;
29 მარტი 2012      Trouble_Maker     38 კომენტარი     ნანახია 4260-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები » მუსიკა

ყველაზე გრძელი კიბე მსოფლიოში/ Stairway to Led Zeppelin

 Stairway to Led Zeppelin შეუძლებელია დაითვალო რამდენი ჯგუფი გაიზარდე ლედ ზეპელინის შემოქმედებაზე. მაგალითად გლემ-როკერებს თავისუფლად ეყოთ ერთადერთი სიმღერაც კი-Hall Of The Mountain King . და ახლაც დაახლოებით 15ამერიკული ჯგუფის შემოქმედებაში შეგიძლიათ გაიგონოთ ის რაც პლანტმა ძველი ბრიტანული და კელტური ეპოსისგან ისესხა. ასეთი მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალიზმი კი სხვების შთაგონებით შექმნეს. ეს იყო მკაფიო, გულის ამაჩუყებელი და გულწრფელი მუსიკა ექსტრაორდინალური რითმ-სექციით. ყველა ვინც კი მათ კონცერტებზე მოხვედრილა ვერ რჩებოდა გულგრილი-ეს იყო ნამდვილი მუსიკალური ტრანსი რაც სცენაზე ხდებოდა. რთულია ბოლომდე ჩაწვდე მათ შემოქმედებას, .მხოლოდ დროთა განმავლობაში თუ ამჩნევ რომ Immigrant Song-ის ჰარმონისა და რითმიკაზე აგებულია მთელი Heavy-Metal, რომ Bron-Y-Aur Stomp - უბრალოდ აუცილებელია ჩართო ყველა გიტარის შემსწავლელ პროგრამაში, რომ Since I've Been Loving You -არამხოლოდ ლამაზი ბლუზია არამედ შიშველი ნერვები და ემოციებია, ნამდვილი, ყველანაირი შენიღბვისა და ლიტერატურული ზედმეტობების გარეშე. და თუ თქვენ ეს გესმით ესე იგი პირადად იცნობთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ყველა დროის როკ-ჯგუფს. ეს იყო მკაფიო, გულის ამაჩუყებელი და გულწრფელი მუსიკა ექსტრაორდინალური რითმ-სექციით. ყველა ვინც კი მათ კონცერტებზე მოხვედრილა ვერ რჩებოდა გულგრილი-ეს იყო ნამდვილი მუსიკალური ტრანსი რაც სცენაზე ხდებოდა.
 Stairway to Led Zeppelin
60იანების დასასრული რაღაც საოცარი ეპოქა იყო-მორალური აღზევების მუსიკოსებისთვის როცა შერეულ სოციალურ სტრუქტურებში ყველაზე უბრალოდ მუსიკოსსაც შეეძლო ზენიტში მოქცევა თავიდან გულუბრყვილო მსმენელის გამო. თუმცა არც ასე ადვილად იყო საქმე სანამ მოდაში ჯაზი შიფლი და უხარისხო ინგლისური როკი იყო. სწორედ ასეთ ეპოქაში ჩამოყალიბდა Led Zeppelin-ჯგუფი რომელის ბედის განვითარებაც ერთი დიდი იმპროვიზაცია იყო. უძილო ღამეები და მეორე დილით სტუდიაში კასეტების მოსმენა პეიჯის უძილობისას შექმნილი „მონახაზების“. 36 საათში შექმნილი პირველი ალბომი რომელიც 1700 ფუნტი დაჯდა. და აქედან დაიწყო ისტორია ადამიანების რომელთა სახელებიც ყველა მელომანისთვისაა ცნობილი. ქრონიკულად სწორედ მათ ეკუთნოდათ პირველი სრულფასოვანი მძიმე როკის პროექტი. 1970-1976 წლებში ისინი უშვებენ 5ალბომს რომლებშიც შესული კომპოზიციები ჰარდ-როკის კლასიკა ხდება. ძალიან რთულია მათი ჟანრის გაგებაც რადგანაც პირველი ორი ალბომი იყო კარგად შენიღბულ ხალხურ საფუძვლებზე, შემდგომში კი უკვე განვითარდა ჰარდ-როკის და მძიმე ბლუზის ჟღერადობაც, ისმის როკ-ნ-როლიც და ძველი ინგლისური ბალადების სახეცვლილებაც.კრიტიკოსები ხშირად არ აღიარებდნენ მათ ხშირი ექსპერიმენტებისა და ზღვარზე ბალანსირების გამო. რამოდენიმე კრიტიკოსი მათ შავი მაგიისა გამოყენებაში და ეშმაკისეულობაში სდებდა ბრალს, ზოგი მათ კონცერტს ეგზორციზმის სეანსს უწოდებდა. ჯონ ბონემი უკრავდა დასარტყამებზე ისე თითქოს არ ახსოვდა რა იყო შემდეგი ნოტი, მუდამ უფსკრულთან იდგა და ეს იყო შეუდარებელი, განუმეორებელი სტილი -სწორედაც სტილი მუსიკაში. მათი ალბომები ეს იყო სინქორუნული მოგზაურობა სასიყვარულო ბალადებიდან მძიმე როკ-მუსიკამდე.
 Stairway to Led Zeppelin ეს იყო ერთადერთი ინგლისურენოვანი ჯგუფი რომელიც 1970-1975 წლებში ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის წლის საუკეთესო ჯგუფად. არცაა გასაკვირი რომ ასეთ ჯგუფთან კონკურირება ძნელი იყო მითუმეტეს როცა მოწინააღმდეგეებს ისინი უბრალოდ ძირავდნენ-ასე. როცა როლინგ სთოუნს ერთი ნაბიჯიღა აკლდათ გვირგვიანმდე გამოვიდა ალბომი Led Zeppelin II რომელმაც დიდწილად განსაზღვრა ათწლეულის მუსიკალური პალიტრა. შემდეგ კი 1970 წელს ივნისში ბატას ფესტივალზე სადაც მთავარ ვარკსვლავად ყველა ფინქ ფლოიდს აღიქვამდე ზეპელინის ტრიუმფალურმა გამოსვლამ ნათელი მოფინა როკ-სამყაროს მოწინავე პოზიციებს. 1975 წელს მათი მუსიკის მოსმენა რელიგიურ ექსტაზში გადაიზარდა როცა კიდევ უფრო პოპულარულები ვიდრე როლინგ სთოუნთან წინააღმდეგობის დროს ჯგუფს ახალი ფენომენი Kiss დაესახა მოწინააღმდეგედ. ამ პერიოდში თუ მოხვდებოდით ერთ მუსიკალურად საკმაოდ განვითარებულ ქვეყანაში უცნაური მოვლენის მომსწრე გახდებოდით-ადგილობრივ რადიოში იმართებოდა ჯგუფის ჩანაწერების ერთ საათიანი ტრანსლაცია და რაც იქ მოხდა ნამდვილი მანია იყო. დაახლოებით ნახევარი საათით ადრე ტრანსლაციის დაწყებამდე მთელი ქალაქი თითქოს ამოწყდა შემდეგ კი...ყველა ღია ფანჯრიდან, ყველა ავტომობილიდან, თითქოს ზეციდანაც კი ლედ ზეპელინის მუსიკა ისმონდა. სწორედ ეს იყო პერიოდი როცა მათი ვარსკვლავი იმდენად მოკაშკაშე გახდა რომ სულ ცოტაც და ისინი განუმეორებელი და ხელშეუხებელ ბითლზებსაც გამოუხდაბედნენ ომს. სამწუხაროდ ტრაგიკულმა მოვლენებმა ჯგუფში ამ რანდიოზული შეტაკებას აგვარიდა.
 Stairway to Led Zeppelin როგორც პეიჯი ამბობს სიმღერა Stairway to Heaven არის კრისტალიზაცია იმ საუკეთესოსი რაც ქონდა ჯგუფის შემოქმედებას, მათი პიროვნებების და მუსიკის არსი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როკ-სიმღერა არასოდეს გამოცემულა სინგლად რადგანაც ჯგუფის წევრებმა შეამჩნიეს რომ ეს პიკი იყო მათი შექმოქმედების პოპულარობის და გადაწყვიტეს რომ სინგლად ჩაწერა დაღლიდა მსმენელს. პეიჯი იმდენად ნერვიულობდა სოლოს ჩაწერისას რომ სამი სხვადასხვა იმპროვიზირებული ვერსია ჩაწერა და მხოლოდ ერთი მოხდა ალბომში.სიმღერა კი სრულიად მოულოდნელად დაწერა 1971 წელს გემშირში პეიჯი უბრალოდ უკრავდა გიტარაზე რაღაც სიტყვები ააყოლა და სიტყვებს ჩაუკვირდა. აღტაცებულმა ფეხზე წამოხტა და სიმღერის უდიდესი ნაწილიც ამავე საღამოს დაასრულეს.
„ეს ქალბატონი ირწმუნება, რომ ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქროა
და ის ყიდულობს კიბეს ზეცისკენ.“

სიმღერა Kashmir (კაშმირი რეგიონია ინდოეთს, პაკისტანს და ჩინეთს შორის) დაიწერა 1973წელს საჰარას უდაბნოში რობერტ პლანტის მიერ. მიუხედავად იმისა რომ სიმღერას თავდაპირველად ერქვა „მივემართები კაშმირში“ ჯგუფის არც ერთი წევრი იქ ნამყოფი არ იყო.
All of My Love ბონემის აზრად საუკეთესო პლანტის ნამუშევარი იყო. ეს ერთ-ერთია იმ მცირე სიმღერათაგანი რომელთა თანაავტორიც პეიჯი არ იყო, სიმღერა პლანტს და ჯონს ეკუთნის. ეს სიმღერა ეძღვნებოდა პლანტის გარდაცვლილ ვაჟს . კარაკი 1977წელს გარდაიცვალა და ჯგუფმა ამის გამო მოღვაწეობა შეაჩერა თითქმის ერთი წლით.
სიმღერამ Four Sticks სახელი იმით დაიმსახურე რომ მისი შესრულებისას ბონემი დასარტყამებზე ოთხი ჯოხით უკრავდა. ერთადერთი ლაივ შესრულება ამ სიმღერის 1971 წელს მოხდა.
ბითლზის წვლილის შესახებ მათ შემოქმედებაში ცოტამ თუ იცის. რამდენად შეიძლება ამას წვლილი ვუწოდოთ არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ სიმღეა Rain Song მას შემდეგ დაწერეს რაც ჯორჯჰარისონმა ბონემს უსაყვედურა „თქვენი ერთადერთი პრობლემაა ისაა რომ ბალადებს არ წერთო“. სწორედ ამის საპასუხოდ ჩაიწერა ეს სიმღერა, და როგორც თვითონ პლანტმა აღნიშნა ეს მისი საუკეთესო ვოკალური ნამუშევარი იყო. ჰარისონსაც არ დაუკარგეს დამსახურება და პირველ ორ აკორდში მისი სიმღერის Something ციტირება ხდება.

 Stairway to Led Zeppelin

სიმბოლოს შექმნა

ჯიმი პეიჯი: „ რახან ეს ჩვენი მეოთხე ალბომი იყო და წევრებიც ოთხი ვიყავით გადავწყვიტეთ ყველას ჩვენთვის აგვერჩია საკუთარი“
რობერტ პლანტ: „მე ავირჩიე ბუმბული წრის ცენტრში რადგანაც ეს უდევს საფუძლად პრაქტიკულად ყველა ფილოსოფიურ სისტემას. მაგალითად ინდოელებში ეს სიმამაცის სიმბოლო იყო. „
ჯონსამ სკანდინავიური რუნა აირჩია რომელიც გონებას და თავდაჯერებულობას ნიშნავდა.
ბონემმა სამი წრის ტრიადა აირჩია რომელიც ნიშნავდა „ქალი-მამაკაცი-ბავშვი“


1980წელს ჯგუფი დაიშალა ჯონ ბონემის გარდაცვალების შემდეგ. ჯონის სიყვარულს მუსიკისადმი მხოლოდ მისივე სწრაფვა თუ შეედრებოდა ასმელისადმი. სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ჯგუფი დაიშალა რადგანც წევრებს აღარ შეეძლოთ მათ ერთობაზე ფიქრი ჯონის გარეშე.

კატეგორია: ფილმები » მუსიკა
Tags:

38


  • Nuca თქვა:
    16 აგვისტო 2014 13:57 - ID: 38,
    ძალიან მიყვარს ♥♥♥

  • adriana თქვა:
    4 აპრილი 2012 16:21 - ID: 37,
    მარი ),
    ვაფასებ შენს გემოვნებას wink ჩემსასაც რათქმაუნდა lol

  • Ana-Rihanna თქვა:
    3 აპრილი 2012 19:27 - ID: 36,
    annita....,
    ჩმს კლასშიც ზუსტად ასე ვართ მე და ჩემი კლასელი რაღაც გემოვნებიან და ხარისხიან მუსიკას რომ ჩავრთავთ ფრუტუნს იწყებენ და შემდეგ ჯასტინის სელენას და რაღაც უაზრო კლუბური მუსიკის მოსმენას იწყებენ...
    ძალიან კარგი ნიუსი იყოო... ახლაც კი ვუსმენ stairway to heaven-ს..

  • მარი ) თქვა:
    2 აპრილი 2012 17:22 - ID: 35,
    annita....,
    კარგი გოგო ხარ :* მეც 12-13 წლიდან დავიწყე ასეთი მუსიკის მოსმენა და ყველა ძალიან შორს იჭერდა .. რეებს უსმენო, დღეს უკვე ბევრმა ჩემმა მეგობარმა "დააფასა" 70-80-იანების მუსიკა და მიხარია : )) მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი იხრჩობა "უგემოვნობის ჭაობში" :DD არავის დაცინვას არ მიაქციო ყურადღება :)) შენ უსმენ იმას, რაც სიამოვნებას განიჭებს და მორჩა .. :**
    adriana,
    სხვათაშორის მეც მამაჩემისგან მიყვარს ეს ძველი ხალხი, ამათი კასეტების კოლექცია აქვს .. :D :** <3

  • Anchik:) თქვა:
    2 აპრილი 2012 13:40 - ID: 34,
    annita....,
    ვაიმე, მეგონა, რომ ჩემ კომენტარს ვკითხულობდი :) ეს არის უნიკალური ჯგუფი, ლედ ზეპლინთან შედარებით ყველაფერი დაბალი დონის მეჩვენება.

  • adriana თქვა:
    1 აპრილი 2012 22:54 - ID: 33,
    annita....,
    გენაცვალე პატარას უკვე ესეთი გემოვნება რო გაქვს (მე 14-ის ვარ) მამაჩემი უსმენდა ხოლმე ამათ სიმღერებს და უზომოდ მიყვარს პატარაობიდან <3

  • annita.... თქვა:
    31 მარტი 2012 21:04 - ID: 32,
    ავტორო უღრმესი მადლობა <3 ვგიჟდები ამ ჯგუფზე, ჩემხელებში ძალიან არაპოპულარულია ასეთი ჯგუფები(13-ს ვარ) რის გამოც ძალიან ვღიზიანდები ხანდახან, ამას რომ ვუსმენთ მე და ჩემ დაქალს სკოლაში დაგვცინიან და ჩართავენ მერე ლეიდი გაგას თვითონ და კეშას :( იმათი დაცინვა მე სულ ცალ ფეხზე მკიდია, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ გენიალურ ჯგუფს არ აფასებენ :( პლანტიი love

  • bubunia:) თქვა:
    30 მარტი 2012 22:47 - ID: 31,
    რამოდენიმე სიმღერაც რომ დაგერთო უკეთესი იქნებოდა,მთლიამობაში კარგი ნიუსია!ყოჩაღ ავტორ! მომეწონააა love მიყვარს ეს ჯგუფი

  • NATA LOVES J.B თქვა:
    30 მარტი 2012 11:45 - ID: 30,
    Yummy<3<3

  • patinsona თქვა:
    29 მარტი 2012 23:36 - ID: 29,
    უუუუუუ ვგიჟდები თქვენზე..!!!!!!!!!!!!!!!!!!!
    ვსო მეტს არაფერს დავწერ.... feel

  • tamo თქვა:
    29 მარტი 2012 21:28 - ID: 28,
    amanda,
    ვაიმე ამანდა wink გამეცინა :(((

  • Bimch თქვა:
    29 მარტი 2012 21:28 - ID: 27,
    აი შეუდარებლები love

  • adriana თქვა:
    29 მარტი 2012 20:53 - ID: 26,
    აუ Smokie-ზე გააკეთე რა ესეთი ნიუსი მიყვარს love

  • amanda თქვა:
    29 მარტი 2012 20:49 - ID: 25,
    Queen Q,

    შენ აქ კომენტარების წერას ჯობია წახვიდე და მამაშენს ფსალმუნები უკითხო

  • მარი ) თქვა:
    29 მარტი 2012 19:46 - ID: 24,
    ძალიან მომეწონა სიახლე , Led Zeppelin - ლეგენდაა , ძალიან მიყვარს love კარგი იქნება მსგავს სიახლეებს სხვა ჯგუფებზეც თუ გააკეთებ, მაგალითად Pink Floyd-ზე, Scorpions-ზე, Deep Purple-ზე, Smokie-ზე და სხვებზე კიდე ..

  • Nirvana თქვა:
    29 მარტი 2012 19:25 - ID: 23,
    მიყვარს ლედ ზეპპელინ love love

  • Mari Glonti თქვა:
    29 მარტი 2012 19:07 - ID: 22,
    sheni wina newsic zeppelinebze favoritebshi maqvs da amasac chavagdeb love

  • Sundaymorning თქვა:
    29 მარტი 2012 19:05 - ID: 21,
    . . . ვპიქრობ ერთ-ერთი სრულყოფილი და საინტერესო ნიუსია . . .

  • Mari Glonti თქვა:
    29 მარტი 2012 19:03 - ID: 20,
    dzalian kargi newsia..chemi sayvareli zeppelini vgijdebi amatze love
    deidachemi iyo 2007 wels amat koncertze da rm gavige shokshi viyavi
    amanda,
    getaxnmebi mec movuwodeb xolme xalxs aset genialur jgufebze smile

  • -Diana- თქვა:
    29 მარტი 2012 18:55 - ID: 19,
    აიიი საუკეთესო ჯგუფი
    მხოლოდდამხოლოდ Led Zeppelin
    ძაან მაგარი ნიუსია
    Starway to Heaven- სიმღერა რომლის მოსმენაც არასდროს მომბეზრდებაა ))

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top