;

28 December 2012      Lanikooo     Views 3730    
Category: Films, Movies » Music

რეგი იამაიკური მუსიკალური ჟანრია, რომელიც 1960-იან წლებში ამერიკული მუსიკალური მიმდინარეობების სოულის, ქანთრის, R&B-ის და ჯაზის ზეგავლენით წარმოიშვა. მოგვინაებით, იგი ერთერთ მნიშვნელოვან მუსიკალურ მიმდევრობად განვითარდა.

მუსიკალური მიმდევრობა - რეგი

იგი მჭიდროდაა დაკავშირებული იამაიკაში წარმოშვებულ რელიგიასთან, რომელიც რასტაფარის სახელითაა ცნობილი და დღეისათვის საკმაოდ გავრცელებულ რელიგიად ითვლება.

მუსიკალური მიმდევრობა - რეგი

რასტაფარის ფერებად ითვლება წითელი, ოქროსფერი (ყვითელი) და მწვანე (ამავრდოულად ეთიოპიის დროშის ფერებიცაა), რაც ასე ვთქვათ რეგის ფერებადაც იქცა.

ამ ფერებს რასტაფარისთვის გააჩნია შემდეგი სიმბოლური დატვირთვა, კერძოდ :

წითელი - სისხლის, რომლელიც მონების დახოცვისას დაიღვარა, ასევე მონებად წაყვანის.

ოქროსფერი - სიმდიდრის, რომლელიც მონებს (შუფფერაჰს, ”წამებული”) წაართვეს.

მწვანე - ქებულ ქვეყანა ეთიოპიის, რომელიც თავის ”დაკარგულ შვილების” დაბრუნებას ელოდება.

მუსიკალური მიმდევრობა - რეგი

რეგის მუსიკის მეფე, ყველასათვის კარგად ცნობილი ბობ მარლია, რომელმაც ასევე დიდი წვლილი შეიტანა რეგის რასტაფართან დაკავშირებაში. იგი დაიბადა 1945 წელს იამაიკის სოფელ წმ. ანა პერიში. 1950-იანი წლების დასასრულს, ბობი და დედამისი იამაიკის დედაქალაქ კინგსტონის უღარიბეს რაიონში - ტრენჩტაუნში გადავიდნენ. აქ მარლი მეგობრობდა ნევილ ლივინგსტონთან, რომელთანაც სიმღერებს უკრავდა. 14 წლის ასაკში მან მიატოვა სკოლა და შეუერთდა ჯო ჰიგზს, რასტაფარის მოძრაობის აქტივისტსა და მომღერალს. ჰიგზთან და ლივინგსტონთან ჯემ-სესიის დროს მარლიმ გაიცნო პიტერ ტოში, რომელსაც ასევე ჰქონდა მუსიკაში საკუთარი თავის წარმოჩენის ამბიციები. 1962 წელს მარლიმ, პროდიუსერ ლესლი კონგის დახმარებით ჩაწერა ორი სინგლი - Judge Not და One Cup of Coffee, რითაც სათავე დაუდო მის მოღვაწეობას მუსიკალურ სამყაროში. მან ბევრი წარმატება ჰპოვა. იგი რეგის საუკეთესო შემსრულებლად ითვლება. ბობი მარლი 1981 წლის 11 მაისს გარდაიცვალა, 36 წლის ასაკში. მელანომის გავრცელება მის ფილტვებსა და ტვინში გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა. უკანასკნელი სიტყვებით მან შვილს, ზიგი მარლის მიმართა -"ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი."

მუსიკალური მიმდევრობა - რეგი

რეგის ტექსტები ეხება უმთავრესად სოციალურ პრობლემებს, ასევე ხშირად გვხვდება ტექტსები სიყვარულის, მშვიდობის და ერთიანობის შესახებ(love, peace & unity), საკმაოდ პოპულარულია თემა „მარიხუანა“.

მუსიკალური მიმდევრობა - რეგი

ფილმები:

«Reggae» (1970) - დოკუმენტური

«The Harder They Come» (1972) - მხატვრული

«Rockers» (1978) - მხატვრული

«Reggae - The Story of Jamaican Music» (2002) — დოკუმენტური

«Roots Time» (2004) - მხატვრული

«Made in Jamaica» (2006) - დოკუმენტური

«ბობ მარლი / Marley» (2012) - დოკუმენტური


ცნობილი შემსრულებლები:

რეგის საკმაოდ ბერვი ცნობილი შემსრულებელი ჰყავს, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, ამიტომ წარმოგიდგენთ ტოპ 10 რეგის შემსრულებელს.

Bob Marley




Toots Hibbert




Jimmy Cliff




Peter Tosh





Gregory Isaacs




Desmond Dekker





Dennis Brown




Michael Rose



Burning Spear



Alton Ellis




Category: Films, Movies » Music
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top