;
17 დეკემბერი 2013      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 1596-ჯერ    
კატეგორიაში: მუსიკა, ქართველები



ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდმა „ლირა“ -მ პარიზში ქართველი ვირტუოზები წარმოადგინა

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირა“ -ს მხარდაჭერით პარიზში ორი ქართველი ტალანტი - ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე ფრანგული საზოგადოების წინაშე წარსდგნენ.

ფონდ „ლირას“ ექსკლუზიური კონცერტი „SOS Talents Foundation – Michel Sogny“ -სთან ერთად განხორციელდა. კონცერტი პარიზში, ელისეის მინდვრების პრესტიჟულ დარბაზში გაიმართა. კონცერტს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარდ დ’ესტენი, მინისტრები და ელჩები ეწრებოდნენ.

10 წლის ილია და ბარბარე საფრანგეთის მაღალი საზოგადოების წინაშე რთული სოლო პროგრამით გამოვიდნენ. სოლო გამოსვლის გარდა, პატარა ვირტუოზებმა რამოდენიმე მუსიკალური ნომერი ოთხ ხელში შეასრულეს.

„მიხარია, რომ შევძელით და „ლირა“-ს მეშვეობით, ბარბარე და ილია პარიზში იმყოფებიან. პატარა ტალანტებს პირველად რამდენიმე წლის წინ მოვუსმინე. მაშინ ძალიან პატარები იყვნენ - 5 და 7 წლის. მას შემდეგ ვცდილობ, ხელი შევუწყო მათ საერთაშორისო ასპარესზე გამოჩენას. ძალიან სასიხარულოა, რომ კონცერტში ქართველი ტალანტების მონაწილეობით, კიდევ ერთხელ გააჟღერდა საქართველოს სახელი და ელიტარული საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო.“- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.




„ძალიან ბედნიერები ვართ რომ ქალბატონი ელისოს ფონდის დახმარებით პარიზში ვიმყოფებით და ასეთ მნიშვნელოვან კონცერტზე გამოსვლის საშუალება მოგვეცა. ქალბატონმა ელისომ ჩვენი ცხოვრება შეცვალა“ -აცხადებენ ბავშვები.


„ლირა“ მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდთან „SOS Talents Foundation – Michel Sogny“ რომელსაც საქართველოში უკვე კარგად იცნობენ. „SOS Talents”-მა უკვე ბევრ ქართველ ახალი თაობის პიანისტს მისცა საშუალება, გაეკაფათ გზა საერთაშორისო ასპარეზისკენ.

გალა კონცერტს პარიზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბნ. გურამ ოდიშარია დაესწრო.
ელისო ბოლქვაძემ საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ ახლახანს დაარსა. ფონდი ხელს უწყობს ქართველი ნორჩი ტალანტების აღმოჩენას და განვითარებას.

თემატური ნიუსი: www.angel.ge/index.php?newsid=113119




ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე მრავალი ცნობილი საერთაშორისო კონკურსის და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. იგი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, კონცერტებს მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებში ევროპას, ამერიკასა და რუსეთში მართავს, თუმცა საქართველოსაც ხშირად სტუმრობს. ელისო ბოლქვაძე არის ერთადერთი ქართველი პიანისტი, რომლის კონცერტები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეგულარულად გადაიცემა ფრანგულ მუსიკალურ არხ Mezzo-ზე, რამაც პიანისტს დიდი საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა. ელისო ბოლქვაძე ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის Music Fest-ის არტისტული დირექტორია.

facebook.com/ Foundation Lyra
www.facebook.com/elisso.bolkvadze
www.sos-talents.ch
facebook.com/pages/Fondation-SOS-Talents


კატეგორია: მუსიკა, ქართველები
Tags:

3


  • tako_takunebi თქვა:
    18 დეკემბერი 2013 23:24 - ID: 3,
    წარმატებას ვუსურვებ love

  • demetria თქვა:
    18 დეკემბერი 2013 15:25 - ID: 2,
    ყველაფერი საუკეთესო თქვენსკენ გავასხელეთ love

  • liliana თქვა:
    17 დეკემბერი 2013 16:38 - ID: 1,
    კარგისა...წარმატებები ბავშვებო.. love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top