;
26 ივნისი 2013      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 1951-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები » მუსიკა




SunSay - ანდრეი ზაპოროჟცის პროექტია, უკრაინიდან. ანდრეის, იგივე SUN-ს გამორჩეული ვოკალი აქვს და წარმატებული ჯგუფის 5'nizza ("პიატნიცა") დატოვების შემდეგ კიდევ უფრო გამოიკვეთა მისი ნიჭი და შემოქმედებითი ხასიათი.

მათი მუსიკა მსოფლიო მუსიკაა, რაც მოიცავს ფიუჟენს, ფანკ, რეგის, სოულსა, ფოლკს, ალტერნატიულ როკს. SunSay პროექტია, რომელშიც სანისთან ერთად 10-მდე წევრი ერთიანდება. ამბობენ, რომ უნივერსალურები არიან - მათი მოსმენა შეგიძლიათ ე.წ. Квартирник -სა თუ დიდ კონცერტებზე მსოფლიოს მასშტაბით, თანამშრომლობენ ცნობილ მუსიკოსებთან და დამწყებ, საინტერესო შემოქმედებით ხალხთან. მხოლოდ მათი მოსმენაა საჭირო და კარგი მუსიკა თავად გაიკვალავს გზას!




ძირითადი წევრები:
SUN - ვოკალი
ანდრეი კობილიანსკი - გიტარა
ვიაჩესლავ სემენჩენკო - ვოკალი, ბითბოქსი
რომან კუჩარენკო - ბას-გიტარა
სერგეი ბალალაევი - ბარაბანი
ეფიმ ჩუპახინი - კლავიშები
სერგეი კლევენსკი - ჩასაბერი ეთნიკური ინსტრუმენტები (BBC MUSIC AWARDS -ის ნომინანტი პრემიერა "წლის ადამიანი, 2010")




სულ ახლახანს გამოუშვეს ალბომი " Благодари ", რომელიც SunSay-ს რიგით მე-4 ალბომია.

SunSay - Благодари



SunSay საქართველოს, მცხეთას 22-23 ივნისს Oasis -ის ფესტივალზე ეწვევა
და 23 ივნისს საღამოს, მთავარ სცენაზე შეასრულებენ.


www.facebook.com/pages/SunSay/
www.facebook.com/OasisFestivalMtskheta



SunSay - Мама








SUNSAY - Воин






SunSay - It Could Be You







SunSay & John Forté - Wind Song








SunSay - "Будь слабей меня"







SunSay - Лирика









www.facebook.com/pages/SunSay/
www.facebook.com/OasisFestivalMtskheta




SunSay საქართველოს, მცხეთას 23 ივნისს Oasis -ის ფესტივალზე ეწვივნენ, ეს სანისთვის საქართველოში უკვე მეორე ვიზიტი იყო, ჯგუფისთვის კი პირველი შესრულება. მათ ქართველი მსმენელი მოხიბლეს და აღნიშნეს, რომ სიამოვნებით დაბრუნდებიან კიდევ ქართულ სცენაზე.



კატეგორია: ფილმები » მუსიკა
Tags:

3


  • ina თქვა:
    21 ივნისი 2013 01:21 - ID: 3,
    https://www.facebook.com/pages/Evening-dresses/196511430507298

    მოიწონეთ

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    20 ივნისი 2013 21:21 - ID: 2,
    სუპერ ტემბრის პატრონია და უმაგრესი შემსრულებელი love

  • nini:)(: თქვა:
    20 ივნისი 2013 20:18 - ID: 1,
    აქამდე არაფერი ვიცოდი მის შესახებ და საკმაოდ მომეწონა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top