;
10 მარტი 2012      Trouble_Maker     42 კომენტარი     ნანახია 3348-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები » მუსიკა

ერთი შეხედვით ერთადერთი რაც მათ აერთიანებდა-ყოვლისმომცვლელი ვნება იყო როკ-ნ-როლის მიმართ.
და იმ ერთფეროვან, მოსაწყენ წლებში როცა ახალგაზრდებს როგორებიც მაკარტნი და ლენონი იყვნენ ცოტა რამ თუ აინტერესებდათ ეს ვნება საკმაო აღმოჩნდა მათ გაერთიანებისთვის.

ამ ერთობამ ჰარისონი და სტარიც ჩაითრია და Beatles მთელ მსოფლიოში მოატარა, შეიყვანა ყოველ სახლში სადაც რადიო, ტელევიზია ან კედელი იყო სურათებით. საბოლოოდ კი ამ ერთობამ ყველანი ემოციურ გამოფიტვამდე მიიყვანა.

ბრიტანული ფენომენი რომელმაც მოიცვა მთელი მსოფლიო. ის რაც არ იცოდით მათ შესახებ და რაც შეგიძლიათ უკეთ გაიგოთ. გენიალური მუსიკის უკან მდგარი ადამიანები, ხალხისა და კრიტიკოსების დამოკიდებულება მათ მიმართ.

Across The Beatles

Across The Beatles

თავიდან Beatles კრიტიკოსებმა აღიქვეს როგორც ერთი დღის ჯგუფი. მაგრამ მათ წარმოაჩინეს ის რაც მაშინდელ ჯგუფებს ყველაზე მეტად აკლდათ-ევულუცია! ყველა მათი ახალი ალბომი, ყოველი სიმღერა უნჯობესდებოდა ინსტრუმენტალური და კომპიზიციური მხრით. ისინი ვითარდებოდნენ მაგრამ ამასთან არ კარგავდნენ განსაკუთრებულ სტილს და სიახლის ეფექტს. ყოველ კრიტიკოსზე რომელიც ირწმუნებოდა რომ ჯგუფი ჩაიძირებოდა როგორც კი სიახლის ეფექტი გადაივლიდა მოდიოდა ათასობით მსმენელი. The Beatles გახდა უპრეცედენტო ბრიტანული ფენომენი რომელმაც შემდგომში მთელი მსოფლიო მოიცვა. ყოველი სინგლი მილიონზ ემეტი ტირაჟით იყიდებოდა, ხუთი სინგლიდან ამერიკული ჩარტების პირველ პოზიციაზე ხუთივე მოხდა, პირველი ორი ადგილი Billboard Top 100 რეიტინგში სწორედ მათ ერგო-ეს არასოდეს არ მომხდარა მანამდე და არც განმეორდება.
Across The Beatles
ჯორჯ მარტინი: „როცა მათ პირველ გამოსვლას ვუყურე-ეს კომედია იყო. დღემდე მიჭირს მათი აღქმა როგორც

საკუთესო ჯგუფის. მაგრამ მე მაშინ რაღაცამ მაიძულა მეთქვა რომ მინდოდა ამ ბიჭებთან მუშაობა. მათში იყო რაღაც გენიალური მაგრამ დასაწყისში ეს უბრალოდ კომეიდ აიყო და მეტი არაფერი.“


FBI უთვალთვალებდა ბითლზს „ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“. ყველაზე დიდი ინტერესს მათთვის ლენონი წარმოადგენდა როგორც „რადიკალურად განწყობილი ნარკომანი რომელსაც შეუძლა მილიონობით ბითლომანით მანიპულაცია.“

„მეხუთე ბითლად“ ხშირად მოიხსენიებენ სერ ჯორჯ მარტინს იმ გიგინატური შრომის გამო რაც მან ჯგუფის განვითარებაში ჩადო.
იუნესკოს დადგენილებით 16იანვარი არის საერთაშორისო ბითლზის დღე.

ჯგუფი აღტაცებული იყო ფანების ასეთი რაოდენობით მაგრამ მალე კონცერტებზე გადარეული ადამიანების
კივილმა მუსიკის ჩახშობა დაიწყო. ლენონი ხშირად ამბობდა რომ ასეთ კონცერტებზე საკუთარი ხმა არ ესმოდა.

სიმღერა Yesterday ყველაზე ხშირად შესრულებადი სიმღერაა მასოფლიოში.


Across The Beatles
ფრედ სიმენი (ჯონ ლენონის ასისტენტი): „ჯონი ძალიან შეიცვალა 79-80 წლებში. ის აღარ იყო ისეთი როგორიც მაშინ, როცა imagine დაწერა. ის ოხედებოდა წარსულში და ამბობდა რომ უკვირდა საკუთარი გულუბრყვილობა. მან უღალატა ამ სიმღერის მთავარი იდეა და დაკარგა საკუთარი მე -პაციფისტი და მომავლის იმედით სავსე ჯონ ლენონი.“

ბრაისონ ეპშტეინთან კონტრაქტის გაფორმებისას ყველა დროულად მივიდა გარდა პოლისა. როცა დაურეკეს მან განაცხადა რობ აბაზანს იღებდა. აღშფოთებული ბრაისონი გაიძახოდა „რა არაპუნქტუალური ახალგაზრდაა!“, ჯონმა მოკლედ მოუჭრა „სამაგიეროდ სუფთა...“

საბჭოთა კავშირის კრიტიკოსის ნიკიტა ბაგასლოვსკის გამოხმაურება ბითლზზე: „ვინ არიან ეს ბითლზები რომლებიც დიდი პიპულარობით სარგებლობენ დღევანდელ ახალგაზრდობაში. ეს არის ბრიტანული საესტრადო ანსამბლი რომელიც შედგება ოთხი წევრისგან -ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი. სამი გიტარით, ერთი დასარტყამებზე და ოთხივე...კინაღამ წამომცდა მღერიან! მიჭირს იმის გადმოცემა რა ბგერებს გამოცემენ ეს ოთხი მათივე აკომპანიმენტის თანხლებით. მათ კივილზე გოგონები გონებას კარგავენ, ჯგუფს აქვს-ფული, წარმატება, ფანები. საწყალი ბითლზები მათ ხომ არ იციან რომ მათ პოპულარობას ბოლო მოეღება როგორც კი გამოჩნდება ჯგუფი კდიევ უფრო იდიოტური ვარცხნილობით, და უაზრო სიმღერებით რომლებსაც გენიალურად გაასაღებს. „ (ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ რუსეთი ცდილობდა საბჭოთა კავშირში ბითლზების "დაბლოკვას")
Across The Beatles

სიმღერაში Maxwell's Silver Hummer არის მომენტი სადაც პოლი იცინის სიტყვებზე "I must not be so-o-o-o. თავდაპირველად ეს არ იყო დაგეგმილი, უბრალოდ ჩაწერისას ჯონმა პოლს სტუდიის შუშიდან უკანალი უჩვენა, რაზეც პოლს გაეცინა. საბოლოოდ კი ეს ისე კარგად ჩაჯდა სიმღერაში რომ სიცილი დატოვეს.

1960 წელს ჩამოყალიბდა ტერმინი
„ბიტლომანია“ რომელიც განიმარტებოდა როგორც არანორმალური სიყვარულით ჯგუფი ბითლზის მიმართ. ამ ფანატიზმმა ძალიან დიდი გავლენა იქონია მსოფლიო კულტურასა და კერძოდ ბითლზი უამრავი მუსიკოსის შთაგონება გახდა.


Across The Beatles
რინგოს ხშირად ეკითხებოდნენ ინეტრვიუების დროს
-რატომ ხარ ასეთი სევდიანი?
-არ ვარ სევდიანი. უბრალოდ ასეთი სახე მაქვს.


ჯორჯ ჰარისონი სამსახურიდან გაიქცა რომ დაეწერა სიმღერა Here Comes The Sun: „როცა ინგლისში ზამთარია, გგონია რომ ის მუდმივად გაგრძელდება. მაგრამ როცა გაზაფხული მოდის, ფიქრობ რომ ამას იმსახურებ.“



ჰარისონს თავიდან უჭირდა ბითლებიც დარწმუნება მისი სიმღერების ჩაწერაში. 1969 წელს მაკკარნიმ ერთხელ ლენონს უთხრა, რონ „ჯორჯის სიმღერები წელს ყოველ შემთხვევაში, ისეთივე კარგებია როგორც ჩვენი.“ მოგვიანებით მან დაწერა სიმღერა I Need You რომელითაც მან დაიწყო წარმოჩენა ინდივიდუალიზმის რგოროც კომპოზიტორმა.
Across The Beatles
ბითლზები კინოში

ბითლზის მონაწილეობით :

მძიმე დღის ღამე
მიშველე!
ჯადოსნური იდუმალი მოგზაურობა
ყვითელი წყალქვეშა ნავი
დაე ასე იყ
ოს


დოკუმენტალური
 The Beatles at Shea Stadium
 The Compleat Beatles
 The Beatles: The First U.S. Visit
 The Beatles Anthology
 All Together Now




ფილმები რომლებიც შთაგონებული იყო ბითლზების შემოქმედებით
 Pinoy Beatles (1964),
 All This and World War II (1976),
 Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (1978),
 I Wanna Hold Your Hand (1978),
 All You Need Is Cash (1978),
 I Am Sam (2001),
 The Rutles 2: Can't Buy Me Lunch (2005),
 Across the Universe (2007)


Across The Beatles


უკანასკნელი სიმღერა რომელიც ოთხეულმა ერთად ჩაწერა იყო "I Want You (She's So Heavy)
ჩაიწერა 1969 წლის 20 აგვისტოს.

სიმღერის ქართული თარგმანი:
მინდიხარ
მინდიხარ ისე ძალიან
მინდიხარ
მინდიხარ ისე ძალიან
ეს მაგიჟებს, ეს მაგიჟებს.

მინდიხარ
მინდიხარ ისე ძალიან პატარავ
მინდიხარ
მინდიხარ ისე ძალიან
ეს მაგიჟებს, ეს მაგიჟებს. (x2)
მინდიხარ
მინდიხარ ისე ძალიან
მინდიხარ
მინდიხარ ისე ძალიან
ეს მაგიჟებს, ეს მაგიჟებს.

ის ისეთი რთულია, რთულია, რთულია, რთულია.

მინდიხარ
მინდიხარ ისე ძალიან
მინდიხარ
მინდიხარ ისე ძალიან
ეს მაგიჟებს, ეს მაგიჟებს. (x2)
ის ისეთია..
.



კატეგორია: ფილმები » მუსიკა
Tags:

42


  • Paul-McCurtney თქვა:
    27 ივნისი 2012 20:31 - ID: 42,
    ყველაზე განუმორებლებიიი : )) ნეტა 60-იან წლებში რატომ არ დავიბადე? : (( ჩემი ვალები მანახაა ასეტი ბილზები..ვგიჟდებიი მატზეეე ..სიტყვები არ მყოფნის მა ასაღწერლად ♥ ჩემები

  • amanda თქვა:
    2 აპრილი 2012 01:49 - ID: 41,
    ვაუუ,ვაუუ რატომღაც ეხლა წავაწყდი ამ ნიუსს :(
    სიტყვები არ მაქვს ამ ჯგუფზე რა უნდა დავწერო თანაც ახალი:D:D
    ლეგენდარული ჯგუფიი love თუმცა ის ისტერიკაა არ მესმის გოგოებს რო ემართებოდათ:D:D

    ისე ზოგადად მაშინ რო მუსიკა იქმნებოდა აი არ ვიცი რაა,დღეს კი მუსიკის გარდა ყველაფერია:(
    ნუ არიან შემსრულბლები,მაგრამ ის დონე ვერასოდეს იქნებაა

    აუ ქვინზეც დადე რაა ავტორო აი ძაან,ძაან მაგარი ნიუსია,მართლა ბევრი გიმუშავია და დასაფასებელია,წავიდა ფავორიტებში:) love

  • len... თქვა:
    11 მარტი 2012 23:57 - ID: 40,
    უმაგრესია!!!

  • nnuk თქვა:
    11 მარტი 2012 15:35 - ID: 39,
    საოცაააააააარი სტატიაა მაგრამ ის რაც მათ გააკეთეს მხოლოდ სიტყვებით ვერ გადმოსცემ! არაჩვეულებრივი ჯგუფი იყო,რომელიც არასდროს დაკარგავს პოპულარობას ♥

  • kristi_ თქვა:
    10 მარტი 2012 22:48 - ID: 38,
    რა უნდა დაწერო სიტყვები ეყოფა ?! ძაააალიან მაგარი ჯგუფი და მართლაც ლეგენდა love კარგი ნიუსი იყო ყოჩაღ

  • 10 მარტი 2012 21:21 - ID: 37,
    ბითლზს დიდად არ ვუსმენ მაგრამ ეს ჯგუფი მართლაც ლეგენდაა
    ძალიან კარგი ნიუსია

  • lika97 თქვა:
    10 მარტი 2012 20:34 - ID: 36,
    ძალიან კარგი სიახლეა ! ასეთი სიახლეები ბევრი უნდა იდებოდეს ! "ბიტლზისნაირი" ჯგუფები აღარ არსებობენ და ასე მგონია ვერც ვერასდროს იარსებებენ ! ლივერპულელი ოთხეული შეუცვლელია ! <3

  • queen spears თქვა:
    10 მარტი 2012 20:04 - ID: 35,
    ავტორ გავოგნდი მგონი ესეთუი ნიუსი ჯერ არ ყოფილა
    საუჯკეთესოაა მადლობა დიდი

  • Mari Glonti თქვა:
    10 მარტი 2012 19:46 - ID: 34,
    shesanishnavi newsia yochag! love dzalian vafaseb mat da ramodenime simgera miyvars

  • willy თქვა:
    10 მარტი 2012 19:38 - ID: 33,
    ძალიაააააან ძაააააალიაან მიყვარსსსს! love love love love

  • sopho) თქვა:
    10 მარტი 2012 19:36 - ID: 32,
    krusuna,
    მართალი ხარ,ახლა ასეთი მუსიკა აღარ არსებობს, ეხლა მუსიკა კი არა ნაგავია! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.სამწუხაროდ და საუბედუროდ მეც ვუსმენდი ამ ნაგავს ერთ დრომ მაგრამ, ჩემი ოჯახის წევრების გავლენით ვუსმენ ნამდვილ მუსიკას,მუსიკას რომელიც სულში წვდება,როგორიც ბითლზის იყო!



    წავიკითხე და მართლა ძალიან საინტერესო სტატიაა! ყოჩაღ, ბევრი გიწვალია და თანაც რაც მთავარია ძალიან კარგი გამოგივიდა!:)) კიდევ ესეთი ნიუსები ძალიან კარგი იქნებოდა!<3

  • FuckYourMother თქვა:
    10 მარტი 2012 18:40 - ID: 31,
    ლეგენდა love

  • krusuna თქვა:
    10 მარტი 2012 17:13 - ID: 30,
    rihanna,
    ნამდვილად :D :) love

  • Perfection❣ თქვა:
    10 მარტი 2012 17:11 - ID: 29,
    krusuna,
    უუსაყვარლესიი love ქალების რისხვა იყო და არის კიდეც winked

  • krusuna თქვა:
    10 მარტი 2012 17:04 - ID: 28,
    rihanna,
    :)) განსაკუთრებით პოლის რა საყვარელი იყო ახალგაზრდობაში და ახლაც :) love

  • salYyY თქვა:
    10 მარტი 2012 17:02 - ID: 27,
    love

  • Perfection❣ თქვა:
    10 მარტი 2012 16:58 - ID: 26,
    krusuna,
    ნამდვილად feel და არა მარტო მათი სიმღერის მოსმენისას, მათი დანახვის დროსაც love

  • krusuna თქვა:
    10 მარტი 2012 16:56 - ID: 25,
    rihanna,
    ძნელია მათი სიმღერის მოსმენის შემდეგ აჟიტირებული არ იყო :D :)) feel love

  • Perfection❣ თქვა:
    10 მარტი 2012 16:53 - ID: 24,
    krusuna,
    ხო ისეთი აჟიტირებული ვიყავი ჯორჯის მაგივრად ჰარი დავწერე:DDD

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top