;
15 აპრილი 2013      ta_mo     14 კომენტარი     ნანახია 2508-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები » მუსიკა

ლეა მაკფოლის პერფორმანსი ბრიტანულ ახალ ხმაში

" ვმღერი უცნაურად, ვიმოსები როგორც ბაბუა და ვგავარ ფარბის(მექანიკური სათამაშო) ".

გუშინ ბრიტანული ახალი ხმის ახალ ეპიზოდში მაყურებელმა საკმაოდ უცხო
ვიზუალისა და არაორდინალური ვოკალის მქონე 23 წლის ლეა მაკფოლი გაიცნო, გოგონა
ბელფასტში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა მუსიკალური კარიერის შესაქმნელად გაერთიანებული
სამეფოს დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. იგი თავდაჯერებული და თამამი ახალგაზრდაა, რომელსაც
არ ეშინია რისკის, ბრმა ქასთინგზე მან რიტა ორას ცნობილი ჰიტი R.I.P შეასრულა, კომპოზიციის ორიგინალურმა
ინტერპრეტაციამ ორი ვარსკვლავი მწვრთნელის ყურადღება და მოწონება დაიმსახურა, ლეას საკუთარი
კანდიდატურა უილ აი ემმა და ჯესი ჯეიმ შესთავაზეს, თუმცა საბოლოოდ მომღერალმა არჩევანი
გავლენიან პროდიუსერზე შეაჩერა, რითიც მან ჯესის გული ძალიან დაწყვიტა.



Image.geotorrents.com

უილ აი ემის კომენტარი ლეას შესრულებასთან დაკავშირებით: " მოვიხიბლე იმ ფაქტით, რომ დაბალი
ბგერებით დაიწყე სიმღერა, შემდგომში კი აჩვენე შენი დიაპაზონიც, საიამოვნო გადასვლები იყო და იგრძნობოდა
არაერთი სტილი შენს შესრულებაში."


ჯესი ჯეის კომენტარი: "მე ბედნიერი ვარ შენი ამ პროექტში განვლილი გზისა და სამომავლო ეტაპების
მომსწრე რომ ვარ, მიხარია რომ სწორედ ამ შოუში გხედავ, ვფიქრობ რომ განსაკუთრებული ხარ და შენს გამო
მე თავდაუზოგავად ვიმუშავებდი, მოხარული ვიქნებოდი მწვრთნელად თუ მე ამირჩევდი."


ლეა მაკფოლის პერფორმანსი ბრიტანულ ახალ ხმაში

როგორ შეაფასებდით ლეას ინტერპრეტაციას სიმღერაზე R.I.P?

1) შთამბეჭდავია.
2) ნორმალურია.
3) არ მომეწონა.

კატეგორია: ფილმები » მუსიკა
Tags:

14


  • Bimch თქვა:
    17 აპრილი 2013 20:13 - ID: 14,
    მაგარი გოგოა love

  • bird-y თქვა:
    17 აპრილი 2013 17:29 - ID: 13,
    Posita No,
    ვუი wink

  • mary...p თქვა:
    17 აპრილი 2013 00:20 - ID: 12,
    ბავშვებო სად უყურებთ ამ პროექტს?? მეც მინდა

  • bonjour2013 თქვა:
    16 აპრილი 2013 23:42 - ID: 11,
    the walking dead- დადეთ რა ამ სერიალზე ან მსახიობებზე სიახლეები რაა smile

  • polly თქვა:
    16 აპრილი 2013 19:47 - ID: 10,
    ვაუ მართLა კარგი იყო ისე მე ამერიკულს ვუყურებ და მგონი ეს ბრიტანული ჯობია tongue

  • TaTiKo :D თქვა:
    16 აპრილი 2013 17:08 - ID: 9,
    რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯესისთან წავიდოდა no

  • Posita No თქვა:
    16 აპრილი 2013 14:02 - ID: 8,
    bird-y,
    ჩანაწერია დედიი wink

  • bird-y თქვა:
    16 აპრილი 2013 11:26 - ID: 7,
    ჯესის ესე მალე გაეზარდა თმები ? wink
    ამ გოგო რაც შეეხება ხმას ძალიან თავისუფლად უშვებს და შეუძლია მისი ხმა მართოს, ძალიან მაინტერესებს როგორ შეასრულებდა ჯესის სიმღერას თითქოს მისი მანერები აქვს გადაღებული და მგონი მაგიტომაც არ წავიდა ჯესისთან ისე ძალიან საყვარელი გოგოა

  • LohanFan თქვა:
    16 აპრილი 2013 01:36 - ID: 6,
    მომეწონა love

  • Ana smiley თქვა:
    15 აპრილი 2013 23:08 - ID: 5,
    რა კარგად იმღერაა ჯესი რა სყავარელია ვგიჯდები ამ გოგოზეეე love

  • Lindsay თქვა:
    15 აპრილი 2013 22:51 - ID: 4,
    მე მომეწონა, ნამდვილად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის პირადად. არ ვიცი რას აკეთებს, თითქოს არაფრით გამორჩეული ხმის ტემბრი არ აქვს მაგრამ ისე მიმზიდველად და მადის აღმძვრელად (:D) წარმოაჩინა მისი ყველა პლიუსი და ისე "მანევრირებდა" თავისი ხმით რომ რავიცი.
    ta_mo,
    შენი არ იყოს მეც მიჭირს ზუსტად გამოვხატო ჩემი აზრი, არ ვიცი მისი ხმა როგორ დავახასიათო wink

  • NiNi_N თქვა:
    15 აპრილი 2013 22:48 - ID: 3,
    ვაიმეეე ჯესის მანერები გაიმეორა ზუსტად :DDD ვიდეოსთვის რომ არ მეყურებინა ჯესი მეგონებოდა :DDD

  • 15 აპრილი 2013 22:24 - ID: 2,
    თითქოს არ მეკმარა, ვერ მოიტანა ემოცია ან მე ვერ ვიგრძენი ის, თუმცა ვაფასებ, რომ დაიხარჯა და აუდიტორიაც აიყოლია, ვთვლი რომ აბსოლიტურად ჩვეულებრივი და სტაბილიზირებული ვოკალი აქვს, ტიპიური, დიაპაზონს რაც შეეხება, დაველოდები მის შემდეგ გამოსვლებს, მთლიანობაში კარგია.

  • QiQiTo:):) თქვა:
    15 აპრილი 2013 20:32 - ID: 1,
    როგორ მომწონს ბრიტანული ხმა <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top