13 December 2013      FAME     Views 6 234    
Category: Films, Movies / Music

ჟურნალმა ,,ფორბსმა'' გამოავლინა 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები. სიის სათავეში მადონა მოექცა, რომელმაც წელს დაახლოებით 125 მილიონი ამერიკული დოლარის შეგროვება შეძლო. სიაში ასევე მოექცნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ლედი გაგა, ბიონსე და ტეილორ სვიფტი.

2013 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები



რიეტინგში მეორე ადგილზე იმყოფება ლედი გაგა, რომელმაც თავისი ტურნესა და ახალი სტუდიური ალბომის წყალობით 80 მილიონი დოლარის შეგროოვება შეძლო.

2013 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები




ლიდერთა სამეულს ასრულებს ტეილორ სვიფტი, თავისი 55 მილიონით, რომემლიც მან თავისი ახალი ალბომის გაყიდვებით მიიღო. შეგახსენებთ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომღერლის ალბომის 1,2 კოპია გაიყიდა.


2013 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები


წლევანდელი წელი წარმატებული იყო ბიონსესთვისაც, თუმცა იგი მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა, 53 მილიონით. მომღერლისთვის ნამდვილად ნაყოფიერი იყო, თავისი მსოფლიო ტურნე, რომლის ფარგლებში ჩატარებული კონცერტიდან, იგი 2 მილიონი დოლარის გამომუშავებას ახერხებდა.

2013 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები



მეხუთე შესაშურ ადგილას ჯენიფერ ლოპეზი იმყოფება, რომელის შემოსავლების ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა ,,american idol-ის'' ჟიურის წევრობამ. პროექტში მონაწილეობისთვის მას 12 მილიონი გადაუხადეს, მისი წლიური შემოსავალი კი 45 მილიონს შეადგენს.

2013 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები



მეექვსე ადგილზე იმყოფება რიანა, რომელმაც 2013 წელს 43 მილიონი გამოიმუშავა, აქედან 30 მილიონი კი მომღერალს მსოფლიო ტურნემ მოუტანა.

2013 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები



სიაში ასევე მოხვდნენ ქეითი პერი - 39 მილიონით და პინკი - 32 მილიონით. კერი ანდერვუდი და მერაია ქერი კი შესაბამისად, 31 და 18 მილიონ დოლარს დასჯერდნენ და საპატიო ათეულში დაიმკვიდრეს ადგილი.

Category: Films, Movies / Music
Tags:

Share it
Comments
Back to Top