;
8 ნოემბერი 2013      BooBoni     7 კომენტარი     ნანახია 1981-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები » მუსიკა

Daughter

Daughter - ინგლისური ინდი მიმდინარეობის როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 2010 წელს, ლონდონში. თავიდან იყო სოლო შემსრულებელი ელენა ტონრა, ახლა კი არის ტრიო, გიტარისტთან - იგორ ჰაფელი და დრამერთან - რემი აგუილელასთან ერთად. 2013 წლის მარტში გამოუშვეს თავიანთი პირველი ალბომი სახელწოდებით ,,If You Leave"

Daughter

ტრიო ერთმანეთს შეხვდა ლონდონში თანამედროვე მუსიკის წარმოდგენაზე. მათი პირველი ჩვენების შემდეგ გავრცელდა ხმები ბენდის შესახებ. Daughter-მა გამოუშვა მათი პირველი დისკი His Young Heart (მისი ახალგაზრდა გული) 2011 წლის 20 აპრილს. ხოლო მეორე ალბომი The Wild Youth (ველური ახალგაზრდობა) 2 ოქტომბერს. მოგვიანებით ჯგუფი აღიარებული იქნა როგორც უნიკალური ხმები თანამედროვე პოპში. ბიბისის რადიოში დიჯეი ჰუვმაც მიიწვია ისინი მაიდა ვალეს სტუდიაში თავისი შოუსთვის.

Daughter

2012-ში რაც Daughter გახდა წამყვანი სხვადასხვა შოუებში, მათ დაიწყეს მუშაობა პრესტიჟულ სტუდიასთან 4AD. ელენამ დააკომენტარა, რომ ისინი ბედნიერები არიან ამ სტუდიასთან მუშაობით. მათი პირველი სინგლი "Smother" (დახრჩობა) გამოიცა იმავე წლის ოქტომბერში. სინგლი ტრიალებდა ბიბისის რადიოში, 6Music რადიოში და იდგა კვირეულების სათავეში.





2013 წლის მარტში გამოუშვეს თავიანთი ალბომი If You Leave, მაისში ჩრდილო ამერიკაში დაიწყო ალბომის გაყიდვა. ბრიტანეთის ჩარტებში იყვნენ 16 ადგილას და პრესაშიც საუბრობდნენ მათზე: ძალიან ლამაზი ალბომია, რომელსაც თავიდან ბოლომდე გაყვები, ემოციურად დატვირთული. და ეს ღირსშესანიშნავი მიღწევაა.

Daughter

ბენდის სიმღერა Youth (ახალგაზრდობა) იყო საფრანგეთის ტურის მაუწყებელი. სიმღერა შტატების სატელევიზიო შოუებში Mistresses (დიასახლისი) და Grey's Anatomy-ში (გრეის ანატომია) გაუშვეს, ასევე ნორვეგიის ავიახაზების კომპანიის რეკლამაშიც გამოიყენეს. სიმღერა Touch (შეხება) გამოყენებული იყო Teen Wolf-ის (თინეიჯერი მგელი) მეორე სეზონში.










Daughter

Daughter

Daughter

Daughter

კატეგორია: ფილმები » მუსიკა
Tags:

7


  • elga თქვა:
    10 ნოემბერი 2013 19:11 - ID: 7,
    სულ რაღაც ერთი წელია ამ ჯგუფის შემოქმედებას ვუსმენ და მომწოონს ძალიან. კარგები არიან. ყველაზე მეტად "daughter" მომწონს.
    კარგი ნიუსია

  • demetria თქვა:
    9 ნოემბერი 2013 21:25 - ID: 6,
    რაღაცნაერია განსხვავებულიი
    მომეწონა winked

  • T A M U თქვა:
    9 ნოემბერი 2013 18:25 - ID: 5,
    გადასარევი არაა მარა კაია ^ ^

  • ta_mo თქვა:
    9 ნოემბერი 2013 14:05 - ID: 4,
    შეუდარებლები არიან, ძალიან კარგი გამოუვიდათ პირველი ალბომი და იმედია მომავალში არაერთ მუსიკალურ ჩანაწერს შემოგვთავაზებენ. ლაივშიც ბრწყინვალედ ჟღერს მათი მუსიკა და ყველანაირად იდეალურები არიან, მე მაინც ალბომიდან Amsterdam-ს გამივარჩევდი love სიახლეც ძალიან კარგია.

  • tamo თქვა:
    9 ნოემბერი 2013 12:13 - ID: 3,
    ინდი როკი ძალინ მიყვარს,თუმცაღა უფრო ამერიკულ ჯგუფებს ვეტრფი :))
    კარგი სიახლეა

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    9 ნოემბერი 2013 11:41 - ID: 2,
    ძალიან საყვარლები არიან და ელენა ჩასაყლაპია, მისი შესრულების და დაკვრის მანერაც მომწონს, მშვიდი და ჩუმი, პირველად youth-ს მოვუსმინე დაახლოებით 6 თვის წინ და მას შემდეგ, დავინტერესდი მათი მუსიკით, Candles, Love, Landfill ძალიან მიყვარს. სიახლეც ძალიან კარგია<3

  • Hermione...♥ თქვა:
    9 ნოემბერი 2013 10:55 - ID: 1,
    ძალიან კარგები არიან, ბრიტანულ ინდი როკ ჯგუფებში ბევრი ფავორიტი მყავს და ამათაც გამოვარჩევ, ორიგინალური და გემოვნებიანი რეპერტუარი აქვთ. სხვათა შორის, სულ შემთხვევით აღმოვაჩინე-თამბლერზე დაიდო Daft Punk-ის სიმღერის, Get Lucky-ს ქავერი ამათი შესრულებით, ორიგინალზე მეტად მომეწონა და გადავწყვიტე მთელ მათ რეპერტუარს გავცნობოდი. ბოლო დროს ყველაზე ხშირად Youth-ს ვუსმენ. სტატია შესანიშნავია, მისი მეშვეობით ავტორმა არაჩვეულებრივად გაგვაცნო თავისი გემოვნება და შესაძლებლობები და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ! ♥

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top