;
24 ივნისი 2013      Trouble_Maker     11 კომენტარი     ნანახია 2201-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები » მუსიკა

1642 წლის 27 ნოემბერს, სიეტლში დაბადებული ჯონი ალან ჰენდრიქსის, მოგვიანებით კი ჯეიმს მარშალის ცხოვრებაში პირველი გადამწყვეტი მომენტი მშობლების გაშორებისა და დედის გარდაცვალება გახდა. 15 წლის ჯიმიმ დედის გარდაცვალების შემდეგ 5 დოლარად აკუსტიკური გიტარა იყიდა, რახან მემარცხენე იყო გიტარა თავისთვის გადააკეთა და ამით საკუთარი მომავალის გარდა მთელი ჟანრის, მთელი როკ სამყაროს ბედი გადაწყვიტა შემდეგი წლების განმავლობაში.

შემდეგი წლები სიეტლის ჯგუფებთან უკრავდა სანამ მანქანის გატეხვის გამო 2წლიან თავისუფლების აღკვეთას თავი ჯარში მსახურით არ დააღწია. იქედან პარაშუტიდან გადმოხტომისას მიღებული ტრავმის გამო დაითხოვეს და არც ისე კარგი შეფასებებით გაანთავისუფლეს ჰენდრიქსი, რომელსაც თურმე სულ ეძინა, არც ერთ საქმეს წესიერად არ აკეთებდა და ”საერთოდ არ ქონდა დადებითი თვისებები.”

არმიიდან დაბრუნებული ჯიმი ნეშვილში გადავიდა, ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად დაკვრა დაიწყო.

ლეგენდა სახელად ჯიმი ჰენდრიქი


1966 წელს როდესაც საკუთარი ჯგუფი «The Blue Flame» ყავდა დაიწყო ფორმირება მისმა უნიკალურმა ჟღერადობამ რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით ფრენკ ზაპას, რომელმაც ჰენდრიქსს ახლად გამოგონებული პედალი გააცნო wah-wah ეფექტით,მოგვიანებით ჰენდრიქსის მიერ იდეალურად ათვისებული და ”ბრიტაბული შემოტევის” ჯგუფებმა და მძიმე გრანჟის კლასიკამ.

ნიუ-ორკში კონცერტისას ჯიმის ოსტატობით გაოცებულმა ლინდა კიტმა ჯიმი გააცნო ჩას ჩენდლერს, პროდუსერს რომელთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგაც შეიქმნა ჯგუფი The Jimi Hendrix Experience (ბასისტი - ნოელ რედინგი, დრამერი -მიჩ მიჩელი).

რამოდენიმე გამოსვლის შემდეგ ჯგუფი პოპულარული გახდა. პირველი სინგლი გახდა ბლუზი Hey Joe, რომელიც ჯომ თავის ფსიქოდელიურ სტილზე გადააკეთა. ეს და ორიგანალური სიმღერები - Purple Haze, მძიმე გიტარის საკმაოდ დეფორმირებული ჟღერადობით და ბალადა «The Wind Cries Mary» ტოპ-10ში მოხვდნენ.



ჯგუფმა საოცარი წარმატება მოიპოვა კრიტიკოსებსა და მსმენელში და ცნობილი გახდა ნოვატორული იდეებით. 1992 წელს როკის დიდების დარბაზში შევიდა.
გამოუშვა ალბომები: Are You Experienced ; Electric Ladyland ;Smash Hits
1968 წელს ჯგუფი დაიშალა შიდა კონფლიქტების გამო მუსიკოსებს შორის.


1969 წელს შექმნა ახალი ჰგუფი «Gypsy Sun and Rainbows» ვუდსტოკის მუსიკალურ ფესიტვალზე გამოსასვლელად. ეს გამოსვლა ყველაზე ცნობილია ამერიკის ჰიქმნის ინტრუმენტალური შესრულებით რომელიც გადაიზარდა «Purple Haze»-ში, შემდეგ სოლო და «Villanova Junction».
ჯგუფმა დიდ ხანს არ იარსება და ჰენდრიქსმა ჩამოაყალიბა შავკანიანი მუსიკოსების კოლექტივი «Band of Gypsys»

ლეგენდა სახელად ჯიმი ჰენდრიქი

ფესტივალზე «Isle of Wight», 1970 წელს შედგა ჰენდრიქსის ბოლო გამოსვლა დიდ ბრიტანეთში. ამავე წლის 18 სექტემბერს სასტუმრო «Samarkand»-ის ნომერში მისი ცხედარი იპოვეს. გარდაიცვალა საწოლში, დაიხრჩო 9 აბი უძილობის წამლის გადაყლაპვის შემდეგ.
მონიკა დანემანი რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა ამჩნევდა რომ ის რიგზე ვერ იყო მაგრამ ნარკოტიკებით გამოჭედილ ნომერში პოლიციის მოყვანა შეეშინდა.
მიუხედავად მისი სურვილისა ლონდონში დაეკრძალათ, ის განისვენებს ვაშინგტონის შტატში, გრინვუდი მემორიალურ პარკში.

ლეგენდა სახელად ჯიმი ჰენდრიქი

ჯიმი ჰენდრიქსი გარდაიცვალა 27 წლის ასაკში, შვილები არ ყოლია მაგრამ მისი შემოქმდება მარადიულია, მისი სახელი კი უკვდავყო მუსიკამ რომელიც დღესაც აქტუალური და ნოვატორული რჩება.


კატეგორია: ფილმები » მუსიკა
Tags:

11


  • Anch_Bey თქვა:
    26 ივნისი 2013 16:54 - ID: 11,
    კეთილი იყოს შენი დაბრუნება მარიამ feel

  • dangerous თქვა:
    25 ივნისი 2013 16:59 - ID: 10,
    ჰენდრიქს <3 ძლივს ამ გვერდზე ნორმალური სტატია ვნახე ლეგენდა ადმაიანზე :))

  • Rainbow თქვა:
    25 ივნისი 2013 14:41 - ID: 9,
    love

  • keetaa თქვა:
    24 ივნისი 2013 23:54 - ID: 8,
    რა ხალხი იყო და რა ხალხი გვყავს დღეს

  • scarlet თქვა:
    24 ივნისი 2013 23:43 - ID: 7,
    კლუბი 27 love ჰენდრიქსი უნიჭიერესი იყო )) ნამდვილი გენია ))

  • Blink-182 თქვა:
    24 ივნისი 2013 22:53 - ID: 6,
    ჯიმი ჩემი ლოვე ხააარ!

  • lady_tamo თქვა:
    24 ივნისი 2013 22:45 - ID: 5,
    შენი მუსიკალური გემოვნება აღმაფრთოვანებს :)
    თუმცა მე პეიჯი მირჩევნია

  • ani-anuka თქვა:
    24 ივნისი 2013 22:06 - ID: 4,
    love love

  • Michel თქვა:
    24 ივნისი 2013 22:04 - ID: 3,
    ისე სტატიებს რომ აკოპირებთ,წყარო მაინც მიაწერეთ, პლაგიატორობაა უბრალოდ wink

  • LikkRoni თქვა:
    24 ივნისი 2013 20:19 - ID: 2,
    პირველიხარ ჯიმიი ვგიჟდებიშენზე love

  • Eleniko♥ თქვა:
    24 ივნისი 2013 18:21 - ID: 1,
    მაგარია ჰედრიქსი მაგრამ მე პეიჯი მირჩევნია:))

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top