;
28 დეკემბერი 2012      Hermione...♥     32 კომენტარი     ნანახია 1519-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები » მუსიკა

Oasis Oasis
Oasis იყო ბრიტანული როკ ჯგუფი, რომელიც 1991 წელს მანჩესტერში ჩამოყალიბდა. მისი მუდმივი წევრები იყვნენ ნოელ გალაგერი (ვოკალისტი და მთავარი გიტარისტი) და ლიამ გალაგერი (ვოკალისტი და დაირაზე დამკვრელი). გარკვეული დროის მანძილზე კი მის შემადგენლობაში შედიოდნენ: პოლ ართურსი (გიტარისტი), პოლ მაკგიგანი (გიტარისტი), ტონი მაკქეროლი (დრამერი) და ზაკ სტარკი (დრამერი). აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ლეგენდარული რონგო სტარის უფროსი ვაჟია. ჯგუფმა მსოფლიოს მასშტაბით 70 მილიონი ალბომი გაყიდა, დაიპყრო უამრავი ადამიანის გული და 2-ჯერ დაამყარა გინესის რეკორდი. გასაკვირი არაა, რომ Oasis აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბრიტანულ ბენდად.
Oasis Oasis
მართალია, Oasis როკ ჯგუფად მიიჩნევა, მაგრამ მის რეპერტუარში შეინიშნება 90-იან წლებში წარმოშობილი ჟანრის, ბრიტპოპის ელემენტებიც. თავისი არსებობის მანშილზე, ჯგუფმა 7 სტუდიური ალბომი გამოუშვა. ესენია:

1. Definitely Maybe (1994)

2. (What's the Story) Morning Glory? (1995)

3. Be Here Now (1997)

4. Standing on the Shoulder of Giants (2000)

5. Heathen Chemistry (2002)

6. Don't Believe the Truth (2005)

7. Dig Out Your Soul (2008)

Oasis
ჯგუფი 3-ჯერ იყო ნომინირებული "გრემიზე". აქედან 2 ნომინაცია მას ჰიტმა Wonderwall მოუტანა (საუკეთესო როკ სიმღერა, და ჰიტის საუკეთესო შესრულება).



მესამე ნომინაცია ჯგუფის წევრებს ერგოთ სინგლისთვის All Around the World.



2005 წელს ბენდი გინესის რეკორდებში შევიდა, როგორც გაერთიანებული სამეფოს ყველაზე წარმატებული ჯგუფი უკანასკნელ ათწლეულში. ხელმეორე რეკორდი მათ დაამყარეს, როგორც თანამედროვე როკ ჯგუფმა, რომლის ყველაზე მეტი ჰიტი შედის გაერთიანებული სამეფოს მუსიკალურ ჩარტში.

Oasis
Oasis
Oasis

წარმოგიდგენთ Oasis-ის რამდენიმე ცნობილ ჰიტს









2009 წლის აგვისტოში, მსოფლიო ტურნის მსვლელობისას ძმებმა გალაგერებმა იჩხუბეს, რის შემდეგაც ნოელმა ჯგუფი დატოვა. ამ ამბიდან მოკლე ხანში Oasis-მა, როგორც მუსიკალურმა ჯგუფმა შეწყვიტა არსებობა. ლიამ გალაგერმა ჩამოაყალიბა ახალი ბენდი Beady Eye, ხოლო ნოელმა სოლო კარიერა დაიწყო...
Oasis
Oasis
Oasis

Oasis მუდამ იცოცხლებს თაყვანისმცემელთა გულებში. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ამ ბენდის ულამაზეს სიმღერებსა და მათ ემოციურ შესრულებებს!!!

Oasis

კატეგორია: ფილმები » მუსიკა
Tags:

32


  • Hermione...♥ თქვა:
    30 დეკემბერი 2012 12:44 - ID: 32,
    anotangled,
    დიდი მადლობა, ჩემო კარგო feel love

  • anotangled თქვა:
    30 დეკემბერი 2012 00:26 - ID: 31,
    Dzalian miyvarsss <3

    Hermione...♥,
    avtor sheni statiebi miyvars dzaliann ^_^ yoveltvis dzalian kargia

  • sesi თქვა:
    29 დეკემბერი 2012 20:58 - ID: 30,
    ta_mo,
    უუუუფს wink listen ის დაქოვერება ამ საუკუნის ავადმყოფობად იქცა მგონი wassat Hermione...♥,
    ხო stop crying your heart out მეც ეს მიყვარს უუუფრო :) სულ სხვანაირი ემოცია მოაქვს.

  • Tamo Gallagher თქვა:
    29 დეკემბერი 2012 20:29 - ID: 29,
    არამგონია გაერთიანდნენ. გული დამწყდა რომ დაიშალნენ.. :((

    მთელი ჩემი ცხოვრებაა ეს ჯგუფი !! <3

  • gallagher თქვა:
    29 დეკემბერი 2012 18:23 - ID: 28,

    Hermione...♥,
    chemi ocnebacaa :) am zapxuls iyo noeli kievshi.. :(

  • Hermione...♥ თქვა:
    29 დეკემბერი 2012 18:07 - ID: 27,
    Ana smiley,
    Chuck Bass,
    ძალიან დიდი მადლობა love love love
    ta_mo,
    sesi,
    Wonderwall მართლა ამოჩემებული აქვთ. პირადად მე, Stop Crying Your Heart Out უფრო მომწონს, რადგან ძალიან გამამხნევებელი და ოპტიმისტურია, მაგრამ ორივე ულამაზესი სიმღერაა.
    gallagher,
    ეჭვი მეპარება, რომ საბოლოოდ გაერთიანდნენ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოდესმე მაინც შეიკრიბებიან და ერთობლივ კონცერტს გამართავენ... მათი ცოცხლად მოსმენა ჩემი ოცნებაა winked

  • Chuck Bass თქვა:
    29 დეკემბერი 2012 17:56 - ID: 26,
    კაი სიახლეა)

  • likliklik101 თქვა:
    29 დეკემბერი 2012 17:48 - ID: 25,
    მე მაგალითად ეს ჯგუფი ძალინ მიყვარს გამოვარჩევდი კიდეც რამდენიმე sიმღერას love რაც შეეხება აზრი ჯგუფის შეერთებაზე არამგონია laughing

  • ANIcule თქვა:
    29 დეკემბერი 2012 16:28 - ID: 24,
    wonderwall უმაგრესიააა love

  • sta თქვა:
    29 დეკემბერი 2012 16:19 - ID: 23,
    Oasis მუდამ იცოცხლებს თაყვანისმცემელთა გულებში. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ამ ბენდის ულამაზეს სიმღერებსა და მათ ემოციურ შესრულებებს!!!
    VGIJDEBI!!!!!!!

  • gallagher თქვა:
    29 დეკემბერი 2012 15:44 - ID: 22,
    გაერთიადება თქვენი აზრით ოაზისიი?!!

  • sesi თქვა:
    29 დეკემბერი 2012 15:30 - ID: 21,
    ta_mo,
    wonderwall მგონი ამას უფრო :) ბითლზის yestarday ვით არის :D ერთი აქვთ ყოველთვის ამოჩემებული wink ჯგუფი იქნება თუ სოლო მომღერალი და წავიდაა wink თუ რამე გაჰიტდა შენ დაასწრებ

  • Ana smiley თქვა:
    29 დეკემბერი 2012 13:40 - ID: 20,
    მე მომწონს ეს ჯგუფი კარგია ნუ სიახელე შესანიშნავიიი love

  • Hermione...♥ თქვა:
    29 დეკემბერი 2012 13:23 - ID: 19,
    sesi,
    ვაიმე, რამდენი მაცინეეე wink მეც ბევრი დამთხვევა შევამჩნიე lol მადლობა love love love

    anabana,
    დიდი მადლობა feel winked

  • anabana თქვა:
    29 დეკემბერი 2012 13:18 - ID: 18,
    მიყვარს...
    ეს სიახლე იდო უკვე,მემგონი...
    მაგრამ კარგია,რომ ამ ჯგუფზე კიდევ დადეთ ნიუსი.

  • gallagher თქვა:
    29 დეკემბერი 2012 13:07 - ID: 17,
    I think you're the same as me....

  • sesi თქვა:
    29 დეკემბერი 2012 12:44 - ID: 16,
    stop crying your heart out love Hermione...♥,
    მაგააარ მაგაარ wink ბიჭი რომ ვიყო პაემანს დაგინიშნავდი belay wink გემოვნების ამბავში დამთხვევა გვაქვს სერიოზული wink love კარგი იყო

  • Hermione...♥ თქვა:
    29 დეკემბერი 2012 12:15 - ID: 15,
    Lucy,
    ბოდიში მიღებულია wink დიდი მადლობა love
    ta_mo,
    თამო, უღრმესი მადლობა winked
    L O L I T A,
    ვისთვის როგორ fellow ჩემთვის მთელი მათი რეპერტუარი ბრწყინვალეა.
    Rainbow,
    მეც smile ძალიან დიდი მადლობა feel

  • Rainbow თქვა:
    29 დეკემბერი 2012 01:51 - ID: 14,
    stop crying your heart out მიყვარს ძალიან
    კარგი ნიუსია

  • L O L I T A თქვა:
    29 დეკემბერი 2012 00:50 - ID: 13,
    .

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top