;
19 დეკემბერი 2012      Britain     29 კომენტარი     ნანახია 2985-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები » მუსიკა


მუსიკალური ინდუსტრია 1990 წლიდან დღემდე რადიკალურად შეიცვალა. 2002 წელს,
ორი მესამედი იმ სიმღერებისა, რომლებიც ჩარტებში ტოპ ადგილებს იკავებდნენ,
არ იყვნენ წლების შრომის შედეგი. ამ სიმღერების შემსრულებელი მუსიკოსები
უკვე აღარ გადიოდნენ რეპეტიციას გარაჟში და აღარ მღეროდნენ პატარა რესტორნებში.
ამის მაგივრად, მათ ჰყავდათ მუსიკალური პროდიუსერები ან მათი წარმატება ისეთი
რეალითი შოუების დამსახურება იყო, როგორიცაა "Pop Idol". გარდა ამისა, შეიმჩნევა ისიც,
რომ დღევანდელი მსმენელი არ ინტერესდება ჯგუფის ჩამოყალიბების ისტორიით.
ჩანს, ის დრო წავიდა, როდესაც მელომანებს სურდათ ბენდს ახალგაზრდების
სულისკვეთება გამოეხატა.
მთვარი კითხვა არის : ინტერესდება ხალხი იმით, გულით მღერიან
მომღერლები თუ ასრულებენ იმას, რასაც ავალებენ?

მოდით ვნახოთ, თუ რას ამბობენ ბრიტანული პოპის შესახებ მუსიკალურ
ბიზნესში ჩახედული ადამიანები.

Music 21st century-style

პოპ-მენეჯერი, ტომ უატკინსი :
"ახალგაზრდა გოგონები ხმას აძლევენ იმ ბიჭს, რომელიც გარეგნულად ყველაზე
მეტად მოსწონთ და არა იმას, ვისაც ყველაზე დიდი ნიჭი აქვს. ჩამწერ სტუდიებს
შეუძლიათ შექმნან ახალი ბენდები. მაგრამ, რატომ უნდა დახარჯონ ფული, როდესაც
ერთადერთი რამ, რაც პუბლიკას სურს ნაგავია?"

პოპ-პროდიუსერი, პიტ უოტერმენი :
"არაფერი არ არის ახალი "Pop Idol"-ის შესახებ. ჩვენ ეს ბავშვები დიდი ხანია გვყავს
და ისინი ყოველთვის პოპულარულები იყვნენ.. ხალხი ძალიან ღრმად იყურება - ეს
გართობაა, და არა ხელოვნება. ლეონარდო და ვინჩის უხდიდნენ. უაგნერს უხდიდნენ.
მომღერლები საესტრადო არტისტები არიან, რომლებსაც უხდიან."

Music 21st century-style

Music 21st century-style

გაზეთის რედაქტორი, ბენ ტოდი :
"ადრე, ჯგუფებს დიდი მუშაობა უწევდათ იმისთვის, რომ ჩარტებში მოქცეულიყვნენ
ან ტელევიზორში გამოჩენილიყვნენ. ძალიან წარმატებული მუსიკოსებიც კი
ლუდხანებში სიმღერით იწყებდნენ. "Popstars"-ის და "Pop Idol"-ის დახმარებით, ეს აღარ
ხდება. ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ იმღერონ მანამდე ხდებიან ცნობილები,
სანამ ჩაწერენ ახალ სიმღერას. სინამდვილეში კი, ეს შოუები მიჰყვებიან 1970იანი
წლების შოუების გზას. ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს რომელიმე რეალითი შოუმ
ახალი ელვისი აღმოაჩინოს - იგი რეალურად იყო პოპ აიდოლი."


BBC-ს პროექტის, "Top Of The Pops"-ის პროდიუსერი, კრის კოული :
"ტოპ-ათეულში მყოფი სიმღერების უმეტესობა წარმატებული სწორი მარკეტინგული
სვლების გამო არიან. მაგრამ, რეალური ეფექტის დანახვა შესაძლებელია გაყიდვების
რაოდენობით. 1980-იან წლებში, ბრიტანული აქტები აღრიცხავდნენ 31 ცენტს
ამერიკულ მუსიკალურ ბაზარზე. 2000 წლისთვის, ამ მაჩვენებელმა ორამდე დაიკლო. ხოლო,
2002 წლის აპრილში, ამერიკის შეერთებული შტატების ტოპ ასეულში ბრიტანული
ჯგუფი საერთოდ არ იყო."

Music 21st century-style

Music 21st century-style

Music 21st century-style

Music 21st century-style

კატეგორია: ფილმები » მუსიკა
Tags:

29


  • DARK_V1S1ON თქვა:
    19 მარტი 2013 21:43 - ID: 29,
    ქვევით დაიწერა რო ვიგაცეები მოდის გამო უსმენთ ძველ როკსო :D საღოლ! ძველი როკი მოდაშია ახლა? საქმეც მაგაშია რომ არ არის . მოდაში ძველი როკი და ნორმალური მუსიკა რომ იყოს მაშინ gaga da PSY კი არ იქნებოდა 1 ადგილზე :D

  • Sophie - თქვა:
    29 დეკემბერი 2012 12:49 - ID: 28,
    Leggo1616,
    გეთანხმები!!!

  • liliaNN თქვა:
    21 დეკემბერი 2012 23:34 - ID: 27,
    ამ საუკუნეში და განსაკუთრებით ბოლო 2 წელია არაფერი ნორმალური აღარ იქმნება.... თავიდან მეგონა ვნც განგამ სტაილს უსმენდა ღადაობდა ან რაღაც მაგრამ... ნამდვლი საშინელება ან ეს ან ნკი მინაჟი ან ჯასტინ ბიბერი.... LMFAO_ზე კიდევ არაფერს ვამბობ... ამათი უაზრო მელოდების მოსმენას რადგან ტექსტი ნაგავია ჯობს მოცარტს და ბეთხოვენს მოვუსმინოთ :)) ჩემი აზრით ნიუსი შესავსები იყო რამდენიმე ჯგუფს ან სიმღერას თU გვირჩევდი კარგი იქნებოდა თორემ მე პირადად ორჯერ მოვუსმენ რამეს და მწყინდება :))))____აუ რა სიტყვთ გამოვედი მაგრამ საერთოდ განგამ სტაილის ხსენებაც ცუდად მხდის :))))))))))) კი ზოგს მოსწონს ბიბერის გაგას მინაჟის მუსიკა მე არ ვედავები. ყველას მისი გემოვნება აქ მაგრამ ჩემთვს ნაგავია ... წავალ ისევ AEROSMITH_ს ან guns n roses მოვუსმენ თუნდ მეასედ :))))))))

  • KeSso13 თქვა:
    21 დეკემბერი 2012 15:30 - ID: 26,
    21ე საუკუნის მუსიკა - მუსიკა არაა.. მუსიკა იყო გასულ საუკუნეში.. როკი არის ნამდვილი მუსიკა და არა ის რასაც დღეს მუსიკას ეძახიან..

  • Bimch თქვა:
    21 დეკემბერი 2012 13:23 - ID: 25,
    60 იანებია ნამდვილი მუსიკა))) love თუმცა დღევანდელებსაც ასე ნუ გადავუსვამთ ხაზს. ნიჭიერი თაობა მოდის))

  • queen spears თქვა:
    21 დეკემბერი 2012 01:47 - ID: 24,
    გაგა სელენა ბიბერი მინაჟი
    LMFAO PSY მოაშორეთ სცენიდან

  • anabana თქვა:
    20 დეკემბერი 2012 19:52 - ID: 23,
    Leggo1616,
    შენ რა გინდა საერთოდ?ხო კრის ბრაუნი გენიოსია!დონტ ვეიკ მი აპ,დონტ ვეიკ მი აპ აპ აპ...ძალიან ჭკვიანური სიმღერაა!დედა!გვასწავლა,რომ არ გავაღვიძოთ კრის ბრაუნი!ტიტუუუ! lol

  • Leggo1616 თქვა:
    20 დეკემბერი 2012 17:19 - ID: 22,
    ეს ქართველები ეტა არ ერეოდეტ სხვის ცხოვრებაში, მოდის გამო რომ უსმენტ როკს და ვიღაც ვიღაცეებს არიარება რომ გიტყდებათ მაგრამ ბიბერსაც რომ უსმენთ მაგითომ ვართ განვითარებულები ქართველები, გონს მოეღეთ და იმის მაგივრად რომ სხვას ''ასწავლოთ'' სიმღერა თქვენ გემოვნებას მიხედეთ, მე ბოდიში თუ ძველ როკს არ ვუსმენ და არ მომწონს რაც თქვენ.

    რა კარგია მანდ რომ არ ვცხოვრობ რაა.

  • Ana smiley თქვა:
    20 დეკემბერი 2012 15:23 - ID: 21,
    feel

  • anabana თქვა:
    20 დეკემბერი 2012 14:53 - ID: 20,
    ახლანდელი მუს-ინდუსტრია ძალიან უხარისხოა,ხელზე ჩამოსათვლელები გახდნენ კარგი მუსიკოსები.

    ძალიან კარგი ნიუსია

  • Queen.Mariam♥ თქვა:
    20 დეკემბერი 2012 14:12 - ID: 19,
    მუსიკა არის ჩემი ცხოვრება, ძალიან მიყვარს love ბიბერი არ მძულს მაგრამ მისი შემოქმედება არ მიზიდავს,არც გაგასი,არც ვიზ ხალიფაო თუ ვინც არის. მე მიყვარს კლასიკური როკი,ჯაზი,სოული,თანამედროვე ჯაზი,კლასიკური პოპი,ინდი-პოპი,ინდი-როკი,ელექტრონიკა ოღონდ ყურს რომ არ ჭრის ეგ,ასევე ვგიჟდები კლასიკურ და ხალხურ ჟანრებზე(ხალხურსაც გააჩნია ახლანდელი ხალხური სიმრერები არ მიზიდავს). უფრო ძველი სიმღერები მიზიდავს! ვინ ჯობია ნინა სიმონს ,მეისი გრეის,რეი ჩარლზს ან თუნდაც სხვა დიდებულ მომღერლებს.და იცით რა განსხვავებაა ნამდვილ მუსიკასა და რაღაც მაიმუნობა მუსიკას შორის? ჯერ 1 ის რომ ნამდვილ მუსიკას მთლიანად შეიგრძნობ და მეორეც ის რომ გავა დრო და რასაც დღეს ვუსმენთ გაგვეცინება და ვიტყვით რა პატარები და შტერუკები ვიყავითო და ნამდვილ მუსიკაზე ეგეთი შეგრძნება არასდროს გვექნება. მე Pink floyd-ზე ვერასდროს ვიტყვი როგორ ვუსმენდი ღმერთო ამას-თქო! თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ დღესდღეისობით არ იქმნება კარგი მუსიკა,მაგრამ ეს იშვიათია...უბრალოდ გემოვნება გეხვეწება ადამიანს ნამდვილი მუსიკის მოსმენით!

  • beauty queen თქვა:
    20 დეკემბერი 2012 14:01 - ID: 18,
    ყველაფერს ვეთანხმები აი სრული სიმართლეა

    გოგოებს ის ჯგუფი მოსწონთ თუ ბიჭები "სიმპაწიკები "არიან ვერ ვიტან ეგეთ რაღაცეებს მუსიკა გარეგნობით რომ წყდებოდეს მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე
    სიმღერას უნდა ჩაუღრმავდე მისი ტკივილი, სიხარული, განცდა.. ყველაფერი უნდა გაიგო
    მოკლედ დღევანდელმა თინეიჯერებმა (რა თქმა, უნდა ზოგზე ვამბობ) არ იციან რა არის ნამდვილი მუსიკა..
    და ეს იცით რისი ბრალია? აი დიდსულოვანი მომღერლები რომ არიან ზოგ-ზოგი აი aმთ გაუფუჭეს ბავშვებს გემოვნება რავიცი .. ესე ვფიქრობ..
    გაგას "განსხვავებულობა" ბიბერის "სიმპათიურობა" (არც მძულს არც მიყვარს მაგრამ სიმართლე ესაა) ;)
    და კიდევ სელენას" რა საყვარელია" fellow request

  • Sophie - თქვა:
    20 დეკემბერი 2012 10:39 - ID: 17,
    მე ვუსმენ იმას, რაც მომწონს და ჩემი აზრით, ეს ყველაზე მთავარია. ვთვლი, რომ ბერა მთელი გულით მღერის და მე მისი მუსიკა მსიამოვნებს. არ შემიძლია როკის მოსმენა და მსიამოვნებს რეპი, ამიტომ ვარ ამაყი და ვამბობ, რომ მე მიყვარს ბერა!!
    ზოგი კი, ნამდვილად გასართობად უსმენს რიანას, გაგას და ა.შ. ამბობენ რომ ფანები არიან ისე შეუყვარდათ და მეორე დღეს აღარ მოსწონთ. შემდეგ სხვა შეუყვარდებათ და ესე...
    ჩემი აზრით ეს არასწორია!!


    პ.ს. ადმინ, სიახლე ძალიან მომეწონა love

  • ANIcule თქვა:
    20 დეკემბერი 2012 01:19 - ID: 16,
    სიმართლე.... sad

  • DARK_V1S1ON თქვა:
    20 დეკემბერი 2012 00:15 - ID: 15,
    ხალხი მასაზე გათვლილ ნაგვას უსმენს სულ დაკარგეს გემოვნება :( თანამედროვე იმიჯმეიქერებს,ხმისჩამწერ სტუდიებს და პროდუსერებს შეუძლიათ ნებისმიერი დებილობა მუსიკად შემოგვასაღონ, იმიტომ რომ თქვენ გირჩევნიათ მუსიკას უყუროთ, ვიდრე მოუსმინოთ. ეხა ვიგაცეები დაიწყებენ რაებს ბოდიალობო, მაგრამ თუ ეგრე არაა რა უნდა bieber-ს, PSY-gangam style-ს ან თუნდაც gaga-ს I ადგილზე? მაგარს მღერიან? მოუსმინეთ როკს,ჯაზს, კლასიკას და მიხვდებით რომ რაშიც(ვთქვათ)ბიბერს ერთი სიმღერის გაკეთებაში min-50 კაციანი გუნდი ეხმარება თავისი ულტრათანამედროვე აპარატურით და მთელი ატრიბუტიკით, მაგაზე მეტს თუ არა მაგდენს ერთი ბენდი (max 5 კაცი) აკეთებდა და ახლაც არიან ჯგუფები რომლებიც აკეთებენ უბრალოდ ხალხს მუსიკა აღარ აინტერესებს და შესაბამისად პირველ ადგილზე ბიბერია :( :( :(

  • barsutka))) თქვა:
    19 დეკემბერი 2012 23:28 - ID: 14,
    "ახალგაზრდა გოგონები ხმას აძლევენ იმ ბიჭს, რომელიც გარეგნულად ყველაზე
    მეტად მოსწონთ და არა იმას, ვისაც ყველაზე დიდი ნიჭი აქვს. ჩამწერ სტუდიებს
    შეუძლიათ შექმნან ახალი ბენდები. მაგრამ, რატომ უნდა დახარჯონ ფული, როდესაც
    ერთადერთი რამ, რაც პუბლიკას სურს ნაგავია?"


    რა სჭირს უმეტეს გოგოს მართლა ვერ გავიგე.???

  • D-) თქვა:
    19 დეკემბერი 2012 23:22 - ID: 13,
    სულ არ მაინტერესებს გაგა ვის გვერძეა.სურათით რომ წყდებოდეს ყველაფერი... ნიუსი კარგია love

  • keetaa თქვა:
    19 დეკემბერი 2012 23:20 - ID: 12,
    იიიიიიიF გაგააააააა :)))))))))))))) გოიმი მომღერალი

  • mikuss თქვა:
    19 დეკემბერი 2012 21:22 - ID: 11,
    Anucie Anucie,
    ტფუიი მეგონა ჩემი სახელით ვწერდიი wink უიმე რა დამემართა lol

  • anaki თქვა:
    19 დეკემბერი 2012 21:20 - ID: 10,
    სრული სიმართლეა

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top