;

19 March 2012      Trouble_Maker     Views 2800    
Category: Films, Movies » Music

Led Zeppelin

Led Zeppelin 1968 წელს დაარსებული ბრიტანული როკ-ჯგუფი.
ერთ-ერთი ყველაზე წარმატაბული, ნოვატორული და გავლენიანი ჯგუფი თანამედროვე ისტორიაში.

ჯგუფის წევრები ჯიმი პეიჯი, რობერტ პლანტი, ჯონ ბონემი და ჯონ პოლ ჯონსი.
მათ არამარტო შექმნეს უნიკალური ჟღერადობა რომელიც დამძიმებული გიტარის დრაივის,ძლიერი ვოკალისა და რითმ-სექციის გამაყრუებელი ჟღერადობისგან შედგებპდა, მათ ასევე უდიდესი როლი ითამაშეს ჰეივი მეტალის დაფუძნებაში. სწორედ ლედ ზეპელინმა დანერგა „ალბომური როკი“ როცა სინგლების გამოშვებაზე უარი განაცხადა.

მსოფლიოში გაყიდული 300მილიონი ალბომი, 600ჩატარებული ლაივ კონცერტი, ნობელის პრემიის მუსიკალური ანალოგის ჯილდო (Polar Music Prize) და პირველკი ადგილი VH1-ის საუკეთესო როკ-ჯგუფებს შორის.
ჯგუფმა ლედ ზეპელინ იქონია უდიდესი გავლენა მუსიკალურ სამყაროზე რომელიც დღემდე გრძელდება.

Led Zeppelinჯგუფი დღემდე სარგებლობს უდიდესი პოპულარობით. როლინგ სტოუნის ჟურნალის მიერ დასახელებულია „ყველაზე მძიმე ჯგუფად“ და „70იანების საუკეთესო როკ-ჯგუფად“. 1995 წელს მოიპოვეს ადგილი როკის დიდების დარბაზში. 2005 წელს მიიღეს გრემის სპეციალური ჯილდო მუსიკალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.იყო ერთადერთი ჯგუფი რომლის ყველა ალბომი აშშ-ს საუკეთესო ათეულში მოხვდა.
ჯგუფის დისკოგრაფია მოიცავს: 9 სტუდიური ალბომს, 3 ცოცხალი ალბომს 9 კრებულს, 19 სინგლს, 7 ჩამოსატვირთ სიმღერას და ორ ვიდეო ალბომს. ძირითადი ვიდეოგრაფია კი მხტავრულ მუსიკალური ფილმში The Song Remains the Same არის მოქცეული.
ჯგუფი 1980წელს დაიშალა ჯონ ბონემის სიკვდილის გამო-რომელიც საწოლში იპოვეს გარდაცვლილი, სიკვდილის მიზეზად მისი ალკოჰოლიზმი დასახელდა.

ბოლო გაერთიანება მოხდა 2007 წლის 10 დეკემბერს- დარჩენილმა სამეულმა, ჯონ ბონემის შვილთან, ჯეისონ ბონემთან (დასარტყამები) ერთად პატივი მიაგო კომპანიის Atlantic Records დამაარსებლის აჰმეტ ერტეგუნის ხსოვნას და გამართა სპეციალური კონცერტი, რომელზეც შეასრულა 16 სიმღერა.




დისკოგრაფია

Led Zeppelin
გამოსვლის თარიღი: 12 იანვარი 1969
ლეიბლი: Atlantic
ფორმატი: კომპაქტ დისკი, გრამფირფიტა


Led Zeppelin II
გამოსვლის თარიღი: 22 ოქტომბერი 1969
ლეიბლი: Atlantic
ფორმატი: აუდიო კასეტა, კომპაქტ დისკი, გრამფირფიტა


Led Zeppelin III
გამოსვლის თარიღი: 5 ოქტომბერი 1970
ლეიბლი: Atlantic
ფორმატი: კომპაქტ დისკი, აუდიოკასეტა, გრამფირფიტა



Led Zeppelin IV[B]
გამოსვლის თარიღი: 8 ნოემბერი 1971
ლეიბლი: Atlantic
ფორმატი: კომპაქტ დისკი, გრამფირფიტა


Houses of the Holy
გამოსვლის თარიღი: 28 მარტი 1973
ლეიბლი: Atlantic
ფორმატი: კომპაქტ დისკი, აუდიოკასეტა, გრამფირფიტა

Physical Graffiti
გამოსვლის თარიღი: 24 თებერვალი 1975
ლეიბლი: Swan Song
ფორმატი: კომპაქტ დისკი, აუდიოკასეტა, გრამფირფიტა

Presence
გამოსვლის თარიღი: 31 მარტი 1976
ლეიბლი: Swan Song
ფორმატი: კომპაქტ დისკი, აუდიოკასეტა, გრამფირფიტა

In Through the Out Door
გამოსვლის თარიღი: 15 აგვისტო 1979
ლეიბლი: Swan Song
ფორმატი: კომპაქტ დისკი, აუდიოკასეტა, გრამფირფიტა

Coda[A]
გამოსვლის თარიღი: 19 ნოემბერი 1982
ლეიბლი: Swan Song
ფორმატი: კომპაქტ დისკი, აუდიოკასეტა, გრამფირფიტა

Led Zeppelin

სრული ინფორმაცია ჯგუფზე შეგიძლიათ იხილოთ ლედ ზეპელინი (Wikipedia)


Category: Films, Movies » Music
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top