კავშირი რო არ აქვს.




● ამ ზაფხულს გუდიაშვილში რომ გქონდათ დიდი ლაივი მაქსი აქტიურად იღებდა ყველა სიმღერაში
მონაწილეობას, ეხლა თქვენს ოფიციალურ გვერდზე ახალ თრექებზე მუშაობისას დაფიქსირებულ
კადრებშიც არის მაქსი, ისევ ისე აქტიურად არის ჩართული?

აქტიურად კი არა მაქსი რომ არ ყოფილიყო ზოგი სიმღერა შეიძლება საერთოდ არც კი გვქონოდა, ჩვენ ცოტა ზარმაცები ვართ და მაქსიი უფრო ახალგაზრდაა და უფრო დიდი შემართებით და მონდნომებით აკეთებს ყველაფერს, და ძალიან დიდი წვლილი აქვს ყველა სიმღერაში ამ ახალი ლაივ სეტიდან.


ჟურნალისტი: თათია ონიანი (chyipina)
ფოტოგრაფი: მარუსა პერტია
www.angel.ge -სთვის, პროექტი: IT boy



facebook.com / Kung Fu Junkie
Kung Fu Junkie is a pop electronic circus of happy sad chinese robots,
urban shaolin monks, red lipsticks and smart drugs. :)

კატეგორია: მუსიკა, ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

19


  • darichina თქვა:
    22 აპრილი 2013 20:15 - ID: 19,
    გრინჩი , მაქსი და ზოგადად კუნფუჯანქი <3

  • elga თქვა:
    23 დეკემბერი 2012 18:39 - ID: 18,
    სუპერ სუპერ მაგრად გამიხარდა ეს პოსტი რო ვნახე ეხლა

  • mareXX თქვა:
    13 დეკემბერი 2012 15:19 - ID: 17,
    ძალიან მაგარი ხალხი და ძალიან მაგარი ნიუსი !

  • Spain-Girl თქვა:
    12 დეკემბერი 2012 14:13 - ID: 16,
    ლაპარაკიც არ იცის ნორმალურად...

  • Anouki)))) თქვა:
    11 დეკემბერი 2012 22:22 - ID: 15,
    რა კაიიი ბიჭია თაზოოოო love

  • .sweet. თქვა:
    11 დეკემბერი 2012 17:11 - ID: 13,
    აუ ძაან მაგარია ეე მიხარია ცივილიზაცია ჩვენთანაც რო შემოდის მაქსზე ვჭედავ ყველაზე მაგარი ტიპია ვაბშე მაქსზეც გააკეთეთ ეგეთი ნიუსი რაა love ეს სიმღერა მაგრად მევასება love love love love

  • TAKO))tako თქვა:
    10 დეკემბერი 2012 23:11 - ID: 12,
    ძაან კაი ნიუსი იყო მართალია არ წამიკითხავს ბოლომდე მაგრამ აი ამ სიმღერაზე ვჭედავ ისე მიყვარსს love

  • amanda თქვა:
    10 დეკემბერი 2012 19:02 - ID: 11,
    თათია კიდევ ერთხელ გეტყვი რომ ყოჩაღ :) სუპერ,სუპერ სტატია იყო,კარგად გამოგდის ეს საქმე ;) თან როცა გსიამოვნებს ორმაგად და ათმაგად უფრო კარგად გამოდის ,ძალიან საინტერესო ბიჭია თაზო,ისე მე მაქსი მომწონს მაგრად :) love

  • tamo თქვა:
    10 დეკემბერი 2012 19:00 - ID: 10,
    რავიიი რავიი რავიი :)))

    მხოლოდ სიახლე მომეწონა

  • anabana თქვა:
    10 დეკემბერი 2012 18:56 - ID: 9,
    ძალიან მომწონს ამ ადამიანის შემოქმედება feel
    ნიუსი შესანიშნავია love

  • Johnny depp თქვა:
    10 დეკემბერი 2012 17:54 - ID: 8,
    თათია !! აი ძალიან ძალიან მაგარია ყოჩაღ შენ !

  • vikaa თქვა:
    10 დეკემბერი 2012 17:48 - ID: 7,
    ეს ბიჭი ყავა და ლუდშიც ხო მონაწილებდა თუ მეშლება ?? აიი როკერის შვილი როა ხოო ??

  • keetaa თქვა:
    10 დეკემბერი 2012 17:46 - ID: 6,
    ვაიმე ვგიჟდები ამ ბიჭზე როგორ მიყვარს პროსტა :((((((( ყველანაირად მომწონს აზროვნებით გარეგნულად ვაიმე რა ბიჭიაააააა love რა თითები აქვს აუ მაგარი როჟაააა love ძალიან საინტერესო იყო და კაი ნიუსია ძააააან

  • Ann_J თქვა:
    10 დეკემბერი 2012 17:17 - ID: 5,
    ძალიან ძალიან საინტერესო იყო.. თანდართულმა მუსიკამ სტატიას უფრო სხვა ელფერი შესძინა, ემოციებით დამუხტა ერთი სიტყვით ძალიან მაგარი ნიუსი იყო.. თათია ვაუუ ძალიან მაგარია ბრავო შენ... გამაოცე winked ყოჩაღ და კიდევ ერთხელ წარმატებები ამათ

  • Rainbow თქვა:
    10 დეკემბერი 2012 17:16 - ID: 4,
    საინტერესი პიროვნებაა
    ჯგუფი კი ძალიან მომწონს

  • PEPINSI თქვა:
    10 დეკემბერი 2012 17:05 - ID: 3,
    კიდდევ კიდევ მსგავსიო საინტერესო ნიუსები ^^ თაზოოოოოოოო <3

  • psiqologia თქვა:
    10 დეკემბერი 2012 16:35 - ID: 2,
    ნიუისი კარგია

  • D-) თქვა:
    10 დეკემბერი 2012 16:26 - ID: 1,
    ვაიმე აი გავგიჟდი თათია ძალიან მაგარი ნიუსია smile

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top