;
30 აპრილი 2013      chyipina     16 კომენტარი     ნანახია 3659-ჯერ    
კატეგორიაში: მუსიკა, ქართველები, for ANGEL.ge

LOUDspeakers for angel.ge

ყველასთვის ცნობილი ქართული ჯგუფი LOUDspeakers უკვე ოთხი წელია მოღვაწეობს და ამ
დროის განმავლობაში უამრავი ქართული მელომანის გულის მოგება შეძლო. ინდი და ალტერნატიული
როკ მუსიკის შემსრულებელი ბენდი დღეს-დღეობით წარმატებით ინარჩუნებს ყველაზე მოსმენადი
და ცნობილი ქართული ჯგუფის სტატუსს, რაც მათ ლაივებზე შეკრებილი თაყვანისმცემლების
მთელ არმიაზე აისახება.

სწორედ ამ დამსაუხრებული სტატუსების და ხალხის გამორჩეული სიყვარულის გამო ჩვენი საიტი,
ენჯელ.ჯი ჯგუფ LOUDspeakers_სთან ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ
ჯგუფმა ჩვენს ინტერვიუში ყველაფერზე გულახდილად ისაუბრა და საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო
ინტერვიუ შედგა. ეს სტატია დაწერილია: მელომანებისთვის, ქართველი ალტერნატივისტებისთვის, ჯგუფის
ფანებისთვის და მათთვის, ვისაც არ ჯერა, რომ საქართველოში ხარისხიანი მუსიკა იქმნება. ასე, რომ
შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს მორიგ სტუმარს და იამაყოთ მათით.

LOUDspeakers for angel.ge


ჩვენის მხრივ მაქსიმალურად ვეცადეთ შეგვერჩია კითხვები რომელზე პასუხიც ყველასთვის
საინტერესო იქნებოდა, ბიჭებმა კი დაწვრილებით ისაუბრეს ჯგუფის შექმნაზე, კარიერაზე,
შთაგონებაზე, სამომავლო გეგმებზე...




(ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ნამუშევარი)

ჯგუფის შესახებ
ჯგუფი შეიქმნა 2009 წლის მეორე ნახევარში, მისი სულისჩამდგმელი იყო ალეკო დოლიძე, რომელიც ამჟამად ჯგუფში აღარ არის, მან და ლევან ცხვარაძემ ერთად ჩამოაყალიბეს ჯგუფი, რომელსაც მელევე ბასისტი ლევან მამალაძე დაემატა. იმავე წლის ოქტომბერში, შეირჩა სახელწოდება “LOUDspeakers”. რამოდენიმე ცვლილების შემდეგ, დრამერის ადგილი საბოლოოდ დავით ცომაიამ დაიკავა. 2011 წლის მაისში ჯგუფიდან წავიდა მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ალეკო დოლიძე და მის შემცვლელად იმავე წლის ივნისში სანდრო წიკლაური მოვიდა. დღესდღეობით ჯგუფის შემადგენლობაც ასეთია:

ლევან ცხვარაძე - ვოკალი, გიტარა,
სანდრო წიკლაური - კლავიში,
ლევან მამალაძე - ბასი,
დავით ცომაია - დასარტყამი ინსტრუმენტი.

LOUDspeakers for angel.ge

მუსიკალური გავლენა
ბევრი ბენდია, რომელსაც ვუსმენთ და ბევრ შემთხვევაში ოთხივეს გემოვნება ემთხვევა ხოლმე, მაგრამ ნაკლებათ ვფიქრობთ, რომ რომელიმე კონკრეტული ჯგუფის პირდაპირ გავლენას განვიცდიდეთ. ამას იმიტომ არ ვამბობთ, რომ ვინმეს გავლენისათვის ზედმეტად მაგრები ვართ, უბრალოდ ვთვლით, რომ პირდაპირ არავის გავლენის ქვეშ არ ვართ. თუმცა, დეტალები და მცირე ნიუანსები ჩვენს მუსიკაში, შეიძლება ბევრი ჯგუფისგან იყოს აღებული.

ინსპირაცია
შთაგონების წყარო ბევრი რამე შეიძლება იყოს: სიყვარული , ცხოვრება და ა.შ. ჩვენი სიმღერები ძირითადად ჩვენს რეალობას ასახავენ და იმას, თუ რა გვაწუხებს ჩვენ. ტექსტები და მუსიკა, ერთ მთლიანობას წარმოადგენს ჩვენს სიმღერებში. გვიხარია როდესაც მსმენელს არამარტო მელოდიები არამედ ტექსტებიც მოსწონს.

რელაქსაცია
განტვირთვის საშუალება ბევრია, პირველ რიგში მეგობრების გვერდში დგომა გვეხმარება ხოლმე, და რა თქმა უნდა მუსიკა, ასევე სტაბილური რეპეტიციები.

LOUDspeakers for angel.ge

ახალ სიმღერებზე მუშაობის პროცესი
ყოველ ახალ სიმღერაზე მუშაობის პროცესი დიდი სიამოვნებაა, სარეპეტიციოში ჩაკეტვა და მისი დახვეწა. ხშირია შემთხვევები, როდესაც, თითქოს სიმღერა თავისით იწერება. ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის და რამდენიმე რეპეტიციაში სიმღერაც მზად არის ხოლმე. თუმცა, არის ისეთი სიმღერებიც რომელთა გაკეთებასაც ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება.

ბოლო დროს რამდენიმე ახალი სიმრერა მოვისმინეთ, ახალ სეტზე მუშოაბთ?
კი, ნამდვილად. უკვე 6-7 ახალი სიმღერა დაგვიგროვდა რომლებსაც აუცილებლათ შემოგთვაზებთ უახლოეს ხანში - ან ჩანაწერის სახით, ან კონცერტებზე.

გეგმები, პროგნოზი, დაპირებები...
მომავლისთვის საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს. მაისის შუა რიცხვებში სოლო კონცერტს ვგეგმავთ, ვნახოთ რა გამოგვივა, თუ რამე სიახლე იქნება, აუცილებლად დავაანონსებთ ჩვენი გვერდის საშუალებით.

LOUDspeakers for angel.ge

www.facebook.com/LOUDspeakers

კატეგორია: მუსიკა, ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

16


  • angelsfromsky თქვა:
    20 აპრილი 2013 00:24 - ID: 15,
    მართლა მაგრები არიან :)

  • liliana თქვა:
    19 აპრილი 2013 12:16 - ID: 14,
    კარგია ავტორო....ცოტა გამოთქმა დახვეწონ..ქართული ინგლისურით მღერის სოლისტი winked

  • sun თქვა:
    13 აპრილი 2013 00:56 - ID: 13,
    ქართულად არ წერენ სიმღერებს?

  • MaKakAaa თქვა:
    12 აპრილი 2013 20:01 - ID: 12,
    ბიჭებოოოოოო :* :* მეამაყებიიიით :* მართლა ძალიან მაგრები არიან :* წარმატებებიიიიი love მადლობა ავტოოოორს

  • 1010 თქვა:
    11 აპრილი 2013 16:03 - ID: 11,
    მმმ love love

  • marika0704 თქვა:
    11 აპრილი 2013 10:06 - ID: 10,
    კარგი ჯგუფია .

  • Dddd:) თქვა:
    11 აპრილი 2013 00:54 - ID: 9,
    love

  • Rainbow თქვა:
    10 აპრილი 2013 12:46 - ID: 8,
    კარგი ჯგუფია დ აიმედი მაქვს რომ ეშველება საქართველოში მუსიკას რამე.
    თქვენ კიდე გააგრძელეთ ესეთი ნიუსები. ახალი სახეები ძალიან საინტერესოაა

  • smileyz_xato თქვა:
    9 აპრილი 2013 22:44 - ID: 7,
    ეს არის ერთადერთი ჯგუფი საქართველოში რომლის ალბომსაც დიდი საიმოვნებით ვიყიდიდი ჩემი უსაყვარლესი ჯგუფია love

  • TAKO))tako თქვა:
    9 აპრილი 2013 21:45 - ID: 6,
    ძააან მაგარი ბიჭები არიან უკვე დიდიხანია ვუსმენ და ძალიან მომწონს love

  • SuZiii თქვა:
    9 აპრილი 2013 21:23 - ID: 5,
    აააააააააა ჩემიიი ბიჭებიიიიი ვგიჟდებიი ამათზეეეეეე feel feel

  • amanda თქვა:
    9 აპრილი 2013 20:46 - ID: 4,
    chyipina,

    აუუ ვიცოდი რო შენი ნიუსი იქნებოდა :)) მაგარი ხარ რაა ;)) ძალიან გამხიარდა,კარგი ბიჭები არიან ვუსმენ ხოლმე და ძალიან მომწონს love ეს სიმღერაც მაგრად მომეწონა და მიხარია,რომ საქართველოში გემოვნებიანი მუსიკა იქმნება

  • ANGEL თქვა:
    9 აპრილი 2013 20:42 - ID: 3,
    ძალიან მომეწონა მათი ახალი სიმღერა. და ინტერვიუ love ლევანის ვოკალი რაღაც გამორჩეული ხმაა, ძალიან ინდივიდუალური (ვერ ვერკვევი მუსიკაში რომ გადმოვცე სწორი ტერმინოლოგიით, უკაცრავად:)) მომწონსსს
    მოხარული ვარ რომ ასეთი კარგი ქართული ჯგუფების შესახებ ვეცნობი ინფორმაციას აქ...
    World In My Eyes -ის შემდეგ ეს სიმღერა არის ჩემთვის მათი შემდეგი ფავორიტი სიმღერა

  • chyipina თქვა:
    9 აპრილი 2013 20:25 - ID: 2,
    მე ძალიან მომწონს მათი მუსიკა, კლავიში პირდაპირ იდეალურად არის ჩასმული თრეკებში, კიდევ ტექსტები მსუბუქი და სასიამოვნო <3

  • kristi_ თქვა:
    9 აპრილი 2013 20:21 - ID: 1,
    ნაითში დავესწარი მათ კონცერთს და უდიდესი სიამოვნება მივიღე. წარმატებები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top