;
10 აპრილი 2012      Miki_Mika     33 კომენტარი     ნანახია 3980-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები » მუსიკა

Yiruma - music that warms your soul

"მუსიკა გამოხატავს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ და იმას, რაც არღვევს სიჩუმეს.” (ვ.ჰიუგო)

თუმცაღა, ცუდია რომ მხოლოდ რამოდენიმეს შეუძლია ალაპარაკდეს მუსიკაში, დანარჩენებს კი ისღა დაგვრჩენია მოვუსმინოთ, არა ყურით, არამედ-გულით.... ისე რაღა დაგიმალოთ და ესეც საკმაოდ სასიამოვნო პროცესია, ამიტომ არ მესმის ადამიანის, რომელსაც მუსიკა არ უყვარს (პოპი, როკი, კლასიკა, ფოლკი, თუნდაც საქართველოში ასე პოპულარული "საქეიფო, ქალაქური მუსიკა" ... რას დავეძებ... თუკი იმ ადამიანს სიამოვნებს, ესე იგი ეს მისი სულიერი განწყობაა და მერე რა თუ "ვაი მელომანები" ამას უგემოვნობაში ჩაუთვლიან) ალბათ მას ვერ უპოვია მელოდია, რომელიც მისი სულის სიმებს შეარხევს. ასეთ დროს ყველაზე კარგად ხვდები ამ სიტყვების აზრს, "ორჯერ არავინ არ ცხოვრობს, მაგრამ არიან ისეთნიც, რომლებიც არც ერთხელ არ ცხოვრობენ."

შესავალი შესავლად...... მაღალფარდოვანი გამოთქმები და სიტყვები უკეთეს შემთხვევაში ყალბ ემოციებს იწვევს, უარეს შემთხვევაში კი ყველაფერს აფუჭებს და სანამ რამე გამიფუჭებია, სჯობს სათქმელზე გადავიდე.

ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო ასე ვთქვათ "Twilight-მანია", სადაც ერთერთ ყველაზე ლამაზ სცენაში გაიჟღერა Yiruma-ს მელოდიამ A River Flows In You, რომელიც ვითომცდა ედვარდის მიერ ბელასთვის მიძღვნილი იავნანა (lullaby) იყო. აქიდან გაიზარდა კორეელი პიანისტის ცნობადობა.



Yiruma

წარმოშობით სამხრეთ კორეადან არის. მისი სახელი ითარგმნება, როგორც "მე უნდა მივაღწიო". დაიბადა 1978 წლის 15 თებერვალს. ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი. გამოშვებული აქვს 8 სტუდიური ალბომი, მათ შორის უკანასკნელი,- "P.N.O.N.I" გამოუშვა 2008 წელს. ამბობს, რომ: "მე ვარ ქრისტიანი და სულაც არ ვთვლი, რომ წარმოვადგენ ახალი თაობის ხელოვანს. ზოგს უბრალოდ არ ესმის ჩემი"

მგონი ეს მოკლე ბიოგრაფიული ცნობები საკმარისი იქნება და მისი ცხოვრების ქექვა რომ არ დავიწყოთ მოდით მის შემოქმედებას მივადევნოთ თვალი. როცა უსმენ მის კომპოზიციებს, შეიძლება იგრძნო ის, რასაც გრძნობს შეყვარებული ადამიანი, მაგრამ ამავდროულად არავინაც არ გიყვარდეს. შეიძლება სულაც არ იყო კლასიკური მუსიკის მოყვარული, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ ნოტების ჰარმონიული თანწყობა არ არის.. წვიმა, მზე, ტყე, ჰაერი...ყველაფერი ის რაც ჩვენს ირგვლივაა და ასე ჩაკარგულა ყოველდღიურობაში.





"მუსიკა სამყაროს აძლევს სულს, გონებას ფრთებს, შენს ფანტაზიებს ფრენის საშუალებას, ცხოვრებას კი ყველაფერს."(პლატონი)



"იქ სადაც სიტყვები მთავრდება, მუსიკა იწყება." (ჰ. ჰაინე)



"მუსიკა არა ნოტებში, არამედ მათ შორის არსებულ სიჩუმეშია."(მოცარტი)



"მუსიკას შეუძლია შეცვალოს სამყარო, რადგანაც მას შეუძლია შეცვალოს ადამიანები."(ბონო)



"მუსიკა არ ცვლის სიტყვებს. ის უბრალოდ ფონს აძლევს მას."( ე. ვისელი)



"ცხოვრება ლამაზი მელოდიასავით არის, მხოლოდ ტექსტი აქვს არეული." (ანდერსონი)



კატეგორია: ფილმები » მუსიკა
Tags:

33


  • ta_bitch თქვა:
    28 აგვისტო 2013 21:31 - ID: 33,
    ვგიჟდები ამ კაცზე <3 უნიჭიერესია <3 როცა დამშვიდება მინდა სულ ამავ ვუსმენ <33

  • Taamoo თქვა:
    13 აპრილი 2012 16:59 - ID: 32,
    არაჩვეულებრივია love რასაც ქვია სულში ჩამწვდომი love

  • maikunamai თქვა:
    12 აპრილი 2012 22:29 - ID: 31,
    აუუუ ძაააან მომწოოონსსსსსს love love kiss the rain love river flows in you love ყველააააა ყველააა მომწოოონს love აიიი გრძნოობს რააა მუსიკაას love

    სააააოოოცრააად მამშვიდეეებს love თითქმიიის სუულ ამაას ვუსმეეენ როოცააა ცუდ ხასიათზეე ვარ love

  • artist10 თქვა:
    11 აპრილი 2012 21:08 - ID: 30,
    love love რა კარგად გრძნობს მუსიკას

  • Queen.M თქვა:
    11 აპრილი 2012 16:52 - ID: 29,
    ვაიმე აი ავტორო ძალიან გამახარე ძალიან მიყვარს "yiruma" love როცა ცუდად ვარ ან ნუგეში მინდა და მარტო ვარ "yiruma"-ს სიმღერებს ჩავრთავ და თვალებს ვხუჭავ აი საოცრად მამშვიდებს love

  • Teeo... თქვა:
    11 აპრილი 2012 15:50 - ID: 28,
    MSlovatic,
    აუუ რა მაგარია მეც მინდა recourse love

  • MSlovatic თქვა:
    10 აპრილი 2012 23:34 - ID: 27,
    აი არ ვიცი როგორ ვთქვა.ძალიან მაგარია.River Flows In Youს ვუკრავ

  • paparaz თქვა:
    10 აპრილი 2012 20:28 - ID: 26,
    ise miyvars ver gadmogcemt. yvelafers mirchevnia amis musika. >>amelidan <<gavige tavidan da iqac su amis musikaa filmshi

  • anano.96 თქვა:
    10 აპრილი 2012 19:52 - ID: 25,
    ვაიმე ვგიჯდები რაღაც არაჩვეულებრივ მუსიკას ქმნისს ...A River Flows In You დაკვრას ვსწალობ კიდეც ...
    ავტორ მადლობა ამ ნიუსისთვიის love love

  • ninuccaa თქვა:
    10 აპრილი 2012 19:47 - ID: 24,
    ვაააააააააამმმმმმმმეეეეეეეეეეეეეე რა მაგარია love

  • Rma_(k) თქვა:
    10 აპრილი 2012 19:35 - ID: 23,
    love

  • Anna-Frank თქვა:
    10 აპრილი 2012 19:14 - ID: 22,
    ვუსმენ და ძალიან მომწონს , ბინდშია ამის მუსიკა? არ მახსოვს, არ ვარ ბინდის დიდი მაყურებელი wink

  • Mari.♫ თქვა:
    10 აპრილი 2012 18:47 - ID: 21,
    River Flows In You1-ზე მეტირება ((
    ყოველთვის მგრუზავს როცა ვუსმენ :D ♥

  • mebambuke თქვა:
    10 აპრილი 2012 18:45 - ID: 20,
    თქვენ ხომ არ იცით.გენიებზე არ საუბრობენ!

  • lizi... თქვა:
    10 აპრილი 2012 18:38 - ID: 19,
    River Flows in You..... საოცრებააა<3<3<3<3

  • natalia_merlin18 თქვა:
    10 აპრილი 2012 18:00 - ID: 18,
    ავაიმეეეეეეეე wassat feel love love

  • mariam.. თქვა:
    10 აპრილი 2012 17:11 - ID: 17,
    River Flows in You <3

  • nattt თქვა:
    10 აპრილი 2012 16:25 - ID: 16,
    river flows in you love ბინდის რომელ სცენაში არ მახსოვს belay

  • kristin თქვა:
    10 აპრილი 2012 16:13 - ID: 15,
    - Yirumaს მელოდიეები ასევთქვათ და დაკრულები ანუ ძაან ძაან მევასება რამდენიხანია ვუსმენ ''Kiss the rains ''ძალიან მიიყვარრსს <33

  • tako_takunebi თქვა:
    10 აპრილი 2012 15:53 - ID: 14,
    არაჩვეულებრივი ნიუსია love თანამედროვე კლასიკის ძალიან კარგი კომპოზიციებია წარმოდგენილი

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top