11 July 2014      DarkPassionPlay     Views 3 223    
Category: Music / Stars

გასული წლებისგან განსხვავებით დღესდღეობით როკში/მეტალში ბევრად მეტი ქალი მოღვაწეობს ვიდრე ადრეულ წლებში. მიუხედავად იმისა რომ როკი/მეტალი სასიმღეროდ ძალიან რთული ჟანრია, განსაკუთრებით კი ქალებისთვის ისინი თავიანთ საქმიანობას მაინც კარგად ართმევენ თავს და არ ჩამოუვარდებიან სხვა ჟანრის შემსრულებელ ქალებს.
წარმოგიდგენთ ყველა დროის როკ/მეტალის ჟანრში შემსრულებელ ყველაზე ცნობილ ქალებს



Amy Lee
ემი ლი

ცნობილი ამერიკელი როკ მომღერალი. ცნობილია როგორც ჯგუფ ევანესენსის(Evanescence) სოლისტი.
დაბადებულია: 1981 წლის 13 დეკემბერს(32 წლის)
უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტებზე როგორიცაა: არფა, ორღანი, ფონტეპიანო
მისი ვოკალური დიაპაზონია: Eb3-E6(3 ოქტავა).
სტილი: ღია ყელი(ჩვეულებრივი სასცენო ხმა)






Simone Simons
საიმონ საიმონსი

ცნობილი მომღერალი მეტალ ჟანრში. წარმოშობიტ ნიდერლანდებიდან. ცნობილია როგორც სიმფონიურ მეტალის ჯგუფ ეპიკას(EPICA) სოლისტი.
დაბადებულია: 1985 წლის 17 დეკემბერს(29 წლის)
ინსტრუმენტები: ფორტეპიანო, ფლეიტა
ვოკალური დიაპაზონი: C3-D6(3 ოქტავა)
სტილი: საოპერო ხმა(დახურული ყელი), ღია ყელი






Tarja Turunen
ტარია ტურუნენი

ცნობილი მეტალ/საოპერო ჟანრის მომღერალი ფინეთიდან. ცნობილია როგორც სომფონიურ მეტალ ჯგუფის ნაითვიშის(Nightwish) ყოფილი სოლისტი(1996-2005). ჯგუფიდან გაანთავისუფლეს 2005 წელს რეპეტიციების გაცდენის, კონცერტების უმიზეზო გაუქმების, ფანებთან უხეში დამოკიდებულების და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო
დაბადებულია: 1977 წლის 17 აგვისტო (36 წლის)
ინსტრუმენტები: ფორტეპიანო
ვოკალური დოაპაზონი: (F3-Ab6) 3 ოქტავა
სტილი: საოპერო ხმა






Anette Olzon
ანეტ ოლზონი

ცნობილი შვედი პოპ/როკ მომღერალი ანეტ ოლზონი. ცნობილია როგორც სომფონიურ მეტალ ჯგუფის ნაითვიშის(Nightwish)ყოფილი სოლისტი(2007-2012)
დაბადებულია: 1971 წლის 21 ივნისს(43 წლის)
ინსტრუმენტები: ობოე (ჩასაბერი ინსტრუმენტი)
ვოკალური დიაპაზონი: D3-Bb6(2,5 ოქტავა)
სტილი: ღია ყელი






Alissa White-Gluz
ალისა უაით-გლასი

ცნობილი კანადელი როკ/მეტალ მომღერალი. ცნობილია როგორც ჯგუფ Arch Enemy-ის ამჟამმინდელი ვოკალისტი. მიუხედავად იმისა რომ ალისა ქალია იგი ძალიან კარგად აკეთებს ვოკალურად ძალიან რთულად შესასრულებელ ე.წ გროულინგს და ასევე მღერის ჩვეულებივად ანუ ღია ყელით.
დაიბადა: 1985 წლის 31 ივლისს(28 წლის)
ინსტრუმენტები: მხოლოდ ვოკალი
ვოკალური დიაპაზონი: Eb3-C#6 (3 ოქტავა)
სტილი: გროულინგი, ჩვეულებრივი სასცენო ხმა(ღია ყელი)






Angela Gossow
ანჯელა გოსოუ

ცნობილი გერმანელი დეს-მეტალის ჟანრში მომღერალი ანჯელა გოსოუ ცნობილია როგორც ჯგუფ Arch Enemy-ის ყოფილი ვოკალისტი. ანჯელა არის საუკეთესო ქალი "გროულინგში".
დაიბადა: 1974 წლის 5 ნოემბერს(39 წლის)
ინსტრუმენტები: გიტარა, აკორდეონი.
ვოკალური დიაპაზონი: 3 ოქტავა
სტილი: გროულინგი





Taylor Momsen
ტეილორ მომსენი

ტეილორ მომსენი არის ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ასევე როკ ჯგუფის Pretty Reckless-ის სოლისტი. აქტიურია 1997 წლიდან, მან მხოლოდ 4 წლის ასაკში დაიწყო სიმღერა. მღერის მხოლოდ ღია ყელით(ჩვეულებრივი სასცენო ხმით). ახალგაზრდა გოგონა რომელსაც ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს.
დაიბადა: 1933 წლის 26 ივლისს(20 წლის)
ინსტრუმენტები: გიტარა
ვოკალური დიაპაზონი: Eb3-E5(2,1 ოქტავა)
სტილი: ღია ყელი(ჩვეულებრივი სასცენო ხმა)






Floor Jansen
ფლორ იანსენი

ფლორ იანსენი ცნობილი როკ/მეტალ ჟანრის შემსრულებელი ნიდერლანდებიდან. ცნობილია როგორც ჯგუფების: After Forever, ReVamp, Nightwish(2012-დღემდე) სოლისტი. მსოფლიო მაშტაბით აღიარებული მეტალის პრინცესა არაერთი ცნობილი და გავლენიანი მუსიკოსის მიერ. ფლორს აქვს ძალიან მრავალფეროვანი ხმა, შეუძლია იმღეროს სამივე სტილში: საოპერო ხმით, ღია ყელით(ჩვეულებრივი სასცენო ხმით) და გააკეთოს გროულინგი. (ზემოთ ჩამოთვლილი მომღერლებიდან ამის უნარი არცერთსმ მათგანს არ აქვს)
დაბადებულია: 1981 წლის 21 თებერვალს(33 წლის)
ინსტრუმენტები: ფორტეპიანო, ფლეიტა, გიტარა
ვოკალური დიაპაზონი: B2-F6(5 ოქტავა)
სტილი: საოპერო ხმა, ღია ყელი(ჩვეულებრივი სასცენო ხმა), გროულინგი.






ყველაზე ცნობილი ქალები როკში/მეტალში

ამონარიდი ინტერვიუდან Doro Pesch-თან, ცნობილი როგორც Metal Queen
თარგმანს წარმოადგენს: facebook.com/Nightwish.fan.club.in.Georgia ფეიჯი

თუ თქვენ ხართ მეტალის დედოფალი მაშინ ვის მიანიჭებთ მეტალის პრინცესის ან ქალღმერთის სტატუსს?
დორო (მეტალის დედოფალი): "რთული შეკითხვაა, რადგან მე ყველას ვაფასებ და ვთვლი რომ მეტალში მყოფი ქალების შრომა წარმოჩენილია, მაგრამ მე თაყვანს ვცემ ანჯელას Arch Enemy-დან და ასევე ფლორს Nightwish-დან, ეს უკანასკნელი (ფლორ იანსენი) არის ჩემი ფავორიტი. მე ვნახე DVD, რომელიც ჩაწერეს და მოხიბლული ვარ მისით და მისი ვოკალური შესაძლებლობებით."

"ის არის ძალიან კარგი პიროვნება და ნამდვილი ხელოვანი, რომელსაც შეუძლია იმღეროს რაც გინდა და როცა გინდა.
ნებისმიერ შემთხევაში ის იქნება მეტალის ქალღმერთი ან დედოფალი. მე გავოგნდი როდესაც მოვუსმინე მას ნაითვიშის ახალ DVD-ზე. მე ის ძალიან მომეწონა. მისი და მარკოს(ნაითვიშის მამაკაცი ვოკალისტი) დუეტი იყო გასაოცარი."





Category: Music / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top