;
11 ივნისი 2014      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 1734-ჯერ    
კატეგორიაში: მუსიკა, ქართველები



26 მაისს თბილისი ივენთ ჰოლში გაიმართა
THE MINS -ის სოლო-ლაივ კონცერტი "Blind World",
სადაც ქართულმა ჯგუფმა წარმოადგინა მათი ახალი ალბომი,
ჩვენ გავესაუბრეთ ჯგუფს თუ როგორ ჩაიარა კონცერტმა და რა გეგმები აქვთ

THE MINS Tbilisi Event Hall LIVE
"Blind World" 26/05/2014

ვისაც ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ The Mins-ის ალბომი მათთვის შეიქმნა აუდიო CD-ს სემპლერი, სადაც განთავსებულია ყველა არსებული ჩანაწერის 30 წამიანი სემპლები.
ალბომის შეძენის მსურველები დაუკავშირდით facebook page-ზე www.TheMins.ge





ANGEL: როგორ ჩაიარა 26 მაისს გამართულმა კონცერტმა, სადაც შედგა ალბომის EP ვერსიის გაყიდვა, რომელშიც შესულია 5 სიმღერა: Blind world, O.W.L. და O.W.L (orchestral), My Lover is a Killer, Xenocide, I wish you, როდის იგეგმება ალბომის სრული ვერსიის პრეზენტაცია?

The Mins: 26-ში გამართულმა კონცერტმა ძალიან ენერგიულად და ემოციურად ჩაიარა, ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ასე 500-მდე, რაც ქართული, ფასიანი ალტერნატიული სოლო კონცერტისთვის დამეთანხმებით ძალიან მაღალი რიცხვია. ამ კონკრეტული შემთხვევით ჩვენ ნამდვილად კმაყოფილები ვართ და შემდეგ ლაივებზე სულ უფრო და უფრო მეტ ხალხს ველოდებით. ხალხის რაოდენობის მატების პროგრესი ნათელია.



თვითონ კონცერტი, როგორც ყოველთვის ძალიან სანახაობრივი იყო, მსმენელს ძალიან პოზიტიური და ლოგიკური რეაქციები ჰქონდა. რა თქმა უნდა, დაგვეხმარა შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი, თავისი ემოციური დადგმით და ასევე, გიორგი ბუთიაშვილი დასის საინტერესო პერფორმანსები, რამაც ხალხის მოწონება დაიმსახურა. ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ დაპირებას, რომ ჩვენი ყველა კონცერტი იქნება საინტერესო, განსხვავებული, სანახაობრივი, უარყოფითი ენერგიისგან დასაცლელი და დადებითით დასამუხტი. ასე რომ შემოხაზეთ ნომერი 597 და დაუჭირეთ მხარი ბლოკ ერთნიან the mins-ის მოძრაობას :DDD

სრული ალბომის გამოშვების კონრეტული თარიღი ჯერჯერობით არ ვიცით, რადგან ალბომის ხარისხიან დამუშავებას დიდი დრო და ენერგია ჭირდება, ჩვენ კი დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩანაწერის ხარისხს. სავარაუდოდ, მისი პრეზენტაცია მომოვალ წელს მოხდება ახალ კლიპთან ერთად. მანამდე კი 26 მაისის ლაივის აუდიო-ვიდეო დამუშავება მინდინარეობს და მალე მსმენელს საშუალება ექნება მთლიანი ლაივი მაღალი ხარიხსით ნახოს.







ANGEL: კონცერტის, რომელიც სულ ახლახან გამართეთ იდეა მდგომარეობდა: მშვიდობა, თავისუფლება, ახალგაზრდობა და ენერგიაში. რეპერტუარში კი ცენტრალური ადგილი უჭირავს ომის, ძალადობის და არეულობის დაგმობას. რა წარმოადგენს თქვენი შთაგონების წყაროს და რა მიზანს ემსახურება თქვენი მუსიკა

The Mins: ჩვენი შთაგონების წყაროა ჩვენი თვალთახედვა დღევანდელი მსოფლიოს მიმართ, რაც გამომდინარეობს სოციუმის ცნობიერებიდან. ხშირ შემთხვევაში ადამიანი თვალს ხუჭავს მის გარშემო არსებულ პრობლემებზე და ურჩევნია იცხოვროს ცვლილებების გარეშე და უარი თქვას თავის პირად ინტერესებზე, იმის გამო რომ არ აღმოჩნდეს მასისგან გარიყული და მიყვება კონფორმისტულ ცხოვრებას. ჩვენ გვინდა ასეთი ადამიანების გამოფხიზლება და იმის ჩვენება რომ ჯობია შეეწინააჭმდეგო იმას, რაც არ მოგწონს, ვიდრე იყო გლობალური მართვის იარაღი და ბრმა სამყაროს ნაწილი.





ANGEL: სოლო კონცერტს განსაკუთრებული პერფორმანსიც ახლდა თან პანტომიმის თეატრის მსახიობების დახმარებით, აქვე გავიგეთ, რომ ზაზა სცენაზე ფეხმოტეხილი, საწოლით მოათავსეთ სცენაზე. ჩანს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებით მუსიკას და ვერაფერი შეგაჩერებთ, რა გეგმები აქვს ჯგუფს და თუ აპირებთ თქვენი მუსიკა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანოთ

The Mins: პერფორმანსში კარგად წარმოვაჩინეთ ზემოთ ხსენებული კონცეპცია ადამიანის ცნობიერებასთან დაკავშირებით, სადაც ნაჩვენები იყო მეომრები, რომლებიც ბრმად ეწირებიან მმართველ ძალას და მათი მემორიალი, სადაც ქალი ასახიერებს მარადიულ ცეცხლს. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, პირველ რიგში ვაპირებთ ჩვენი პორტფოლიოს გაზრდას, სადაც აუცილებელი კომპონენტია ალბომის გამოცემა და დასავლური ბაზრისთვის დამაკმაყოფილებელი პროფესიონალური კლიპი, რომელიც დაგვეხმარება დავაინტერესოთ უცხოური ლეიბლები და ფესტივალები.






ANGEL: რა გეგმები გაქვთ საქართველოში და სად შეუძლია მაყურებელს თქვენი ლაივ შესრულების მოსმენა უახლოეს მომავალში?

The Mins: იგეგმება რამდენიმე ფესტივალზე გამოსვლა უახლოეს მომავალში, თუმცა ზუსტი თარიღები არ ვიცით. ვინც დაინტერესებულია ჩვენს ლაივებზე მოსვლით და არ უნდა რომ გამოტოვოს, დაგვიკავშირდეს ფეისბუქის The Mins- ის გვერდზე www.themins.ge და მოგვწეროს თავისი მეილის მისამართი და მობილურის ნომერი, რის შემდეგაც, ჩვენ მათ შევიყვანთ fan base-ს სიაში და მათ ექსკლუზიურად მიუვათ ინფორმაცია ჩვენს ყველა სიახლეზე. ამის გარდა, მათ ექნებათ გარკვეული უპირატესობები, რაზეც დროთა განმავლობაში შეიტყობენ პირადად.






ANGEL: ზვიად, რომელი სიმღერაა პირადად თქვენთვის ყველაზე გამორჩეული ჯგუფის რეპერტუარიდან და თქვენ და თქვენი მეუღლის სიმღერის მოსმენა როდის შეეძლება ფართო აუდიტორიას (როგორც ამოვიკითხე ერთადაც ქმნით მუსიკას)

The Mins: The Mins:-ის ყველაზე საყვარელი სიმღერაა someone's weapon, რომლის ჩანაწერი ჯერჯერობით არ არსებობს, და ეს იქნება ის სიმღერა, რომელიც გამოვა ალბომთან ერთად კლიპის პრეზენტაციის სახით.
ზვიადი: რაც შეეეხება ჩემი და ჩემი მეუღლის პროექტს Shraves- ს, ამ დროისთვის არ გვაქვს დაგეგმილი კონცერტები, მაგრამ მომავალში ვგეგმავთ ძალიან საინტერესო კლიპის პრეზენტაციას.

ANGEL: მადლობა ინტერვიუსთვის და წარმატებები The Mins-ს


იხილეთ ლაივ კონცერტის ამსახველი სრული ფოტომასალა www.facebook.com/TheMinsOfficial-ის ალბომში:
facebook.com/media/set/?set=a.684724264932897.1073741841.134981279907201&type=3
ჩაეწერეთ fan base-ში www.themins.ge








კატეგორია: მუსიკა, ქართველები
Tags:

2


  • nini:)(: თქვა:
    11 ივნისი 2014 16:26 - ID: 2,
    ძალიან კარგი ჯგუფია....♥♥ წარმატებას ვუსურვებ...★★

  • ANGEL თქვა:
    11 ივნისი 2014 15:57 - ID: 1,
    ფეხმოტეხილი - საწოლით ორიგინალურიც კი იყო:)
    კარგი შემართებით არის ეს ჯგუფი განწყობილი <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top