26 February 2015      Ancho.     Views 1 721    
Category: Music / Stars

http://media.giphy.com/media/oGd8pyfukEZgI/giphy.gif


სკარლეტ იოჰანსონმა საკუთარი პოპ-ჯგუფი ჩამოაყალიბა
The Singles

მას შემდეგ რაც წერდა დუეტებს პიტ იორნნთან ერთად და ასრულებდა ტომ უეთსის მიერ დაწერილ სიმღერებს, მსახიობმა გადაწყვიტა სერიოზულად დაკავებულიყო მუსიკით. ამჯერად, იოჰანსონმა შეკრიბა ქალებით დაკომპლექტებული პოპ ჯგუფი The Singles. მისი პირველი ნაბიჯი ე.წ. პანკის სტილში გაკეთებული ვარცხნილობა გახდა, რომლითაც ის "ოსკარის" ცერემონიალზე მოგვევლინა.

http://assets.rollingstone.com/assets/2015/article/scarlett-johanssons-new-band-faces-cease-and-desist-20150225/187351/medium_rect/1424894381/720x405-GettyImages_464223190.jpg


ჯგუფფის დანარჩენი წევრები არიან: ჰოლი მირანდა (Holly Miranda), ჯულია ჰალთიგანი (Julia Haltigan), კენდრა მორისი (Kendra Morris) და ესტი ჰაიმი (Este Haim).

ჯგუფის პროდუსერი არის დეიც სიტეკი, რომელსაც წარსულში ნამუშევარი აქვს მსახიობთან. პროექტის იდეა უბრალოა-შექმნან მაქსიმალურად მსუბუქი საცეკვაო პოპ მუსიკა, რომელთა შემსრულებლებიც გოგონები გახდებიან.

ჟურნალთან Rolling Stone სკარლეტმა განაცხადა, რომ ჯგუფის შექმნისას ორიენტირებული იყო ისეთ ჯგუფებზე როგორებიც არიან Grimes, Bangles და Go-Go. «ისინი ასრულებენ ულტრაპაპსას, მაგრამ ამას აკეთებენ დიდი ირონიით, თითქოს ხუმრობით», — განაცხადა იოჰანსონმა.

http://images4.cosmopolitan.ru/upload/img_cache/3b6/3b6bb427ab841067ac2c75d12eb883be_cropped_630x350.jpg


გოგონების პირველ სინგლს ეწოდება Candy, რომელიც ნამდვილად ჩათვალეს "ულტრაპაპსად და საცეკვაო კომპოზიციად".




სკარლეტ იოჰანსოსნი მუსიკალური დებიუტი 2008 წელს შედგა, როდესაც გამოვიდა მისი პირველი ალბომი
Anywhere I Lay My Head

ერთი წლის შემდეგ კი ახალი ალბომი ჩაწერა პიტ იორნთან (Pete Yorn) ერთად
Break Up


http://assets-s3.usmagazine.com/uploads/assets/article_photos/91502867_Scarlett-Johansson-467.jpg


Category: Music / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top