;
10 დეკემბერი 2013      ANGEL     4 კომენტარი     ნანახია 2255-ჯერ    
კატეგორიაში: მუსიკა, სარეკლამო სტატია, ქართველები





ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ პარიზში ქართველ ვირტუოზებს წარმოადგენს

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირა“ -ს მხარდაჭერით, 2013 წლის 12 დეკემბერს, პარიზში ორი ქართველი ტალანტი - ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე ფრანგული საზოგადოების წინაშე წარსდგებიან.

ფონდ „ლირას“ ექსკლუზიური კონცერტი, „SOS Talents Foundation – Michel Sogny“ -სთან ერთად ხორციელდება. კონცერტი პარიზში, ელისეის მინდვრების პრესტიჟულ დარბაზში გაიმართება.

10 წლის ილია და ბარბარე
საფრანგეთის მაღალი საზოგადოების წინაშე რთული სოლო პროგრამით გამოვლენ. სოლო გამოსვლის გარდა, პატარა ვირტუოზები რამოდენიმე მუსიკალურ ნომერს ოთხ ხელში შეასრულებენ.




„მიხარია, რომ შევძელით და „ლირა“ -ს მეშვეობით, ბარბარე და ილია პარიზში გამოემგზავრებიან. პატარა ტალანტებს პირველად რამდენიმე წლის წინ მოვუსმინე. მაშინ ძალიან პატარები იყვნენ - 5 და 7 წლის. მას შემდეგ ვცდილობ, ხელი შევუწყო მათ საერთაშორისო ასპარესზე გამოჩენას. ძალიან სასიხარულოა, რომ კონცერტში ქართველი ტალანტების მონაწილეობა, კიდევ ერთხელ გააჟღერებს საქართველოს სახელს და ელიტარული საზოგადოების დიდ ყურადღებას მიიპყრობს.“- აცხადებს ელისო ბოლქვაძე.


„ლირა“ მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდთან „SOS Talents Foundation – Michel Sogny“ რომელსაც საქართველოში უკვე კარგად იცნობენ. „SOS Talents”-მა უკვე ბევრ ქართველ ახალი თაობის პიანისტს მისცა საშუალება, გაეკაფათ გზა საერთაშორისო ასპარეზისკენ.

გალა კონცერტს პარიზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბნ. გურამ ოდიშარია დაესწრება.


„ლირა“ პარიზში ქართველ ვირტუოზებს წარმოადგენს
ელისო ბოლქვაძემ საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ ახლახანს დაარსა. ფონდი ხელს უწყობს ქართველი ნორჩი ტალანტების აღმოჩენას და განვითარებას.

ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე მრავალი ცნობილი საერთაშორისო კონკურსის და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. იგი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, კონცერტებს მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებში ევროპას, ამერიკასა და რუსეთში მართავს, თუმცა საქართველოსაც ხშირად სტუმრობს. ელისო ბოლქვაძე არის ერთადერთი ქართველი პიანისტი, რომლის კონცერტები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეგულარულად გადაიცემა ფრანგულ მუსიკალურ არხ Mezzo-ზე, რამაც პიანისტს დიდი საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა. ელისო ბოლქვაძე ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის Music Fest-ის არტისტული დირექტორია.



ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირა“-ს მხარდაჭერით, 2013 წლის 12 დეკემბერს, პარიზში ორი ქართველი ტალანტი 10 წლის ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე ფრანგული საზოგადოების წინაშე წარსდგებიან.

წარმატებებს ვუსურვებთ ბარბარე და ილიას!
facebook.com/ Foundation Lyra




www.sos-talents.ch
facebook.com/pages/Fondation-SOS-Talents

SOS TALENTS FONDATION MICHEL SOGNY IN BATUMI
ბარბარე თათარაძე




SOS TALENTS FONDATION MICHEL SOGNY IN BATUMI

ილია ლომთათიძე


კატეგორია: მუსიკა, სარეკლამო სტატია, ქართველები
Tags:

4


  • demetria თქვა:
    11 დეკემბერი 2013 16:08 - ID: 4,
    აი ასეთი ქართველებით რომ არ იმაყებ love
    ციტატა: beonce
    ძალიან მახარებს სიახლეები,რომლებიც საქართველოს პოპულარიზაციას მსოფლიოში ამ და სხვა კუთხით უწყობს ხელს. feel

    მეც ვგიჟდები ამ გვარ ღონისძიებებზე ცუდია რომ ბევრჯერ არ ხდება feel

  • Rakhieli თქვა:
    11 დეკემბერი 2013 11:41 - ID: 3,
    უნიჭიერესები არიან, ვამაყობ ამ ბავშვებით!

  • beonce თქვა:
    10 დეკემბერი 2013 21:59 - ID: 2,
    ძალიან მახარებს სიახლეები,რომლებიც საქართველოს პოპულარიზაციას მსოფლიოში ამ და სხვა კუთხით უწყობს ხელს. feel

  • tako_takunebi თქვა:
    10 დეკემბერი 2013 20:59 - ID: 1,
    ვაიმეე სიამოვნებაში დავიღვარე რა კარგები არიან, როგორ მიხარია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top