;

7 January 2013      ta_mo     Views 2484    
Category: Films, Movies » Music

Florence and The Machine - Seven Devils

Powered by mp3skull.com

ნიუსში შემოგთავაზებთ ბრიტანული ინდი-როკ ბენდის Florence And The Machine-ის 5
საუკეთესო ლაივ შესრულებას. შეგახსენებთ, რომ ჯგუფის სადებიუტო ალბომი 2009 წელს გამოვიდა და
მას შემდეგ ფლორენს უელჩმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა, სოულისა და გოთიკური როკის ნაზავმა მელომანების
აღფრთოვანება დაიმსახურა, მუსიკის კრიტიკოსები კი 26 წლის მუსიკოსის დღემდე კომპლიმენტებით ამკობენ.
2011 წელს დახლებზე განთავსდა ჯგუფის ამ დროისთვის უკანასკნელი ნამუშევარი Ceremonials.

Image.geotorrents.com

5) 2010 წლის მაისის თვეში ფლორენსმა KEXP-ის პირდაპირ რადიო ეთრში "Cosmic Love" შეასრულა.



4) ასევე 2010 წელს უელჩი ელენ დეჯენერესის შოუში გახლდათ მიწვეული, სადაც ბენდის
შეიძლება ითქვას დღემდე ყველაზე დიდი ჰიტი Dog Days are Over შეასრულა.



3) MთV-ის პირდაპირ ეთერში 2009 წელს მომღერალმა გიტარის თანხლებით შეასრულა Ludes-ის
გენიალური კომპოზიციის Girl With One Eye ქოვერ ვერსია, რომელიც რადიკალურად განსხვავებული
გახლავთ ორიგინალისაგან.



2) მუსიკოსმა 2011 წლის მიწურულს რადიო ეთერში მის რიგით მეორე ალბომში შემავალი
კომპოზიცია "What The Water Gave Me" შეასრულა.



Image.geotorrents.com

1) ალექსანდრ მაქქუინის ულამაზეს კაბაში გამოწყობილმა ფლორენსმა Royal Albert Hal-ის სცენაზე
No Light, No Light'-ის ლირიული ვერსია შესთავაზა.



Category: Films, Movies » Music
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top