;
19 ივნისი 2013      ta_mo     10 კომენტარი     ნანახია 2336-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები » მუსიკა

მიშელ შემიუელის პერფორმანსები The Voice-ს სცენაზე

მიშელ შემიუელი

27 წლის ამერიკელი შემსრულებელი და კომპოზიტორი მიშელ შემიუელი
საყოველთაო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მონაწილეობა მიიღო
NBC-ს მუსიკალურ პროექტში The Voice. ბრმა ქასთინგზე გოგონამ ქეითი ფერის ცნობილი
ჰიტი I Kissed A Girl შეასრულა. მისი ნამღერით მოხიბლული სამი მწრვთნელი იბრძოდა მიშელისათვის,
საბოლოოდ კი დამწყებმა მომღერალმა აშერის გუნდში ისურვა მოღვაწეობა. შოუში მან რამოდენიმე
თვე დაყო და ფინალამდეც მიაღწია, თუმცა სამწუხაროდ ამერიკის ხმის ტიტული 16 წლის
ქანთრის შემსრულებელმადენიელ ბრედბერიმ მოიპოვა.....

მიშელ შემიუელის პერფორმანსები The Voice-ს სცენაზე მიშელ შემიუელის პერფორმანსები The Voice-ს სცენაზე

* მიშელი Ella Riot-ის სოლისტია, ბენდს თავდაპირველად "My Dear Disco"-ს უწოდებდნენ,
შემდგომში კი ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად სახელწოდება შეცვალეს. ჯგუფი 2 წლის
განმავლობაში ატარებდა ლაივ კონცერტებს მასაჩუსტეში.

აშერი: "მიშელი ყველა კონკურსანტისგან განსხვავებულია, ის ახალ მუსიკალურ
სტანდარტებს ქმნის ჩვენს წინაშე."


შაკირა: "მე ვაღმერთებ შენს ხმის ტემბრს მიშელ, თუ როგორ წარმოაჩენ
საკუთარ თავს სცენაზე..."


ადამ ლევინი: "მე შენ მიყვარხარ, მე შენი ფანი ვარ! ყველაზე საოცარი რამ
შენში ის არის, რომ სცენაზე შენ ყოველთვის ერთნაირად გამიყურები, თუმცა
ყოველ ჯერზე გვაოცებ და გვთავაზობ რაღაც ახალს."


ბლეიკ შელტონი: " მე უბრალოდ ვერ ვხვდები თუ როგორ შეიძლება ასეთი
მინიატურული გოგონადან ამხელა ვოკალი ამოდიოდეს, დაუჯერებელი ამბავია."


მიშელ შემიუელის პერფორმანსები The Voice-ს სცენაზე
მიშელ შემიუელის პერფორმანსები The Voice-ს სცენაზე
მიშელ შემიუელის პერფორმანსები The Voice-ს სცენაზე
მიშელ შემიუელის პერფორმანსები The Voice-ს სცენაზე
მიშელ შემიუელის პერფორმანსები The Voice-ს სცენაზე
















კატეგორია: ფილმები » მუსიკა
Tags:

10


  • aniii-aniii თქვა:
    28 ივნისი 2013 21:01 - ID: 10,
    ძალიან მომწონდა ეს სეზონი, ვთვლიი რო ყველაზე კარგი ნაკადი იყოო და ყველა ღირსეული იქნებოდა გამარჯვების. მიშელიც ერთ-ერთი ფავორიტი იყოო მაგრამ ვთვლი რომ წელს ადამს ყველაზე ძლიერი თიმი ჰყავდა და მეგინა ის გაიმარჯვებდა. ჯუდიტი და სარა სიმონსი ჩემი ფავორიტები იყვნენ და მათი გავარდნის შემდეგ სიმართლე გითხრათ აღარც მიყურებია. სარა სიმონსი შეუდარებელი იყო, განსაკუთრებული ხმის ტემბრი აქვს და მის შესრულებებზე აღარ ვლაპარაკობ.თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ გაიმარჯვებდა :((

  • Ana smiley თქვა:
    21 ივნისი 2013 18:31 - ID: 9,
    კარგი გოგო ჩანს მაგრამ უკეთესებიც მინახავს

  • Natalie Fenty თქვა:
    21 ივნისი 2013 00:05 - ID: 8,
    ხო მართალი ხარ ქანთრის შემსრულებლები იმარჯვებენ ხოლმე ეხაც ბლეიკს ყველაზე მეტი კონკურსანტები რჩებოდა ხოლმე, მიშელზე უკეთესებიც იყვნენ უამრავი, ის გოგო ჯექსონთან ერთად რო აქ ნამღერი ეგ მაგარი იყო, საშაც ძაან მომწონდა მოკლედ ყველა კაი იყო და ჩემი აზრით ვისაც არ უნდა გაემარჯვა ყველა სამართლიანი იქნებოდა არცერთი არ იქნეობდა უსამართლო მაგრამ დანიელი იმიტო მომწონდა რო სუ თავისუფლად მღეორდა სცენაზეც თავისუფლად იდგა, მითუმეტეს 16 წლის არი და არანაირი გამოცდილება არ ქონდა,დანიელი არ ყოფილა ჩემი რჩეული მონაწილე მარა ბევრი ამბობს უსამართლო იყოვო მე ვფიქრობ არ იყო უსამართლო ;)

  • nuca24 თქვა:
    20 ივნისი 2013 19:47 - ID: 7,
    გამარჯვებულს მილიონჯერ ჯობია ეს გოგო love ის კიდევ ერთი ტეილორ სვიფტია და ესა რაღაც განსხვავებული და მაგარი გოგოა ტანში ჟრუანტელმა დამიარა რო მოვუსმინე პირველად love

    ციტატა: ta_mo
    ციტატა: nini:)(:
    აი ამსიახლეს ველოდი ზუსტად:) მადლობა ავტორს:*

    არაფრის:)
    ცხელ გულზე დავდე ეს სიახლე,ამ პროექტის შესარჩევიდან , ამ კონკრეტულის სეზონის მხსნელად მიშელს მივიჩნევდი და როგორც ყოველთვის ამერიკამ საშინელბაა გააჩალიჩა, ჯულიეტი მეორეზე, ადამი მეორეზე, ახლა კიდევ მიშელი და სულ 5 თეთრიანი გამარჯვებულები:/
    შესაძლოა მიშელი არ იყო საუკეთესო ვოკალისტი, მაგრამ მას ქონდა ის, რაც არც ერთ მონაწილეს არ გააჩნდა წელს, ინდივიდუალიზმი, დიდი პიროვნება, დადებითი აურა და ის ჭკუა, რომელიც ყველა მუსიკოსს ჭირდება. იმედია აშერი ერთ გემრიელ კონტრაქტს გააფორმებინებს რომელიმე გავლენიან ხმის ჩამწერ სტუდიასთან.

    გეთანხმები და მეც მაგის იმედი მაქ რო აშერი ესე არ დატოვებს ამ დიიიდ უსამართლობას feel

  • candy)))) თქვა:
    20 ივნისი 2013 12:46 - ID: 6,
    მწვრთნელები წელს კარგი იყო მეექვსე სეზოში აშერიდ ა შაკირა ისევ დაბრუნდებიან. ნუ რა ვთქვა პირადად მე ბრიტანული ვოისი მირჩევნია , აი იქ ხალხს ეტყობა რო ნამდბვილი მუსიკოსები არიან ! ამერიკის ხმაშიც ძაან ბერვი კარგი და ნიჭიერი მონაწილე იყო მაგრამ ეს მეორე ტეილორ სვიფტი რა იყო ? არც წინა სეზონი და არც წლევანდელი ღირსეული გამარჯვებულით არ დასრულებულა , ემბერი საშა მიშელი კარგით რა ძაან მაგრები არიან ესენი:/.მიშელის პირველი პერფორმანსი , შესარცევ ტურზე დზაან არ მომწონებია მაგრამ მერე გავაფრინე აი უმაგრესია! ისე მღერის ისე ასრულებს ნუ რავიცი ყველაფერს აქსოვს სიმღერაში, როგორც პიროვნება ისეც ძალიან მაგარია.

  • Natalie Fenty თქვა:
    20 ივნისი 2013 01:00 - ID: 5,
    eseigi ar megona ro am siaxles dadebdit da arc is megona saqartveloshi vinme tu uyurebda voice s ese aqtiurad (amerikuli voice vigulisxme ra tqma unda) dzaan kai gogo ari micheli martla kargad mgeroda da boloshi swan brothers danieli da es ro iyvnen megona ro Danieli meore adgilze gavidoda da megona ro micheli moigebda simartle gitxrat sulerti qonda chemtvis imito ro orive kargi iyo da orive imsaxurebda gamarjvebas da nu ambobt vinc gaimarjva is ar imsaxurebda gamarjvebaso imito ro me amerikashi vcoxvrob da shesabamisad arc erti live i ar mqonda gamotovebuli titqmis da yvelas vuyurebdi xolme da danieli s blind audition ic ki maxsovs pirvelad gamovida mashin scenaze vabshe pirvelad da siujetebshic ambobda xolme ro saxlshi tavis otaxshi sarkis win marto mand mgeroda da arasdros ar umgeria da dzaaan mixaria ro gaimarjva imito ro aracveulebrivi xma qonda 16 wlis asakistvis ( am yvelafers chxubit ar vambob da pasuxs chxubit nu gamcemt tu ra tqma unda daapirebs vinme ro pasuxi gamces)

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    19 ივნისი 2013 22:35 - ID: 4,
    ბლაინდების მერე ამერიკული ვოისისთვის გასაგები მიზეზების გამო არ მიყურებია,თუმცა მიშელში თავიდანვე დავინახე რაღაც საინტერესო, თუნდაც გარეგნობა, პიროვნება, ძალიან არასახასიათო ტიპია, და წკრიალა ხმა აქვს, წლევანდელ მომღერლებთან შედერებით კარგი აღმოჩენა იყო, ნეტა სხვა ვოისებში რა ხდება. კარგი სიახლეა

  • liliana თქვა:
    19 ივნისი 2013 22:10 - ID: 3,
    კარგი სიახლეა თამო love

  • shake თქვა:
    19 ივნისი 2013 21:26 - ID: 2,
    როგორ მომწონდა ეეეეეეეს recourse

  • nini:)(: თქვა:
    19 ივნისი 2013 21:16 - ID: 1,
    აი ამსიახლეს ველოდი ზუსტად:) მადლობა ავტორს:*

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top