;
25 ივნისი 2013      Eka1992     3 კომენტარი     ნანახია 5777-ჯერ    
კატეგორიაში: მუსიკა, ქართველები



ხატია ბუნიათიშვილი 26 წლის ქართველი წარმატებული პიანისტია. მან დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო. სწავლობდა თბილისის სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედში" ესმა ქირიასთან, შემდეგ კი თბილისის კონსერვატორიაში პროფესორ თენგიზ(გიზი) ამირეჯიბის კლასში. 2005 წელს თბილისის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის წარმატებული გამოსვლის შემდგომ, სადაც მან ლაურეატის წოდება მოიპოვა ხატია ჟიურის წევრის ოლეგ მაიზენბერგის მიწვევით გაემგზავრა ვენაში, სადაც სწავლა განაგძო ვენის მუსიკის და დრამის აკადემიაში.



2008 წელს ხატია გამოვიდა თელავივში არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე. ეს კონკურსი Mezzos პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მრავალი მუსიკალური აგენტი ადევნებდა თვალყურს. სწორედ ამ კონკურსის შემდეგ ხატიათი დაინტერესდა მრავალი ცნობილი სააგენტო. მან კი Agence Artistique Jacques Thélen ის სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი, სადაც მასთან ერთად ისეთი ცნობილი მუსიკოსები არიან როგორებიც არიან მარტა არგერიხი, გიდონ კრემერი, ნელსონ ფრიერი, რადუ ლუპუ, რენო კაპიუსონი და სხვები.



ამ ხნის განმავლობაში ხატიას ისეთ ცნობილ დარბაზებში აქვს დაკრული როგორიც არის ნიუ იორკის Cargnegi hall, პარიზის Salle Cortot, ვენის Konzerthaus და Musikverein, ციურიხის Tonhalle, ვარშავის ფილარმონია, მილანის ლასკალას თეატრი, ლონდონის სამეფო დარბაზი დa Wigmore hall, ამსტერდამის Musikgebaw და სხვა პრესტიჟულ დარბაზებში.



2010 წელს ხატიამ სონისთან გააფორმა ხელშეკრულება რის შედეგადაც გამოვიდა მისი პირველი დისკი რომელიც მთლიანად ფერენც ლისტის შემოქმედებას მიეძღვნა. ხატიამ მუსიკალურ ჩანაწერებთნა ერთად შემოგვთავაზა პატარა Triler სადაც მოახდინა ლისტის პერსონაჟების (ფაუსტი, მარგარიტა, მეფისტო) სინთეზი.





ფოტოები ლისტის დისკიდან



















ფოტოები შოპენის დისკიდან









26 მაისს მან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე ქართული მელოდეიბი შეასრულა.



2013 წელს ხატია ECHO Klassik -მა წლის ახალ ვარსკვლავად დაასახელა.





ფოტოები დაჯილდოებიდან













ხატია უკრავს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად როგორებიც არიან:
მარტა არგერიხი, გიდონ კრემერი, იუჯა ვანგი,რენო კაპიუსონი, ივრი გიტლისი და სხვები.











პიანისტი ამჟამად ცხოვრობს პარიზში და ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას.

ფოტოები მისი კონცერტებიდან














კატეგორია: მუსიკა, ქართველები
Tags:

3


  • Blink-182 თქვა:
    27 ივნისი 2013 09:14 - ID: 3,
    ვგიჟდები ასეთ ნიჭიერ ხალხზე!რა მაგარი გოგოა!ვუსურვებ წარმატებას love love love

  • Ana smiley თქვა:
    26 ივნისი 2013 13:07 - ID: 2,
    მაგარი გოგონაა ძაან ძალიან დიდი პატივს ვცემ love მართლაც გვასახელებს საზღვარგარეთ love

  • fuck selena თქვა:
    26 ივნისი 2013 12:40 - ID: 1,
    ხატია საოცრებაა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top