10 September 2013      -Diana-     Views 3 764    
Category: Films, Movies / Music

Imagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებებიImagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებები
Imagine Dragons არის როკ ბენდი, რომელიც ლას ვეგასში, ნევადაში შეიქმნა, 2008 წელს. პოპულარობა და წარმატება ბენდს სადებიუტო ალბომმა Night Visions მოუტანა, რომელიც გაყიდვაში 2012 წლის სექტემბერში გამოვიდა. ამის შემდეგ მათ ჰქონდათ მსოფლიო ტურნე, მიწვეულნი იყვნენ ჯეი ლენოს, ჯიმი ქიმელისა და ჯიმი ფელონის შოუებში. ჟურნალმა Billboard ბენდი შემდეგნაირად მოიხრენია - "The Breakthrough Band of 2013", ხოლო ჟურნალმა Rolling Stone ბენდის სინგლი "Radioactive" წლის საუკეთესო როკ სიმღერად აღიარა. უკრავენ ალტერნატიულ, ინდი და ელქტრო როკს.როგორც დენ რეინოლდსმა თქვა, ბენდის ჩამოყალიბებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს: Arcade Fire, Muse, The Beatles, Paul Simon და Harry Nilsson. 2013 წელს ბენდის წევრებმა ტაილერ რობინსონთან ერთად შექმნეს საქველმოქმედო ფონდი The Tyler Robinson Foundation, რომელიც ეხმარება სიმსივნით დაავადებულ ახალგაზრდებს

ბენდის წევრები

დენ რეინოლდსი - ვოკალი, გიტარა
დენ პლაცმანი - დასარტყამები, ალტი, ბექვოკალი
ბენ მაკკი - ბასი, ბექვოკალი, კლავიშები
უეინ ''უინგ'' სერმონი - გიტარა, ჩელო, ბექვოკალი
Imagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებებიImagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებებიImagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებებიImagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებები
It's Time

ბენდის პირველმა სინგლმა "It's Time" გამოსვლისთანავე ბილბორდის საუკეთესო 100-ში მე-15 ადგილი დაიკავა. სინგლის ვიდეო MTV-ზე პირველად 2012 წლის 17 აპრილს გავიდა. ვიდეო ნომინირებული იყო MTV Video Music Award-ზე კატეგორიაში ''საუკეთესო როკ ვიდეო''. ბენდმა ეს სიმღერა ჯეი ლენოს, ჯიმი ქიმელის, ჯიმი ფელონისა და ქონანის შოუებში შეასრულა.


Imagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებებიImagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებებიImagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებები
Imagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებებიImagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებებიImagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებები
Imagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებებიImagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებებიImagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებები
Radioactive

Imagine Dragons-ის მეორე სინგლია Radioactive, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა Billboard Alternative Songs, Billboard Rock Songs და Swedish Singles-ის ჩარტებში. სინგლი 1 წელზე მეტ ხანს მუდმივად იკავებდა ადგილს ბილბორდის ჩარტებში. სიმღერამ მოხსნა ყოველგვარი რეკორდი, Radioactive ყველაზე დიდხანს იკავებდა ტოპ ხუთეულში ადგილს. ჟურნალმა Rolling Stone "Radioactive" წლის საუკეთესო როკ სიმღერად აღიარა. მუსიკის ვიდეო, ისევე როგორც "It's Time", ნომინირებული იყო MTV Video Music Award-ზე ''საუკეთესო როკ ვიდეოს'' კატეგორიაში. "Radioactive" 2012 წელს შესრულდა ჯიმი ქიმელის და დევიდ ლეტერმანის შოუებში, ხოლო 2013 წელს ჯეი ლენოსა და ჯიმი ფელონის შოუებში, ასევე Good Morning America-ში


Imagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებები
Imagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებები

Demons

ბენდის მესამე სინგლი Demons გამოსვლისთანავე მოიწონა მსმენელმა და ბილბორდის ალტერნატიულ სიმღერათა სიაში მე-2 პოზიცია დაიკავა. დღესდღეობით სინგლის ერთ მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული


Imagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებები

On Top of the World

On Top of the World გამოსვლისთანავე ავსტრალიის ჩარტებში მე-13 პოზიციაზე მოხვდა, ამავდროულად დაიპყრო ბევრი ქვეყნის: ჰოლანდიის, ავსტრიის, გერმანიის, ესპანეთისა და პორტუგალიის ჩარტები. სინგლი პორტუგალიაში გამოიცა 2013 წლის 28 აგვისტოს. On Top of the World ბენდის რიგით მეოთხე სინგლია


Imagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებებიImagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებები
Hear Me

2012 წლის 24 ნოემბერს გამოიცა სიმღერა Hear Me, რომელიც რიგით მეორე სინგლი იყო ბენდის სადებიუტო ალბომში Night Visions, მაგრამ შემდეგ ბენდის წევრებმა აზრი შეიცვალეს და Hear Me ალბომში მე-7 ნომრად შეიყვანეს. სიმღერა ისევე როგორც "Radioactive", "On Top of the World" და "It's Time" ბრიტანეთის ტოპ 40-ეულში მოხვდა და 37-ე ადგილს იკავებს


Imagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებები
Imagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებები
Imagine Dragons: საუკეთესო ლაივ შესრულებები


Category: Films, Movies / Music
Tags:

Share it
Comments
Back to Top