27 March 2014      ANGEL     Views 2 858    
Category: Music / Georgians

პანჩოს  ყველაზე ცნობილი სიმღერები


ქართველი შემსრულებლის და სიმღერების ავტორის, პანჩოს რამდენიმე ცნობილი სიმღერა, რომელიც გვიყვარდა 90' წლებიდან მოყოლებული და დაგვეთანხმებით, ნებისმიერი ასაკის მსმენელისთვის დღეისათვისაც საყვარელი და სათუთი სიმღერებია.



ასი წლის შემდეგ


ასი წლის შემდეგ ისევ ქალაქში ზამთარი მოვა.
ასი წლის შემდეგ ისევ დაიწყებს ფანტელი თოვას.
ასი წლის შემდეგ ისევ გეჯდები მღელვარედ გვერდზე.
ასი წლის შემდეგ ისევ გაკოცებ მხურვალედ ხელზე.


მე ისევ მიყვარხარ როგორც უწინ,
და ისევ მაკვირვებს შენი ცრემლები,
მე ისევ გნახე ქუჩაში გუშინ,
და ავიფარე სახეზე ხელი.
ასი წლის შემდეგ ისევ ვიჯდებით მე და შენ ბაღში.
ასი წლის შემდეგ ისევ ვიჩხუბებთ, შენ წახვალ სახლში.
ასი წლის შემდეგ გზას გამინათებს მე შენსკენ მთვარე.
ასი წლის შემდეგ როცა გამიღებ პატარავ კარებს,
მე გეტყვი

ასი წლის შემდეგ ალბათ ვიქნებით ასოცდაათის.
ასი წლის შემდეგ მოგვენატრება ჩვენ ოცდაათი.
ასი წლის შემდეგ ისევ ვიჯდებით ბებრები ერთად.
ასი წლის შემდეგ როცა ვიქნებით ჩვენ ახლოს ღმერთთან,
მე გეტყვი.






უბერავს ქარი

უბერავს ქარი, იღება კარი
შემოდის ქალი, ვაი რა ქალი
კონიაკით მთვრალი, მე ცოცხალ-მკვდარი,
ცრემლით მევსება ორივე თვალი.
შენ ანგელოზად ღმერთმა გაკურთხა,
მთვარემ გაჩუქა სევდის საფარი,
შენა ხარ ჩემი ვარსკვლავი.
ტუჩები სველი, ფეხები გრძელი,
ერთიც შევივსოთ, გამიშრა ყელი.
ოთახი ბნელი, ბუხარი ძველი,
ჩამოიჩოჩე მოგხვიო ხელი.

პატრუქი იწვის, სანთელი ქრება,
ცხოვრება ფიფქივით დნება და დნება.
უბერავს ქარი, იღება კარი
და ჩემგან მიდის ლამაზი ქალი.






ცაში ახედე

ცაში ახედე, რა ლამაზია ვარსკვლავთა ცვენა,
ცაში ახედე, რა ლამაზია ეს თეთრი მთვარე,
რა ლამაზია - თეთრი ღრუბლები.. თავი დამადე ნუ იღრუბლები,
მე შენთვის მინდა ეს ვარსკვლავები მტვარე და ღამე..

ცაში ახედე, რა ლამაზია ეს ცისარტყელა
ცაში ახედე, როგორ უხდება მას ვარდის ფერი
რა ლამაზია ლამაზი სხივები თავი დამადე ნუ იბღვირები,
მე შენთვის მინდა ამ ცისარტყელის ფერები ყველა.

ცაში ახედე, რა ლამაზია ეს სიყვარული,
რა ლამაზია, რომ ამ სიყვარულს ფერება უნდა.
რა ლამაზია, ამაზე ფიქრი.. თავი დამადე მომეცი ფიცი:
რომ გეყვარები ამ ცხოვრებაში პატარავ მუდამ.

ცაში ახედე, რა ლამაზია ვარსკვლავთა ცვენა..








დედა ვატირე

დედა ვატირე მე ყველა ქოლგის,
როცა ციდან თქეშივით მოდის.
...და მოდის და მოდის და მოდის და მოდის
და მოდის და მოდის, წვიმს.

დედა ვატირე მე ყველა ომის,
როცა სიკვდილი ისედაც მოდის.
...და მოდის და მოდის და მოხოხავს, მოდის.
გარეთ ისევ წვიმს.

დედა ვატირე ყველასი თქვენი,
ვინც გადაყლაპა ცხოვრება ჩემი.
...და მოდის და მოდის და მოდის და ჩემი და
რა მოდის.

დედა ვატირე ისეთი ფულის,
რომელსაც კაცი ინახავს, უვლის.
...და მარხავს და უვლის და აზის და უვლის
და სიცოცხლეს მისცემს, სიკვდილი უღირს.

დედა ვატირე მე ყველა ჭორის,
უთანხომოებას კაც და ქალს შორის.
რომ მოდის და მოდის და მოაქვს და მოდის
...და გარეთ ისევ წვიმს.

დედა ვატირე რელსებზე წოლის,
მატარებელი თუ მოგორავს მოდის.
...და ჩუქუ-ჩუქუ-ჩუქუ-ჩუქუ, მოგორავს, მოქრის
...და გარეთ ისევ წვიმს.

დედა ვატირე მე ყველა რჩევის,
თუ მიწოდება ჯობია ხელის,
ან ერთის, ან ორის, ან ბევრის და გული
და სული და მოდის და მოდის და მოდის

დედა ვატირე მე ყველა რჩევის,
თუ მიწოდება ჯობია ხელის,
ან ერთის, ან ორის, ან ბევრის და გული
და სული და მიდის და მოდის და მიდის
და მოდის და მიდის და მოდის და მოდის
და მოდის და მოდის და მოდის

...და გარეთ ისევ წვიმს.
გარეთ ისევ წვიმს.
გარეთ ისევ წვიმს.




Category: Music / Georgians
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top