;
9 მარტი 2015      slimshady     5 კომენტარი     ნანახია 1427-ჯერ    
კატეგორიაში: მუსიკა, ვარსკვლავები

კარლი რეი ჯეპსენის ახალი ვიდეო კლიპი
კანადელი მომღერალი კარლი რეი ჯეპსენი,რომელიც ყველასთვის ცნობილი სიმღერით "Call Me Maybe"-ით გახდა მსოფლიო მასშტაბით ცნობილი,ახალ ალბომზე მუშაობს,რომელიც გაყიდვაში 2015 წლის ზაფხულში შემოვა.სულ ახლახანს კი კარლის მესამე ალბომიდან პირველი სინგლის ვიდეო კლიპი გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში.კლიპი სიმღერაზე - I Really Like You იუთუბზე უკვე რამდენიმე მილიონმა ადამიანმა ნახა და მან პოზიტიური შეფასებაც მიიღო.სიმღერას ამ წლის საზაფხულო ჰიტად მოიხსენიებენ და ვარაუდობენ,რომ მისი მოსმენა ყველგან იქნება შესაძლებელი.

ყველასთვის გასაკვირად,ვიდეოში ოსკარის მფლობელი მსახიობი ტომ ჰენკსი გამოჩნდა როგორც მთავარი გმირი.ტომი სიმღერის ტექსტს აყოლებდა პირს და ნიუ იორკის ქუჩებში ცეკვავდა უამრავ სხვა მოცეკვავესთან,კარლისთან და ჯასტინ ბიბერთან ერთად.ჯასტინი თავის კანადელ თანამემამულეს მხარს უჭერს და კარლის ახალ სიმღერას,მომღერლების საერთო მენეჯერის-სკუტერის დახმარებით,პრომოტირებას უწევს.






კარლი რეი ჯეპსენის ახალი ვიდეო კლიპი
კარლი რეი ჯეპსენის ახალი ვიდეო კლიპი
კარლი რეი ჯეპსენის ახალი ვიდეო კლიპი

კარლიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა,რომ ტომმა მას თავად შესთავაზა კლიპში მონაწილეობის მიღება. "ვიდეო კლიპის 15 სხვადასხვა ვერსია შემომთავაზეს.ყველა ვერსია ძალიან რომანტიული და საყვარელი იყო,თუმცა სიმღერა რადგანაც თავად ასევე რომანტიული და საყვარელი იყო,გადავწყვიტე კლიპი უფრო სასაცილო და კომიკური გადამეღო.მე და ჩემი მენეჯერი-სკუტერი ამ თემაზე ვსაუბრობდით და მოვიფიქრეთ,რომ სასაცილო სწორედ მომღერალი უნდა ყოფილიყო.უნდა აგვერჩია ისეთი ადამიანი,რომლისგანაც ასეთი სიმღერის წამღერებას არავინ ელის.ორივეს მოგვეწონა ეს იდეა და სკუტერმა ერთ დღეს ლანჩზე ტომს მოუყვა ყველაფერი.ტომმა კი უთხრა:მე რატომ არ მითხარით,სიამოვნებით შევასრულებდი ამ როლს!"

ჯასტინი,კარლი და ტომი პაპარაცებმა თებერვლის შუა რიცხვებში დააფიქსირეს გადაღებებზე ნიუ იორკი ქუჩებში.კარლის თქმით გადაღებები ყველაზე ცივ დღეს დაემთხვა ნიუ იორკში 2004 წლის შემდეგ.კადრს მიღმა ვიდეოში ვხედავთ,თუ როგორ სცივა ტომს თხელ ქურთუკში.თუმცა კარლი და ჯასტინი მაისურებში გამოეწყვნენ და სიცივეს ვაჟკაცურად იტანდნენ.

კარლი რეი ჯეპსენის ახალი ვიდეო კლიპი
კარლი რეი ჯეპსენის ახალი ვიდეო კლიპი
კარლი რეი ჯეპსენის ახალი ვიდეო კლიპი
კარლი რეი ჯეპსენის ახალი ვიდეო კლიპი
კარლი რეი ჯეპსენის ახალი ვიდეო კლიპი
კარლი რეი ჯეპსენის ახალი ვიდეო კლიპი
კარლი რეი ჯეპსენის ახალი ვიდეო კლიპი
კარლი რეი ჯეპსენის ახალი ვიდეო კლიპი
კარლი რეი ჯეპსენის ახალი ვიდეო კლიპი

კატეგორია: მუსიკა, ვარსკვლავები
Tags:

5


  • Crooks თქვა:
    10 მარტი 2015 13:28 - ID: 5,
    კიდევ ბიბერით თუ გაჭიმავს ეს. რას დაემგვანე ჯუსო რა არის? lol lol lol

  • maliashine თქვა:
    10 მარტი 2015 01:09 - ID: 4,
    ჩემდა გასაოცრად მისტერ ბიბერი ძალიან ძალიან ძალიან დახვეწილი მეჩვენა. უკეთესობისკენ ეცხვლება გარეგნობა აშკარად, ძალიან მომეწონა, რა უსამართლობაა :/ wink feel

    სიმღერა ნოუ, ვიდეო ნოუ, ჰენქსი YEსსსსს love

  • demetria თქვა:
    9 მარტი 2015 21:50 - ID: 3,
    აუუ ძაან მომწონსს მხიარულიაა და ვაფშე ტომი იჩითება ამაზე მაგარი რაგინდაა სწორი გადაწყვეტილება კომიკურიი მოუხდა ამყველაფერს

  • justareal თქვა:
    9 მარტი 2015 21:13 - ID: 2,
    მარტო ჯასტინი მომეწონა :D ბოლოს ... :* :დ :D

  • elenuca44 თქვა:
    9 მარტი 2015 19:21 - ID: 1,
    რა სისულელე კლიპია, საერთოდ არ მომეწონა. პოზიტიური არი მარა :/ ...

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top