;
25 მაი 2013      chyipina     8 კომენტარი     ნანახია 2030-ჯერ    
კატეგორიაში: მუსიკა, ქართველები, for ANGEL.ge

KID JESUS for angel.ge KID JESUS for angel.ge


ქართული ჯგუფი KID JESUS ორი წელია რაც მოღვაწეობს და მსმენელს აქტიურად თავაზობს
ინდი და ალტერნატიულ როკ მუსიკას. ბენდის პირველი პერფორმენსი "Aivani season 2"_ისთვის შედგა,
რის შემდეგაც ჯგუფმა მალევე დიდ წარმატებას მიაღწია NEWCOMERS 2012_ში.

ენჯელ.ჯი მკითხველებს თამამად უცხადებს, რომ მათი მუსიკა საკმაოდ ხარისხიანი და სასიამოვნო
მოსასმენია. ამრიგად, ჯგუფმა იმდენად დაგვაინტერესა მათთან თანამშრომლობა გადავწყვიტეთ. რაზეც
დადებითი პასუხი მივიღეთ და თქვენ საშუალება გაქვთ ჯგუფის შესახებ ძირითადი ინფორმაცია მათივე
მოყოლილიდან - ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყოთ. ჯგუფის წევრებმა ჩვენს
ინტერვიუში ისაუბრეს ბენდის სახელზე, ახალ სიმღერაზე, გავლენაზე, ინსპირაციაზე და
სამომავლო გეგმებზე.
როგორც ველოდით, მათი პასუხები მართლაც ძალიან
საინტერესო და გულახდილი აღმოჩნდა.

KID JESUS for angel.ge

რამდენიმე დღის წინ, საშუალება მოგვეცა ლაივში მოგვესმინა ჯგუფის ახალი სიმღერა god's keepers .
მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა სულ ახალია და პირველად მოვისმინეთ, შეკრებილ საზოგადოებასთან
ერთად, შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცით. ბიჭებმა ჩვენს ინტერვიუში ამ სიმღერაზეც ისაუბრეს...
მანამდე კი შეგიძლიათ თავადაც მოისმინოთ ის.

God's keepers by KID Jesus

ჯგუფის შექმნის და სახელის ისტორია
ჯგუფის შექმნის იდეა გაჩნდა ერთ მშვენიერ დღეს - როცა მივხვდი, რომ მუსიკის გარეშე, ვერაფერს ვაკეთებდი
(ლევან შანშიაშვილი). მივედი დრამერთან, აჩისთან და მოვასმენინე რამდენიმე დემო ჩანაწერი, მერე ცოტნესთან,
ბას გიტარა და ასე გადავწყვიტეთ დაგვეკრა ერთად. რაც შეეხება სახელს, ძალიან მარტივი და უბრალო ისტორია აქვს.
ალბათ ბევრი მუსიკოსი აკეთებს რაღაც ამდაგვარს, ჩვენ შემთხვევაში კი უბრალოდ შევთავაზე ბიჭებს,
სახელი KID JESUS, რადგან ჩემს შვილს ქვია იესო.

სიმღერების ჩაწერის პროცესი
ალბათ მსმენელმა რომ ნახოს სად, როგორ და რა სიტუაციაში ხდება ხოლმე სიმღერების ჩაწერა -
გაეცინებოდათ და გაუკვირდებოდათ. ცოტა არ იყოს , ძალიან ინტიმურია სიმღერის ჩაწერის პროცესი,
ვეცდები რაღაც ნაწილი მაინც გამოვხატო. მარტივად ვაწყობთ ყველა ტრეკს, ვმუშაობთ, reason, nuendo,
pro tools- ში. პროფესიონალური აპარატურა არ გვავს, ამიტომ რაც გვაქვს იმით ვწერთ. ვაწყობთ სემპლებს
და მიუხედავად იმისა, რომ არ გვყავს საკუთარი საუნდ ინჟინერი, წარმოვიდგენთ, რომ ჩვენ თვითონ ვართ
ყოვლის შემძლენი და ვაბალანსებთ, ვაედიტებთ და ასე შემდეგ... ისე open air-ის შემდეგ, ვიწყებთ
ალტერვიჟენ გრუპის დახმარებით, მათთანვე სტუდიაში ჩაწერებს. იმედია ზაფხულაში უკვე
გვექნება სტუდიური და არა home studio-რი ჩანაწერები.

დამღლელი ლაივების შემდეგ, საუკეთესო რელაქსაცია
ახალი სიმღერა

ინსპირაცია
შვილები, სიყვარული, გალაქტიკა, ბრბო.

KID JESUS for angel.ge

არსებობს ჯგუფი, რომელმაც გავლენა იქონია თქვენს მუსიკაზე
რა თქმა უნდა, მაგრამ ვფიქრობ ჩამოთვლას აზრი არ აქვს. იმიტომ, რომ ისეთი უცნაური შედარებები
მოგვისმენია ჩვენს შესახებ რომ... მაგალითად უთქვამთ რომ გეტყობათ the doors - ის გავლენაო:)
ან თუნდაც beatles. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჯგუფი ლეგენდარულია, და ძალიან საინტერესო შედარებაა,
ალბათ მსმენელი მაინც radiohead- ს დაინახავდა, უფრო სწორედ გავლენას. მაგრამ, ჩამოთვლა მართლა არ ღირს
დანარჩენების იმიტომ, რომ ყველა სიმღერაში იმდენი არტისტის გავლენის დანახვა შეიძლება რომ...
მაგრამ ალბათ უფრო მეტი ტრეკია ისეთი რომელშიც მე პირადად ვერავის გავლენასაც ვერ ვხედავ:)

მოგვიყევით თვენს ახალ სიმღერაზე (god's keepers)
ახალი სიმღერა - god's keepers_ი ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც ჯგუფმა ერთად გავაკეთეთ, და როგორც
ყოველთვის ბევრად უკეთესი გამოვიდა ვიდრე გამოდის ხოლმე, როცა ერთად არ ვმუშაობთ. სამეგობროში კი
უკვე საკმაოდ აქტუალურია სიმღერის ტექსტი, რომელზეც ხშირად ამბობენ,
ეს რომ მართმადიდებელ მშობელთა კავშირმა გაიგოსო...

KID JESUS for angel.ge KID JESUS for angel.ge KID JESUS for angel.ge


KID JESUS "GOD'S KEEPERS" - lyric

You know how it's to be selfish
You know how it's to be in crowd
You never try to listen to me
You always shout, like a bride.
God’s keepers are coming for you all
Have no idea how it goes
Give them glass give them grass
They will come and gonna trust
God help to give them little more
It’s the same to kill them all
Pretending, killing, dreaming more…
God’s keepers are coming for you all

Have no idea how it goes
Give them glass give them grass
They will come and gonna trust
God help to give them little more
It’s the same to kill them all
Pretending, dreaming more…
God’s keepers are coming for you all

They will come and gone…

Give them grass or give them glass
and they will trust


KID JESUS for angel.ge

ლაივების განრიგი
ლაივებს, ხან სპონტანურად და ხანდახან ძალიან დაგეგმილადაც ვაწყობთ.

სამომავლო გეგმები
სამომავლო გეგმების შემადგენელი ნაწილია, open air 2013, ხვალ ანუ 11 მაისს, 144 step - ში დაკვრა,
ძალიან საიტერესო საღამოზე. თვის ბოლოს კიდევ ერთი სპონტანური ლაივის მოწყობა ღია ცის ქვეშ,
open air-ის მერე ჩაწერების დაწყება, ამასობაში კი რაც ყველაზე მთავარია, ახალი სიმღერებისგან შემდგარი
EP-ის ჩაწერა, ესეც უბრალოდ სამახსოვროდ...

www.facebook.com/KIDJESUS

KID JESUS for angel.ge

კატეგორია: მუსიკა, ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

8


  • ANGEL თქვა:
    24 მაი 2013 22:39 - ID: 8,
    ძალიან მომეწონა სამსუნგ გალაქსის მოწყობილ ივენთზე მათი გამოსვლაა,
    პუბლიკამ კი ისე ვერ გამოხატა მოწონება, არა და კაი მუსიკა აქვთ მართლა:)

  • chyipina თქვა:
    14 მაი 2013 18:59 - ID: 7,
    აუ ეს გოდს ქიპერს რაღაც მართლა გამორჩეულად მომეწონა...
    მომწონს ამ ჯგუფის მუსიკა, მიხარია რომ წელს ასე გაუმართლათ და დარწმუნებული ვარ წარმატებით ჩაივლის მათი პერფორმენსი ^_^

  • KeSso13 თქვა:
    12 მაი 2013 01:19 - ID: 6,
    ამათმა ფარფლებთან ერთად რატო უნდა დაუკრან სირცხვილია :|

  • I.F თქვა:
    11 მაი 2013 21:27 - ID: 5,
    ნწ ნწ ნწ

  • candice თქვა:
    11 მაი 2013 16:06 - ID: 4,
    ესენი თბილისი ოფენ ეარზე იქნებიან ხო %3F

  • margaux თქვა:
    11 მაი 2013 11:51 - ID: 3,
    ჩემი კომენტარი რატო წაშალეთ? :)))))))

  • leluka თქვა:
    10 მაი 2013 22:39 - ID: 2,
    ყველაფერი გადაგვარებული რა ქართველებმა უნდა მოვიფიქროთ და გავაკეთოთ რაა... ავადმყოფობა

  • Rainbow თქვა:
    10 მაი 2013 19:09 - ID: 1,
    ძალიან გაუმართლათ წელს რომ დიდ ბენდებთან ერთად დაკვრის შესაძლებლობა აქვთ.
    წარმატებებს ვუსურვებ

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top