;
26 მაი 2013      chyipina     4 კომენტარი     ნანახია 2560-ჯერ    
კატეგორიაში: მუსიკა, ქართველები, for ANGEL.ge

შარქათაქი - როცა დასცინი სიკვდილს, სიმღერის პრემიერა

ორი წლის ქართულ ენოვანი ჯგუფი "შარქათაქი" აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას
და გვანებივრებს ახალი სიმღერებით, რომელთა თემატიკა ძირითად შემთხვევაში
ცხოვრებისეული ყოველდღიურობა და სიყვარულია... სულ ცოტა ხნის წინ, ჯგუფმა
ჩაწერა ახალი სიმღერა სახელად "როცა დასცინი სიკვდილს" .

"როცა დაცსინი სიკვდილს" უდაოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ ჯგუფის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად.
მას საკმაოდ დადებითი გამოხმაურება და შეფასება მოყვა ქართული მუსიკის მოყვარულთაგან.
სიმღერა საკმაოდ ინტრიგული ჭორებისა და მითქმა მოთქმის მიზეზიც გახდა...
საბოლოოდ ჩვენც იმდენად დაგვაინტერესა, რეალობის შესახებ ჯგუფს ვკითხეთ
და შარქათაქის წევრები თავად მოგიყვებიან მათი ახალი ნამუშევრის შესახებ.




Sweet Home Records (Burzuma Jadoqar) წარმოგიდგენთ:
ქართული ჯგუფი: შარქათაქი
სიმღერა: როცა დასცინი სიკვდილს
ვოკალი: გიტარა: ბექა კუნდალინი
გიტარა: დავით გოგოლაძე
ბას გიტარა: მაქს ხულელიძე

შარქათაქი - როცა დასცინი სიკვდილს, სიმღერის პრემიერა

შთაგონებაზე

სიმღერის შთაგონების წყარო მელოდია გახდა - ჯერ მელოდია დაიწერა, შემდეგ ტექსტი
წამოვიდა. ეს ისეთივე შემთხვევაა როცა მწერალი სიუჟეტს ქმნის, ემოციურს, ლამაზს,
ან თუდაც უხამსს... თუმცა სულაც არ ნიშნავს, რომ ეს მისი პირადი ისტორიაა. არავის
ვუსურვებ საყვარელი ადამიანის დაკარგვას მაგრამ, ეს ისეთი რაღაცაა რასაც სამწუხაროდ
ვერავინ ცდება ცხოვრებაში. ხანდახან, მხოლოდ ადამიანის სიკვდილი გვიხელს თვალს მის
ღირსებებზე და იმაზე თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო ის ჩვენთვის. ალბათ, ეს სიღერა
სხვა კონდიციიდან შეხედვაა საყვარელი ადამიანის, იმისთვის, რომ კიდევ უფრო კარგად
გავაცნობიეროთ ერთმანეთის მნიშვნელობა, დავაფასოთ და სანამ ერთად ვართ მეტი
დადებითი გავცეთ.

ლაივებზზე და სამომავლო გეგმებზე

იქიდან გამომდინარე, რომ ჯგუფი საკმაოდ არასტაბილური პერსონებისგან შედგება, რომლებმაც
ახლა დავიწყეთ საკუთარი ინსტრუმენტების ათვისება, რთული სათქმელია ლაივს როდის მოვახერხებთ.
დათოს აჩემებული აქვს, სანამ გიტარაზე ნიკოლოზ ბუზალაძესავით არ დავუკრავ მანამდე სცენაზე ფეხს
არ დავდგამო, მაქსს ბასს გიტარისტს ჯერ ევერესტის დაპყობა აქვს განზრახული. საერთოდ პახოდების
დიდი მოყვარულია და სულ იკარგება. მე და დათო ვაპირებთ ერთღამეს მივეპაროთ მძინარეს და
ანტიპახოდი გავუკეთოთ. მე კიდევ კომპლექსიანი ვარ და ერთი ორი გრიმიორი თუ ვერ ვიშოვე
მუწუკებიანი ვერ გამოვალ სცენაზე.

სამომავლოდ ბევრი სურათის გადაღებას ვგეგმავთ. ასევე დავიწყეთ ინგლისურენოვანი სიმღერების ჩაწერა,
ქართული ტექსტები ზედმეტად ნაციონალისტურად ჟღერს და ცოტა არ იყოს თანამედროვე ქართველისთვის
უკვე გამაღიზიანებელიც კია. ასე რო შარქათაქი მალე "sharqataqi" გახდება.

შარქათაქი - როცა დასცინი სიკვდილს, სიმღერის პრემიერა

www.facebook.com/Sharqataqi

კატეგორია: მუსიკა, ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

4


  • AMADEUS თქვა:
    21 მაი 2013 19:12 - ID: 4,
    განსხვავებულები და კარგები არიან. კიდევ ბევრი სიმღერები გვინდა <3

  • KoGHo თქვა:
    18 მაი 2013 13:15 - ID: 3,
    მიყვარს ეს ჯგუფი.

  • chyipina თქვა:
    14 მაი 2013 18:58 - ID: 2,
    ღამე დაღლილი დადაგრუზული რომ ვზივარ კომპიუტერთან მაშინ ვუსმენ ხოლმე შარქათაქს და საღამოს არაჩვეულებრივი რელაქსაციაა, ოღონდ მართლა... არ მინდა ინგლისურ ტექსტებზე რომ გადავიდნენ :))

  • darichina თქვა:
    13 მაი 2013 23:55 - ID: 1,
    <3 )))

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top