29 July 2014      DarkPassionPlay     Views 3 242    
Category: Music / Stars

ბიონსეს ვოკალური შესაძლებლობები

ყველასთვის ცნობილია, რომ ბიონსე მსოფლიოში ერთერთი აღიარებული ვოკალისტია. თუ არ ჩავთვლით მეტალში მოღვაწე ზოგიერთ ქალბატონს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ როგორც ვოკალისტი ბიონსე დღესდღეობით ერთერთი საუკეთესოა. მისი ვოკალური მონაცემებია: დიაპაზონი-B2- C6(3,1 ოქტავა) მეცო სოპრანო. ბიონსეს აქვს ძაილან ადვილად დამყოლი ვოკალი და სწორედ ამიტომ მას შეუძლია გააკეთოს სწრაფი მელიზმები ყოველგვარი ხარვეზის, დეტონაციისა და უსუფთაო ბგერების გარეშე.

ბიონსეს ვოკალური შესაძლებლობებიბიონსეს ვოკალური შესაძლებლობები

დიაპაზონი/დადებითი მხარეები/ხარვეზები

ვოკალური დიაპაზონი: 3,1 ოქტავა(B2- C6 )
ვოკალის ტიპი: მეცო-სოპრანო
სტვენის რეგისტრი: არ აქვს
ყველაზე ხანგრძლივი ბგერა: 14 წამი სიმღერაში Flaws And All ლაივ შესრულებაში.

დადებითი მხარეები: ბიონსეს შეუძლია გააკეთოს სწრაფი მელიზმები ყოველგვარი უსუფთაო ბგერის, დეტონაციისა და ხარვეზის გარეშე. მისი ხმა არის ძალიან ელასტიური. მას შეუძლია ავიდეს მეხუთე ოქტქავის ბგერებზე ყოველგვარი ხარვეზის გარეშე და ეს კარგად ჩანს მის ცოცხალ შესრულებებშიც.

ბიონსეს ვოკალური შესაძლებლობები


ბის აქვს თბილი ხმის ტემბრი რომელიც გახლავთ ასევე ადვილად ამომცნობადი. მისი მელიმზებისა და ვიბრაციის გამო. ეს მისი ერთერთი ყველაზე დიდი დადებითი მხარეა რაც ეხმარება მას იყოს მეტად პოპულარული. ძალიან რთულია ვერ გამოარჩიო ბიონსეს განსხვავებული ხმის ტემბრი სხვა მომღერლებისგან.

ვოკალური ხარვეზები: ვერ ვიტყვით რომ ბიონსეს აქვს იმდენად სუფთა ხმა, რომ ცოცხლად შესრულებებში ხარვეზები არ მოსდის მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ხარვეზების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია სხვა მისი ასაკის მომღერლებთან შედარებით. შეიძლება ითქვას რომ მისი ერთადერთი ხარვეზია ხმის სიმკვახე და გამსჭვალობა მაღალი(ვიბრატოს) ნოტების აღების დროს, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბიონსე სიმღერის ცოცხლად შესრულების დროს საცეკვაო ნომრებსაც გვთავაზობს.

ბიონსეს ვოკალური დიაპაზონი სტუდიური ჩანაწერების მიხედვით:



ბიონსეს ვოკალური დიაპაზონი ცოცხალი შესრულებების მიხედვით:












Category: Music / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top