10 March 2015      AnnLennon1     Views 1 712    
Category: Music / Stars

Chris Jamison/კრის ჯემისონიChris Jamison/კრის ჯემისონი


კრის ჯემისონი გახლავთ 20 წლის ამერიკელი პოპ, სოულ მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელიც დაიბადა 1994 წლის 6 ივნისს ფილადელფიაში. კრისი ფართო საზოგადოებამ გაიცნო მუსიკალური კონკურსის ‘The Voice’-ის მე-7 სეზონში მონაწილეობით, სადაც ის ადამ ლევინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონრკუსანტი იყო. დღესდღეობით, ჯემისონი თანამშრომლობს ერთ-ერთ ხმისჩამწერ სტუდიასთან, რაშიც მას თავად ადამი და ჯესი ჯეი დაეხმარნენ და გამოსულია მისი პირველი ჰიტი ‘Velvet’. გარდა ამისა, ჰყავს საკუთარი ბენდი და მათთან ერთად კონცერტებს მართავს ამერიკის გარშემო. მოდით გავიცნოთ ახალგაზრდა და ნიჭერი მომღერალი კრის ჯემისონი, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში ახალი სახეა და კარიერული წინსვლისკენ იბრძვის.

Chris Jamison/კრის ჯემისონი


▲ მოკლე ბიოგრაფია ▲

დაიბადა და გაიზარდა ჩრდილოეთ პიტსბურგში მიშელ და ბრაიან ჯემისონების ოჯახში. მას ჰყავს ოთხი დედმამიშვილი, რომლებთაგან ორი და ემილი და სამანტა მისი ტყუპი დები არიან. დადიოდა ‘North Hills’-ის სკოლაში, სადაც გამორჩეული მოსწავლე გახლდათ, ხოლო შემდგომ ჩააბარა პიტსბურგის აკადემიაში ‘Capital University’-ში, სადაც ამჟამად სწავლობს ბიზნესის მარკეტინგს.

Chris Jamison/კრის ჯემისონი



♫ კარიერის დასაწყისი ♫

Chris Jamison/კრის ჯემისონი


კრისის მუსიკალური და სამსახიობო კარიერა დაიწყო სკოლაში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა თეატრალურ მუსიკალურ დადგმებში და იყო მთავარი როლის მფლობელი სპექტაკლში ‘ურჩხული და მზეთუნახავი. პეპერის როლის მოსარგებად ფიქრობ, რომ არ ხარ გამორჩეული და კარგი, რომ როლი მოიპოვო, თუმცა მე ეს შევძელი და სწორედ ამ შემთხვევამ ჩამომაყალიბა არტისტად და მიმახვედრა, რომ მსახიობობასთან და მიუზიკლებში მონაწილეობასთან ერთად მსურს ჩამოვყალიბდე მომღერლად და შევქმნა ჩემი რეპერტუარი.’


★ კარიერული წინსვლა და ‘The Voice’ ★

Chris Jamison/კრის ჯემისონიChris Jamison/კრის ჯემისონი


2014 წელს ახალგაზრდა შემსრულებელი დედასთან და დებთან ერთად ‘The Voice’-ის მე-7 სეზონის ქასთინგზე გამოცხადდა. მისი ცხოვრების მოკლე ისტორიის მოყოლის შემდეგ სცენაზე გასვლის დრო დადგა, სადაც მან ჯონ მეიერის რეპერტუარიდან შეასრულა სიმღერა ‘Gravity’. ჯემისონის შესრულება იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ოთხივე ჟიური შემოუტრიალდა, ხოლო თავად მან კი ადამ ლევინის გუნდში მოხვედრა ამჯობინა.

Chris Jamison/კრის ჯემისონი


ლაივ შოუმდე მან დიდი და რთული გზა გაიარა. დავიწყოთ ‘Battle round’, სადაც ის ჯონათან ვინდამს დაუპირისპირდა და დაამარცხა. შემდგომ, დრო დადგა ‘Knockout’-სა, სადაც მან ოტის რედინგის დაუვიწყარი სიმღერის ‘(Sittin' On) The Dock of the Bay’-ის მისეული ვერსია შესთავაზა საზოგადოებას და ყველას გული მოირგო. ადამმა მასში ძალიან დიდი პოტენციალი ნახა და შანსი მისცა ლაივებზე მისი გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი ყოფილიყო.

Chris Jamison/კრის ჯემისონი


პირველ ლაივ კონცერტზე მან ნიკ ჯონასის უახლესი ჰიტი ‘Jealous’ იმღერა და ამერიკის ერთ-ერთი რჩეული გახდა. შემდგომ, მან მარკ რონსონისა და ბრუნო მარსის ასევე უახლესი ჰიტი ‘Uptown Funk’ შეასრულა და ამერიკა კვლავ დაუდგა მას გვერდში. ტოპ 8 ლაივზე ის მარვინ გეის ურთულესი სიმღერით ‘Sexual Healing’-ით წარსდგა საზოგადოების წინაშე. კონკურენცია იმდენად დიდი იყო, რომ სამწუხაროდ ბოლო ოთხ კონკურსანტს შორის აღმოჩნდა, რომელთაც კიდევ ერთხელ უნდა ემღერათ პროექტში დასარჩენად. ჯემისონმა აირჩია ლეგენდარული ჰიტი ‘Georgia on My Mind’ და გადარჩენილ იქნა თვითერში ხმების მიცემის შედეგად. ტოპ 5 ლაივზე მან თავისი მენთორის ადამ ლევინის ბენდის სინგლი ‘Sugar’ და ბრუნო მარსის სიმღერა ‘When I Was Your Man’ შეასრულა. ხმების რაოდენობით მან ფინალში მოხვედრა მოახერხა. სემი ფინალურ ტურზე მან პოპვარსკვლავ, ბრიტანელ ჯესი ჯეისთან ერთად შეასრულა დუეტში და მომღერლის დიდი მოწონება დაიმსახურა. კრისმა სამწუხაროდ ვერ გაიმარჯვა, რადგან გამარჯვებულის ტიტული ბლეიკ შელტონის ქანთრი მუსიკის მომღერალმა მოიპოვა, თუმცა კონკურსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე გახდა.

Chris Jamison/კრის ჯემისონიChris Jamison/კრის ჯემისონი

Chris Jamison/კრის ჯემისონი



✖ ✖ ✖
საინტერესო ფაქტები


Chris Jamison/კრის ჯემისონი


Δ ოჰაიოს უნივერსიტეტში, სადაც ის დღემდე სწავლობს ბიზნესის მარკეტინგზე მეილების
დამტარებელია
და ამასთავე მონაწილეობს იქაურ დადგმებში და კონცერტებზე.

Δ მისი სამარკო ნიშანია ფოლსეტო ხმაში მყარად და სუფთად სიმღერა.

Chris Jamison/კრის ჯემისონი


◕ ამბობს, რომ სანამ ქასთინგზე გავიდოდა ფარელის არჩევა სურდა თავის მენთორად, თუმცა პერფორმანსისა და ჟიურის კომენტარების შემდეგ მან აზრი შეიცვალა და ადამ ლევინის გუნდში ყოფნა ამჯობინა. ‘ცხოვრებაში ყოველთვის მსურდა საკუთარ თავზე კრიტიკის მოსმენა, რათა უკეთესი შემსრულებელი გავმხდარიყავი. ადამმა ეს გაბედა და ჩემი ნამღერის შემდეგ გარკვეულ შეცდომებზე მიმითითა. მითხრა, რომ არ ვარ იდეალური, თუმცა მუშაობის შედეგად ყველაფერი ძალიან კარგისკენ შეიცვლებოდა. სწორედ ამან გადამაწყვეტინა ფარელის მაგივრად ადამი ამერჩია და რა თქმა უნდა სწორად მოვიქეცი.’

‘The Voice’-ის ფარგლებში ის თავის მენთორს ადამ ლევინს ძალიან დაუახლოვდა, ხოლო თავად მომღერალმა მას შემდეგი რჩევა მისცა: ‘მან მითხრა, რომ სიმღერის ორიგინალ ვერსიას პატივი უნდა ვცე, მაგრამ ამასთან ერთად მოვიფიქრო რამე განსხვავებული და ჩემეული ვერსია შევთავაზო მსმენელს. ასევე დასძინა, რომ სცენაზე გასვლისას უნდა ვიყო მშვიდად და თავისუფლად და აუცილებლად ინტერაქციაში უნდა შევიდა დამსწრე საზოგადოებასთან.

Chris Jamison/კრის ჯემისონიChris Jamison/კრის ჯემისონი

Chris Jamison/კრის ჯემისონიChris Jamison/კრის ჯემისონი


◆ ერთ-ერთ ლაივზე მან ნიკ ჯონასის ცნობილი ჰიტი ‘Jealous’ შეასრულა მოგვიანებით კი ისაუბრა კიდეც მის შესახებ. ‘პერფორმანსის შემდეგ მან გამომიგზავნა ვიდეო ჩანაწერი, სადაც შემაქო და შესრულება მომიწონა. შემდგომ, მე შანსი მომეცა ნიკს პირადად გავსაუბრებოდი, როდესაც ის შოუში სტუმრად მოვიდა. ნიკი არაჩვეულებრივი ბიჭია, საოცრად თავმდაბალი და კეთილი. ის ყველას სათითაოდ გაგვეცნო და დაგვიახლოვდა რეპეტიციების განმავლობაში.’

Chris Jamison/კრის ჯემისონი


■ სემი ფინალურ შოუზე კი მისი პარტნიორი სცენაზე ბრიტანელი შემსრულებელი ჯესი ჯეი გახდა. ‘სწორი სიტყვების შერჩევა შეუძლებელია, რომ ემოციები გადმოვცე. ჩვენ რეპეტიციის საშუალება არ მოგვეცა კონკრეტულ დღემდე, პერფორმანსის დილამდე, რადგან ჯესი კონცერტებს მართავდა ამერიკის გარშემო. ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მან გვერდით დამისვა და დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე. ის იყო ძალიან გახსნილი ჩემთან მიმართებაში და სცენაზეც გამოჩნდა ეს ყოველივე. მან თავისი პიროვნება უკანა პლანზე გადაწია და საშუალება მომცა მე გამოვჩენილიყავი მთავარ მოქმედ პირად პერფორმანსის შესრულებისას. რაც შეეხება მის ვოკალურ მონაცემებს ის უდავოდ უნიჭიერესია და მისი ვოკალი კი საოცრად ძლიერი.’

■ ‘The Voice’-ის დასრულების შემდეგ ადამ ლევინი და ჯესი ჯეი, რომელიც მისით მოიხიბლა დაეხმარნენ
მას ერთ-ერთ ხმისჩამწერ სტუდიასთან
თანამშრომლობაში. ახლახან გამოვიდა მისი პირველი სიმღერა ‘Velvet’.

Chris Jamison/კრის ჯემისონი


კრისის შთაგონების წყაროა ჯასტინ ტიმბერლეიკი და მისი შემოქმედება. ‘ჯასტინი ჩემზე დიდ ზეგავლენა ახდენდა. ის მუდამ იყო უმთავრესი ინსპირაცია ჩემთვის. მსურდა ავსულიყავი სცენაზე და მასავით ერთდროულად მემღერა და მეცეკვა, რაც მოგეხსენებათ ურთულესი საქმეა მომღერლისთვის.’

Chris Jamison/კრის ჯემისონი

Chris Jamison/კრის ჯემისონი



♬ და ბოლოს, იხილეთ კრის ჯემისონის რამოდენიმე ლაივ შესრულება ♬














ფოტომასალა/გიფები

Chris Jamison/კრის ჯემისონი

Chris Jamison/კრის ჯემისონი

Chris Jamison/კრის ჯემისონიChris Jamison/კრის ჯემისონი

Chris Jamison/კრის ჯემისონიChris Jamison/კრის ჯემისონი

Chris Jamison/კრის ჯემისონი

Chris Jamison/კრის ჯემისონი

Chris Jamison/კრის ჯემისონი

Chris Jamison/კრის ჯემისონი

Chris Jamison/კრის ჯემისონიChris Jamison/კრის ჯემისონი

Chris Jamison/კრის ჯემისონიChris Jamison/კრის ჯემისონი

Chris Jamison/კრის ჯემისონი

Chris Jamison/კრის ჯემისონი

Chris Jamison/კრის ჯემისონიChris Jamison/კრის ჯემისონი

Chris Jamison/კრის ჯემისონი


Category: Music / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top