;
5 აპრილი 2013      chyipina     11 კომენტარი     ნანახია 2532-ჯერ    
კატეგორიაში: მუსიკა, ქართველები, for ANGEL.ge

LANDMARK

ჯგუფი Landmark -ი პირველად მუსიკალურ სივრცეში
ალტერნატიული მუსიკის აღზევების ეპოქაში გამოჩნდა და იმ დროიდან,
მსმენელს აქტიურად ანებივრებს სასიამოვნო თრექებითა და სისტემატიური
ივენთებით. ენჯელ.ჯიმ ჯგუფთან ექსკლუზიური ინტერვიუ
ჩაწერა და თქვენ საშუალება გეძლევათ ჯგუფის შემოქმედებაზე
თავად მისი წევრების მონაყოლს გაეცნოთ.


Landmark For angel.ge


ჯგუფის შექმნა - მიუხედავად თქვენი ჯგუფის მრავალწლიანი მოღვაწეობისა და საკმაოდ კარგი კარიერისა,
მისი შექმნის ისტორია და მსგავსი საკითხები მაინც გაუხმაურებელია... თქვენც ისე შეიკრიბეთ როგორც
ზოგადად ხდება საქართველოში? ყველაფერი მეგობრული შეკრებით დაიწყო?


არ ვიცი ზუსტად სხვა ჯგუფები როგორ იკრიბებიან მაგრამ, ჩემი აზრით ჩვენ შეგვკრიბა "ბეზდელნიკობამ".სინამდვილეში კი თანმიმდევრობამ, ჰმ... მაგით იმას ვგულისხმობ, რომ ყველა საქმე და სურვილი რისთვისაც მუშაობ საბოლოო ჯამში გამოძრავებს ა პუნქტიდან ბ-ში. ალბათ საწყისს პერიოდში
ყველა წევრს გვინდოდა უბრალოდ ჯგუფში დაკვრა,დღეს კი დავრჩით მხოლოდ ისინი ვისთვისაც
ეს იდეა ჩვეულებრივი ჰობი არ იყო და ერთ ოჯახად/ორგანიზმად აღვიქვავთ თავს.





ინპირაცია - თქვენი თითქმის ყველა სიმღერა ერთ სტილშია და მარტივი
მელოდიით ხასიათდება. გაქვთ რაიმე განსაკუთრებული შთაგონების წყარო? ან იქნებ
რომელიმე დიდი მუსიკოსი ახდენს მასზე გავლენას...

კი, შეიძლება უმეტეს სიმღერაში მარტივი მელოდია დაიჭირო მაგრამ, რომ გადახედოთ აკორდებს,
არანჟირებებს და ეფექტებს რითიც იკვრება საბოლოოდ სიმღერა - ყველაფერი ბევრად უფრო რთულია
ვიდრე ჩანს. ჩვენი მიზანიც ზუსტად ის არის, რომ შევკრათ სირთულეები და გამოვაჩინოთ მარტივად.
შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ყველაფერი დაწყებული ჩაის სმის რიტუალიდან დამთავრებული ნებისმიერი
მოვლენით ცოხვრებიდან.მოკლედ ვცდილობთ რომ მიღებული ემოცია რაც შეიძლება, გულწრფელად
და აფერისტობის გარეშე გადმოვიტანოთ სიმღერაში.

Landmark For angel.ge

კლიპები - თქვენი ვიდეო ერთ-ერთ ჰიტზე (Northern Light) ნამდვილად გამოირჩევა
სისადავით და ლამაზი კადრებით. ეს თქვენი ერთადერთი ოფიციალური კლიპია.
მომდევნო კლიპებიც ასეთი სადა სიუჟეტის მატარებელი იქნება?

ვერ გეტყვი როგორი იქნება კლიპი, რეჟისორის ხედვას გააჩნია. ამ სიმღერაში მარტივი ტექსტია,
ახალ ალბომში მელოდიურობას ვინარჩუნებთ მაგრამ ტექსტების შინაარსი ბევრად უფრო მძიმეა.

Landmark For angel.ge


ივენთები - ყოველი თვის 21 რიცხვში.
21 რაიმე განსაკუთრებული სიმბოლოა?

ჰმმ 21? 21 არამგონია ჩვენი რიცხვი იყოს. უბრალოდ დაემთხვა, რომ წინა კონცერტიც 21 რიცხვს დავუკარით და წინა კონცერტზეც მქონდა წაკითხული სტატია, რომ მოსალოდნელია ეს რიცხვი ყოფილიყო ბოლო კაცობრიობის ისტორიაში. მოკლედ 21 დეკემბერს კიდევ ერთხელ ვცდით სამყაროს გადარჩენას. ჩვენი რიცხვი მაინც რატომღაც 13 მგონია და ალბომში ბევრი მინიშნება იქნება დამალული რომელსაც მხოლოდ დიდი ხნის მსმენელი აღმოაჩენს, მინდა სიმღერები რაღაცით პირატების რუკებს გავდნენ.

Landmark For angel.ge


პროგნოზი - სამომავლო გეგმები.

ჩვენი სამომავლო გეგმებია ალბომის გამოშვება, რომლის ჩაწერას მოვრჩით და ახლა ვმიქსავთ და საბოლოო სახეს ვაძლევთ სიმღერებს - რასაც კიდე დიდი დრო დაჭირდება. კლიპის გადაღება, კონცერტის გადაღება, ფულის გაკეთება,ნარკოტიკების გაკეთება, პაპარაცების ცემა, ვინმე უტვინო მაგრამ მოდელის მოყვანა ცოლად და ბოლოს ცხოვრების იგივენაირად დამთავრება როგორც დაამთავრა თვით ტონი მონტანამ.


თვით აღწერა - თქვენი გადმოსახედიდან მოკლე ბიოგრაფია

"Landmark-ი შედგება 4 ყოველდღიური ასტრონავტისგან: დათო, ჯორჯი, აჩიკო და ბასკი.ეს ჭკვიანი და გენიალური მაზაFაკერები ადგენენ ბოროტ გეგმას რომლის მიხედითაც დაიპყრობენ სამყაროს, თუ სამყაროს არა, 28 წლის შესრულების მერე მაინც იცხორებენ დამოუკიდებლად დედის,ძმის და მამის გარეშე პირად სახლში - ეს პროგრამა მინიმუმი.მათ არ უნდათ კორპორაციული მუშაობა,მენეჯერობა ან დისტრიბიუტორობა ერთადერთი რისი მათ ჯერათ არის მუსიკა, აი ამ სენტიმენტალურ (აქ ვიღიმები) ნოტაზე ვამთავრებ ინტერვიუს."

Landmark For angel.ge

Facebook
myspace
soundcloud

კატეგორია: მუსიკა, ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

11


  • sopiko თქვა:
    6 აპრილი 2013 16:53 - ID: 11,
    ვიცი ეს ჯგუფი არაუშავს ^^

  • chyipina თქვა:
    6 აპრილი 2013 12:04 - ID: 10,
    Miss.Catalan,
    ლაივშიც მყავს მოსმენილი და ვოკალისტს ზუსტყად ისეთი ხმა აქვს როგორიც ჩანაწერებში :))

  • Miss.Catalan თქვა:
    26 დეკემბერი 2012 13:40 - ID: 9,
    ვერ გადავწყვიტე მომწონს თუ არა.თან კი თან არა. ვოკალისტი ცოტა უემოციოდ მღერის,ხმაც შესახედაობაზე ბევრად ბოხი აქვს,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ''დაყენებული ხმა'' აქვს.. ნუ არ ვიცი,ვნახოთ ვნახოთ.

  • Mari.♫ თქვა:
    23 დეკემბერი 2012 20:31 - ID: 8,
    კლიპის გადაღება, კონცერტის გადაღება, ფულის გაკეთება,ნარკოტიკების გაკეთება, პაპარაცების ცემა, ვინმე უტვინო მაგრამ მოდელის მოყვანა ცოლად და ბოლოს ცხოვრების იგივენაირად დამთავრება როგორც დაამთავრა თვით ტონი მონტანამ.
    ჰეჰეეეჰეეე:)))))))))))))) წარმატებები ბრატცი :D
    ^^ მმმმევასებიან

  • Ana smiley თქვა:
    23 დეკემბერი 2012 18:48 - ID: 7,
    მე ნამდვილად არ ვიცნობდი ამატ შემოქმედებას

  • paparaci თქვა:
    23 დეკემბერი 2012 12:16 - ID: 6,
    არ ვიცოდი ეს ჯგუფი . დიდად არ მოვიხიბლე ,თითქოის ხმები შეწყობილი არ არის

  • Bellania თქვა:
    22 დეკემბერი 2012 22:44 - ID: 5,
    .

  • Rainbow თქვა:
    22 დეკემბერი 2012 21:21 - ID: 4,
    ბერა ხო კარგად იცით :\.
    ძალიან მომწეონს ეს ჯგუფი და ბასკის ხმაზე ვგიჟდები
    წარმატებები!

  • anabana თქვა:
    22 დეკემბერი 2012 21:16 - ID: 3,
    რაღაც ვიცოდი ამ ჯგუფზე,მაგრამ ბუნდოვნად.
    ნიუსი კარგია.

  • Laaaa თქვა:
    22 დეკემბერი 2012 21:02 - ID: 2,
    არც მე არ გამიგია ეს ჯგუფი მაგრამ სიმგერა მომეწონაა :)) წარმატებებს ვუსურვებ :))

  • D-) თქვა:
    22 დეკემბერი 2012 20:20 - ID: 1,
    არ გამიგია ეს ჯგუფი.კარგი სიახლეა ♥

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top