1 November 2013      B2UTY     Views 5 048    
Category: Films, Movies / Music



რა არის Kpop?

♪ რა არის Kpop?♫

საქართველოში ბევრისთვის სრულიად უცნობია Kpop-ის მნიშვნელობა. თუმცა, მუსიკის ეს მიმართულება მთელს მსოფლიოში ნელ-ნელა უფრო პოპულარული ხდება და უკვე დიდი ხანია კორეული "ტალღის" ბუმმა მშობლიური კორეიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, შუა აზიაში, სამხრეთ ამერიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში გადაინაცვლა.

KPOP-ის უკეთ გაცნობის მიზნით გთავაზობთ სტატიას მისი ისტორიის, განვითარების შესახებ და საუკეთესო კორეულ ჯგუფებს !

რა არის Kpop?


კორეული მუსიკის ისტორიას თუ ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ მისი საწყისი 1885 წელია. ამერიკელმა მისიონერმა, ჰენრი აპენზელერმა დაიწყო დასავლური მუსიკის კორეაში გავრცელება. მომდევნო საუკუნეებიდან კი გამოჩნდა პირველი კორეული მუსიკალური ალბომი "ეს ხმაურიანი დრო", რომელიც პარკ ჩე სონს ეკუთვნოდა.
სამოციან წლებში პოპულარულები იყვნენ ისეთი მომღერლები, როგორებიცაა პატი კიმი, დები კიმები. ეს შემსრულებლები იმ დროში ალბომებს წერდნენ არა მხოლოდ კორეაში, არამედ ვიეტნამსა და აშშ-შიც. ერთ-ერთი კორეელი მომღერლის, ჰან მიონ სოკის სიმღერა "ბიჭი ყვითელ მაისურში" ფრანგმა მომღერალმაც კი "დააქოვერა".
70-იანები ჰიპების ერა იყო, არამარტო დასავლურ სამყაროში, არამედ კორეაშიც. ამ პერიოდის ცნობილი ვარსკვლავი იყო ჰან- დე სო, რომელმაც ჩაწერა მრავალი ჰიტი, მათ შორის ყველაზე ცნობილია "მომეცი წყალი". ის აშშ-დან კორეაში 1990 წელს დაბრუნდა. 80იანები იყო ბალადების ეპოქა, რასაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა კორეულ შოუბიზნესში.

90-იანებში მსოფლიო მუსიკის განვითრება აისახა კორეულ მუსიკალურ სფეროზეც. გაჩნდა მრავალი ბოი-ბენდი. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ გამოჩნდა მრავალი გავლენიანი ხმის ჩამწერი სტუდია და სააგენტო, რომლებიც დღეს პოპულარობის ზენიტშია. ესენია SM entertainment, YG entertainment, JYP entertainment, DSP Entertainment-- მუსიკალური გიგანტები, რომლებმაც გზა გაუკვალეს დღევანდელ კორეელ შემსრულებლებს.

რა არის Kpop?


21-ე საუკუნეში კი კორეული მუსიკის ტალღამ მოიცვა მთელი მსოფლიო. ამ მცირე ხნის განმავლობაში გაჩნდნენ ისეთი ჯგუფები და მომღერლები, როგორები არიან : BIG BANG, SUPER JUNIOR, SNSD, TVXQ, 2NE1, FT ISLAND, CN BLUE, AILEE, IU, და, რაც მთავარია, იუთუბის ფენომენად წოდებული Gangnam Style-ს ავტორი Psy, რომელმაც დაიპყრო სრულიან ინტერნეტ სამყარო და არა მხოლოდ ვებ სივრცე.

რა არის Kpop?


მიზეზები, რის გამოც პოპულარულია კორეული პოპი:

1) უმაღლესი ხარისხის ვიდეოკლიპები, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმისა და შრომისმოყვარე ადამიანების წყალობით არაფრით ჩამოუვარდება ამერიკულ კლიპებს.

2) ამერიკული მუსიკისგან განსხვავებით კორეულში ვერ შეხვდებით "სექსის", "ფულის", "ნარკოტიკების" და "ბინძური ცხოვრების" თემატიკასა და პროპაგანდას.

3) თითოეულ ჯგუფსა და მომღერალს აქვს გამორჩეული, განსხვავებული და ინდივიდუალური საშემსრულებლო მანერა და სტილი. მომღერლების სასცენო ჩაცმულობა ყოველთვის მრავალფეროვანია.

4) შრომისმოყვარეობა- ამ ელემენტის გარეშე შეუძლებელია kpop-ის სამყაროში მომღერალი გადარჩეს. თითოეული შემსრულებელი მკაცრი წესებით ცხოვრობს, გამუდმებით ვარჯიშობს ვოკალსა და ცეკვაზე.

5) მეოთხე პუნქტიდან გამომდინარე კორეელი ვარსკვლავები მუდამ უმაღლესი დონის შოუს სთავაზობენ მათ ფანებს. თითოეული ლაივი ულამაზესი სანახაობაა.

6) ქორეოგრაფია- თითოეულ მუსიკაზე იდგმება ახალი ცეკვა. არ არსებობს სიმღერა, რომელსაც თავისი ქორეოგრაფია არ ჰქონდეს. ეს კი მაყურებლისთვის მეტ სანახაობას განაპირობებს.

რა არის Kpop?

რა არის Kpop?

რა არის Kpop?



მომღერლები:

BoA
რა არის Kpop?


IU
რა არის Kpop?


Lee hyori
რა არის Kpop?


Lee hi
რა არის Kpop?


Ailee
რა არის Kpop?


Jay Park
რა არის Kpop?


Se7en
რა არის Kpop?


G.na
რა არის Kpop?


Rain

რა არის Kpop?


ჯგუფები

Super Junior
რა არის Kpop?


Big Bang
რა არის Kpop?


2NE1
რა არის Kpop?


SNSD
რა არის Kpop?


Kara
რა არის Kpop?


T-ara
რა არის Kpop?


Beast
რა არის Kpop?


JYJ
რა არის Kpop?


EXO
რა არის Kpop?


Sistar
რა არის Kpop?


Shinee
რა არის Kpop?


Wonder Girls

რა არის Kpop?


Brown eyed girls
რა არის Kpop?


FT Island
რა არის Kpop?


Cn blue
რა არის Kpop?


Fandoms
რა არის Kpop?

რა არის Kpop?

რა არის Kpop?

რა არის Kpop?

რა არის Kpop?

რა არის Kpop?

რა არის Kpop?

რა არის Kpop?

რა არის Kpop?

რა არის Kpop?

რა არის Kpop?

რა არის Kpop?

რა არის Kpop?


Category: Films, Movies / Music
Tags:

Share it
Comments
« 1 2 3 »
Back to Top