;
13 აპრილი 2013      chyipina     15 კომენტარი     ნანახია 4416-ჯერ    
კატეგორიაში: მუსიკა, ქართველები

მუსიკა ყოველდღიური პოზიტივისთვის - SVANSIKH

ქართული პოპ მუსიკის შემსრულებელი დუეტი SVANSIKH უკვე 3 წელია აქტიურად მოღვაწეობს.
ამ დროის მანძილზე, ჯგუფმა უამრავი ახალგაზრდის მოხიბვლა შეძლო და დღეს-დღეობით თბილისში
ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, სასიამოვნო მოსასმენი და ხარისხიანი მუსიკის შემქმნელი ჯგუფის
სახელით არის ცნობილი. ლაივებით დატვირთული ვიქენდები, მიწვევები ყველაზე ცნობილი კლუბებისგან
და ძალიან ერთგული მსმენელი ჯგუფის ყოველდღიურობაა.

მათი ასეთი პოპულარობის და წარმატების მიზეზად, ხარისხიან მუსიკასთან ერთად, თამამად შეგვიძლია
პოზიტიური და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან ძალიან დააახლოებული სიმღერის ტექსტებიც მივიჩნიოთ.
სწორედ ეს მოსწონს ჯგუფის მსმენელს გამორჩეულად - მუსიკის მოსმენისას ხშირად ასოციაცია იქმნება თითქოს
სიმრერა შენზეა დაწერილი. თანაც, ტექსტები, მუდმივად არის გაჯერებული სასიამოვნო სიტყვებითა და
მოწოდებებით. მათი მუსიკა, უბრალოდ შექმნილია, რომ გავამძაფროთ და გავალამაზოთ ჩვენი ყოველდღიური
ცხოვრრება და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოვლენები.

მუსიკა ყოველდღიური პოზიტივისთვის - SVANSIKH

ჯგუფის ისტორია

ჯგუფი შეიქმნა 2010 წელს, თბილსში და დღემდე აქტიურად მოღვაწეობს. შედგება სულ ორი წევრისგან:
ანანო სიხარულიძე - ვოკალი, კომპოზიცია და არანჟირება და ბაჩო სვანიძე არანჟირება და კომპოზიცია. მათი გვარებიდან მომდინარეობს ჯგუფის
სახელიც. მათი პირველი სინგლი 2010 წელს გამოვიდა “read in the air” და დიდი წარმატება მოიპოვა.
ამას მოყვა დღემდე ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სიმღერები “thinking of you” და “feel the butterflies”.
ჯგუფის ისტორია საკმაოდ ჩვეულებრივია, თუმცა მისი ჩვეულებრივობა არ უშლის ხელს არაჩვეულებრივი
და საინტერესო სიმღერების შექმნას. რამდენიმე წლის წინ, ანანომ აღმოაჩინა, რომ მისი საუკეთესო მეგობრის
ძმას და მას ერთნაირი მუსიკალური ინტერესები და გემოვნება ჰქონდათ. ისინი უსმენდნენ ერთსა და იმავე
მუსიკალურ ჟანრს. მსგავსმა მისწრაფებებმა და გემოვნებამ, უბიძგა მათ, რომ ჩაეწერათ რამდენიმე სიმღერა
რის შემდეგაც უკვე ბენდი ჩამოაყალიბეს. რაც შეეხება მუსიკალურ ჟანრს, მათი სიმღერები ხშირად რამდენიმე
ჟანრსაც აერთიანებს (ელექტრონიკა, დისკო, ელექტრონული პოპი...) თუმცა ძირითადად პოპი დომინირებს.

მუსიკა ყოველდღიური პოზიტივისთვის - SVANSIKH

კარიერა

გარკვეული დროის განმავლობაში, ჯგუფი პიარდებოდა სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ.
ამ მხრივ, განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის ყველასთვის ცნობილ ჟურნალს "ტაბულა არტს".
ტაბულა ჯგუფის წევრებს დაეხმარა პირველი დიდი ლაივის ჩატარებაშო და დაანონსებაში...
წელს, ჯგუფის სიმღერაზე "I Wanna be Your Lover" დაფუძნებული ნოველა ვიხილეთ
ახალ ქართულ მიუზიკლ F5ში. რამაც, ჯგუფის მსმენელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა და
საგრძნობლად გაავრცელა თბილისის ფარგლებს გარეთ. "I Wanna be Your Lover" ინარჩუნებს
ჯგუფის კარიარაში ყველაზე ცნობილი ჰიტის სახელსაც.



მუსიკა და ტექსტები

როგორც ზემოთ ავღნიშნე, ჯგუფი არაერთი ჟანრის მუსიკას გვთავაზობს, რომელიც იშვიათი
ვოკალისა და დახვეწილი არანჟირების კომპოზიციას წარმოადგენს. ამრიგად, სიმღერები საუცხოო
და სასიამოვნო მოსასმენია, რასაც ანანოს ვოკალი და ხმის ტემბრი კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.
არ შეიძლება ტექსტების უყურადღებოდ დატოვებაც. თითეული ტექსტი ახლოსაა ახალგაზრდა
გოგონას ცხოვრებასთან (თუმცა ჯგუფს არც მამრობითი სქესის მსმენელი აკლია). მსგავსი ტექსტების
მოსმენა ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ მოვლენებს ბევრად ეფექტურს და სასიამოვნოს ხდის, სწორედ
ამიტომ ვუწოდებთ მათ მუსიკას ყოველდღიური პოზიტივისთვის შექმნილს. მაგალითისთვის,
"You Look Good Tonight" ის მოსმენა, შესანიშნავი ენერგეტიკით დაგმუხტავთ სახლიდან
გასვლის წინ და ასე შემდეგ... ამგვარი შტრიხები თავისებურ გავლენას ახდენს ჯგუფის წარმატებაზე.


მუსიკა ყოველდღიური პოზიტივისთვის - SVANSIKH

ივენთები და ლაივები

ივენთები და ლაივები ჯგუფს თითქმის ყოველ ვიქენდზე აქვს. ამ ზამთარს მათ გუდაურში მყოფებს გაუკეთეს საჩუქარი და რამდენიმე დღით ესტუმრნენ... თბილისში კი ყველა პრესტიჟული კაფე თუ კლუბი მუდამ სიამოვნებით მასპინძლობს მათ (Gardens cafe, Divan, Night office... ჯგუფი ამ ადგილების ხშირი სტუმარია) ლაივების პროგნოზის გაცნობა შეგიძლიათ მათსავე ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. გასულ წელს, ჯგუფი თბილისის მოდის კვირეულზეც გახკდათ მიწვეული...

მუსიკა ყოველდღიური პოზიტივისთვის - SVANSIKH



www.facebook.com/SvanSikh

კატეგორია: მუსიკა, ქართველები
Tags:

15


  • cocoroko თქვა:
    17 აპრილი 2013 13:08 - ID: 15,
    ძალიან დიდი შეცდომებით არის სავსე ეს სტატია.პირველ რიგში არანაირი დახმარება არ გაუწევია ტაბულა არტს სვანსიხის ლაივებში,ერთხელ გამოვიდნენ მათ ივენთზე.მეორე უდიდესი შეცდომა,ანანო არ არის მარტო ვოკალი,ის არანჯირებას აკეთებს და რაც მთავარია,კოპპოზიციას წერს,ამაში ბაჩოც იღებს მონაწილეობას.ნუ შეგყავთ მსმენელი შეცდომაში.ბევრი უზუსტობაა აქ და გირჩევთ ეს სტატია არ ნახოს ჯგუფმა რადან ნამდვილად არ მოეწონებათ.დაგეზუზტებინათ და მერე დაგედოთ,დასაფაშებელია რომ ხართ მონდომებულები მაგრამ ჯგუფის ისტორიასთან და ვინ რას აკეტებს,ფატალური შეცდომებია.დავუპოსტავ მათ =)

    3 წელი არა 1 წელი და რამდენიმე თვე,რა უნდა ინფორმაციის გადამოწმებას (((

  • bonjour2013 თქვა:
    16 აპრილი 2013 23:48 - ID: 14,

    the walking dead- დადეთ რა ამ სერიალზე ან მსახიობებზე სიახლეები რაა

  • Rainbow თქვა:
    14 აპრილი 2013 18:03 - ID: 13,
    მოვითხოვ ჯანქებზე რამე ახალს! -_-
    რაც შეეეხება სვანსიხს კარგები არიანნ და რაც მთავარი კარგი ლაივები აქვთ ^^

  • someone თქვა:
    14 აპრილი 2013 13:25 - ID: 12,
    magic <3

  • lady_tamo თქვა:
    13 აპრილი 2013 22:38 - ID: 11,
    სუპერ ნიუსია
    ერთ-ერთი იმ უიშვიათეს ქართულ ჯგუფებს მიეკუთვნება რომელსაც ვუსმენ
    ძალიან ხარისხიანი პროდუქტი აქვთ და მინდა წარმატებას საქართველოს საზღვრებს მიღმაც მიაღწიონ.

  • sesi თქვა:
    13 აპრილი 2013 21:45 - ID: 10,
    I Wanna be Your Lover love მაგარი ჯგუფია ნამდვილად :)))) სახელიც საკაიფო გამოუვიდათ :)

  • amanda თქვა:
    13 აპრილი 2013 21:14 - ID: 9,
    აუ თაათ მაგარი გოგო ხარ რო დადე ეს ნიუსი ;) მაგრად მევასება ეს ჯგუფიი love მე მათი სიმღერებიდან გამოვარჩევდი pitch it (you are the one) მგონი 4 თვეა რაც ზარად მაქვს და ვერ ვცვლიი :)) :P

  • elga თქვა:
    13 აპრილი 2013 20:45 - ID: 8,
    მიყვარს ეს ჯგუფი კარგ და გემოვნებიან სიმღერებს ქმნიან.ანანოს კარგი ხმა აქვს. ამ ჯგუფის ფანი ვარ .
    კარგი ნიუსია love

  • tatano თქვა:
    13 აპრილი 2013 20:00 - ID: 7,
    ნიუსი სუპერ! ნუ ესენი love

  • brookesh თქვა:
    13 აპრილი 2013 19:42 - ID: 6,
    ყოჩაააღ winked ძალიან მომწონსს კარგებიი არიანნ :)))) წარმატებებს ვუსურვებ love

  • camilla თქვა:
    13 აპრილი 2013 19:33 - ID: 5,
    ვგიჟდები ამათ ყველა სიმღერაზე განსაკუთრებბით you look good tonight მიყვარს.ბაჩო ყველაზე საყვარელი ბიჭია ვაფშეეე love

  • Niin Directioner თქვა:
    13 აპრილი 2013 19:13 - ID: 4,
    i wanna be your lover. ვგიჯდები ^^ ნიუსი ფანტასტიკ !

  • AnichkAnnA თქვა:
    13 აპრილი 2013 19:04 - ID: 3,
    უმაგრესია ჯგუფია :)))) ძალიან გემოვნებიან მუსიკას ქმნიან love love

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    13 აპრილი 2013 18:54 - ID: 2,
    კოლეცკის მაგონებენ ესენი.

  • liliana თქვა:
    13 აპრილი 2013 18:26 - ID: 1,
    უუუმაგრესი ნიუსიაა..სვანსიხზე ვგიჟდები.. love love love love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top