;
19 მარტი 2014      ANGEL     4 კომენტარი     ნანახია 2591-ჯერ    
კატეგორიაში: მუსიკა, ქართველები



ჯგუფმა " არა " წარმოგვიდგინა ახალი სიმღერა " იქ "

სიმღერის კლიპი წინა კლიპებისგან განსხვავებით lyrics არ წარმოადგენს, უნდა ველოდოთ თუ არა უფრო შემოქმედებით კლიპებსა და ქოვერებს ჯგუფისგან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ჯგუფის წევრს, ზურა ჯავახიას ვესაუბრეთ, იხილეთ ინტერვიუ და სიმღერის ტექსტი


www.facebook.com/ aitu ara





ANGEL: ეს ჯგუფის პირველი სიმღერაა, რომელსაც ტექსტურის ნაცვლად აქვს კლიპი, თუმცა კი ეს სიმღერაც კვლავინდებურად ლირიულია. კვლავ ვიხილავთ lyrics კლიპებს, თუ უნდა ველოდოთ უფრო შემოქმედებით კლიპებს?

არა: მეც და გიორგისაც (გიორგი ჭილაია) ცოტა მოგვწყინდა ტექსტები შავ ფონზე (გიორგიმ ლეპტოპი დაკარგა ჩვენს ბოლო კონცერტზე და რადგან ისაა ვიზუალური არა გადავწყვიტეთ ვიდეოს გაკეთება). შემდეგ ვიდეოებში ტექსტსაც მივამატებთ ალბათ, თუმცა ეს სიმღერა მინდოდა რომ ტექსტის გარეშე ყოფილიყო. ცოტა ყურიც რომ გაგვევარჯიშებინა ))

ANGEL: თუ არის სიმღერა "იქ"-ს შთაგონების წყარო რეალურ განცდებზე დაფუძნებული?
არა: რა თქმა უნდა ისევე როგორც ჩვენი ყველა სიმღერა, ესეც რეალურ ამბებზეა, რეალურ განცდებზეა დაფუძნებული.

ANGEL: აპირებთ თუ არა სიმღერების ქოვერ-ვერსიების ჩაწერას, თქვენ ხომ უკვე ჩაწერეთ "ნათლია"
არა: გვინდა გითხრათ რომ საკმაოდ ბევრ ექსპერიმენტს ვატარებთ, ამის გარეშე აზრი დაეკარგებოდა ყველაფერს.. ამ ეტაპზე ისევ საკუთარ სიმღერებს დავუბრუნდებით. "ნათლია"ც იმიტომ გავაკეთეთ, რომ ახლოს იყო ჩემს ხასიათთან.

ANGEL: თითქოს მსუბუქად და იუმორისტულად უდგებით გარკვეულ თემებს, მაგრამ ვხედავთ, რომ საკმაოდ აქტიურად წერთ სიმღერებს და სერიოზულად უდგებით ამ სფეროს, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმების შესახებ მოგვახსენეთ: რას უნდა ველოდოთ "არა"-სგან 'თუ კი აპრილი მოვა'
არა: არასგან უნდა ველოდოთ ყველაფერს )) სადღაც ერთ თვეში დიდ კონცერტს ვგეგმავთ. მანამდე დაველოდოთ აპრილს



არა - " იქ "
სიმღერის ტექსტი

საღამოს ჩუმად ვდგები დ'მივდივარ იქ სადაც არავინ მხვდება,

შენ სადახარ მე ვერ ვხვდები, შენ აქახარ და მეც ყველა მხვდება,
მელოდება იქ, მელოდებიან აქ,
მე კი არავის და არაფრის თავი არ მაქ (თავი არ მაქ)
ამ თვის ბოლოს, მოგიტან ჟოლოს,
მოგიტან ჭერამს ახალ წლის ბოლოს,

არასდროს გეტყვი რომ ვარ უცოლოდ,
შენ არ ხარ ერთი ამ ქვეყნად მხოლოდ,
არასდროს გეტყვი - "მიყვარხარ ძლიერ,
გრძნობა შენდება მხოლოდ ჩემს მიერ",

არასდროს ვიტყვი ჩემთვისაც არა,
გარბიან დღეები ღამეზზე ჩქარა,
გარბიან თვეები, გარბიხარ შენც და
ყველას შევუნდე ვინც ირგვლივ შეცდა,

ყველას ვუთხარი რაც მქონდა გულში,
არ მიმართლებდა მე ..........
ვიცი აპრილი არასდროს მოვა,
თუ მან მარტივით ვეღარ იგლოვა,

როცა ზამთარი დაათოვს რუკას,
საათს გადავწევ ათი თვით უკან.."

კატეგორია: მუსიკა, ქართველები
Tags:

4


  • Tekle_S თქვა:
    20 მარტი 2014 20:23 - ID: 4,
    "არა" ! <3 love

  • chyipina თქვა:
    20 მარტი 2014 18:39 - ID: 3,
    ჩემი აზრით მათი რეპერტუარიდან ეს სიმღერა საუკეთესოა. შინაარსობრივად, მელოდიით თუ თემატიკით. მიხარია არას პროგრესული განვითარება და მართლაც ყველაფერს, არა ყველაფერ საუკეთესოს ველი მათგან.
    ჰომართლა, ნამდვილად სასიამოვნოა ენჯელზე რომ უცებ არას ინტერვიუს პოულობ ^^ <3

  • ANGEL თქვა:
    20 მარტი 2014 15:26 - ID: 2,
    ძალიან მომწონს ეს ჯგუფი:)
    ტექსტები მომწონდა რომ ეწერებოდა, რადგან ძალიან მაგარი ტექსტი აქვს ყველა სიმღერას:)
    ნათლია -ს ქოვერიც მაგრად მომეწონა, მათი სტილი:) <3

  • marika0704 თქვა:
    20 მარტი 2014 15:16 - ID: 1,
    სასიამოვნო სიმღერაა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top