;

23 January 2012      Trouble_Maker     Views 2327    
Category: Films, Movies » Music

The Beatles-ის პირველი (შემონახული) ბრიტანული ინტერვიუს ჩანაწერმა 44 წელი გაატარა კონტეინერში, ლონდონის ნესტიან ავტოფარეხში. ინეტრვიუ ეთერში გავიდა შოტლანდიურ არხზე STV, წლების შემდეგ კი თითმის სანაგვეზე გასტუმრებლი ჩანაწერი რიჩარდ ჯეფსმა იპოვა. 2008ლის 1ივლისს ტელეარხზე BBC მისი ნაწილობრივი გაშუქება მოხდა. მკითხველისთვისაც მხოლოდ ინტერვის ამ ნაწილის შეთავაზება შეგვიძლია, სასწაულით გადარჩენილი 60 მილიმეტრიანი ფირზე აღბეჭდილი ინტერვიუს სრული ვერსია კი მილტონ კეისის სეიფში არის ჩაკეტილი.

The Beatles არქივი: ჯგუფის პირველი  (შემონახული) ინტერვიუ

ჟურნალისტი: რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
ჯორჯ ჰარისონი: ნუ.. ალბათ, ყველაზე მთავარი ისაა რომ ახლა გვქავს მეტი ფული და ნაკლები დრო საკუთაი თავისთვის.
ჟურნალისტი: რომ შეგეძლოთ ამ ბრობსგან დამალვა, რას გააკეთებდით?
ჰარისონი: ვიძინებდი, ვუყურებდი ფილმებს, გავისეირნებდი ჩემი მანქნით...მოვუსმენდი მუსიკას.
ჟურნალისტი: არის რაიმე სირთულეები თქვენი იმიჯის შენარჩუნებაში?
ჰარისონი: ჩვენს არც შეგვიქმნია იმიჯი. უბრალოდ ვართ ისეთები როგორებიც ვიყავით რეალურ ცხოვრებაში.

The Beatles არქივი: ჯგუფის პირველი  (შემონახული) ინტერვიუ

ჟურნალისტი: როგორ წერთ სიმღერებს?
პოლ მაკკარტნი: ზოგჯერ ძველ პიანინოებზე, ზოგჯერ ხელში 'მოყოლილ' გიტარებზე. წესით უბრალოდ დავჯდებით ხოლმე და ვფიქრობთ სიმღერაზე, ძალიან, ძალიან ვცდილობთ და ბოლოს რაღაცას ვღიღინებთ. საერთოდ სპეციალური ფორმულა არ არსებობს. მას (ჯონ ლენონზე მიუთითებს) შეუძლია მზა სიმღერით გამომეცხადოს და ჩვენ მაინც ყველგან ვიტყვით რომ ერთად დავწერეთ.
ჟურნალისტი: როდის დაიწყეთ სიმღერების წერა?
პოლი: ორი წლის რომ ვიყავი დავწერე სიმღერა: „დედა გთხოვ მომეცი პ-უუუუ-რი“ (იცინის). პირველი გიტარა 13 წლისას მქონდა, უბრალოდ ვიჯექით მე და ჯონი, ვიგონებდით სიმღერებს - მე დავწერე I Lost My Little Girl. (შემდგომში გამოიცა 1991 წელს ალბომში Unplugged)
ჟურნალისტი: ერთმანეთი ასე ადრე გაიცანით? როგორ?
ჯონ ლენონი: ლივერპულთან სოფელში ვუკრავდი ჯგუფთან ერთად, სადაც მან ჩამოიარა-ასე გავიცანით ერთმანეთი.
პოლი: მე ვიცნობდი ივანს ვისთან ერთადაც ის უკრავდა. მან გაგვაცნო.

The Beatles არქივი: ჯგუფის პირველი  (შემონახული) ინტერვიუ

ჟურნალისტი: მოგწონთ ეს ფანთა ბრბო რომლებიც სულ კივიან?
პოლი: ჩვენ სიტყვები არ გვყოფნის. ატმოსფერო საოცარია.
ჟურნალისტი: ოდესმე შეგშინებიათ ფანების?
რინგო სტარი: ერთხელ მათ ალყაში მოგვაქციეს (იცინის). მხოლოდ ასეთ შემთხვევებში, როცა ათასობით ადამიანი ალყაში გაქცევს.
ჟურნალისტი: რინგო, უკან ჯდომა მოსაწყენი ხომ არაა?
რინგო: მე დასარტყამებზე ვუკრავ. დრამერები ყოველთვის უკან ზიან, ასე რომ ეს ნორმალურია. თანაც ხედი საოცარია.

The Beatles არქივი: ჯგუფის პირველი  (შემონახული) ინტერვიუ


Category: Films, Movies » Music
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top