;
18 აპრილი 2012      Trouble_Maker     18 კომენტარი     ნანახია 2390-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები » მუსიკა

Oasis  ∞ ჯგუფი Oasis 1991 წელს დაარსდა მანჩესტერში ძმები ნოელ და ლიამ გალანჰერების მიერ. ნოელი-გიტარისტი, ვოკალისტი, სიმღერების ავტორი, პროდუსერი და ჯგუფის იდეოლოგი იყო. მისი უმცროსი ძმა ლიამი-ძირითადი ვოკალისტი და რამოდენიმე სიმღერის ავტორი. სხვა წევრები სხვადასხვა დროს იცვლებოდნენ.ჟანრი: ბრიტ-პოპი, როკ-ნ-როლი.
ნოელი: „ჯგიფამდე ბევრ რაღაცას ვაკეთებდი. ვუკრავდი სხვა ჯგუფში. უბრალოდ არაფერს არ ვაკეთებდი. ვაკეთებდი აკვარიუმებს. ვხატავდი აბრებს. მუშაც ვიყავი. დაასახელებად ნებისმიერი წყეული რამ და მე ამას ვაკეთებდი. არ მინდოდა, მაგრამ ვაკეთებდი-ფულის გამო. რატომ აკვარიუმები? აზრზე არ ვარ. 16-17 წლის როცა ხარ ყველაფერს გააკეთებ როცა დილით დედა გაგდებს საწოლიდან და გიყვირის დასაქმების სააგენტოში დაახვიო.“

ჯერ კიდევ მაშინ მათ მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ მიაღწევდნენ წარმატებას და ნელ-ნელა დაიწყეს გზის გაკაფვა-უკრავდნენ მანჩესტერის კლუბებში, წერდნენ სიმღერებს დ აყველა აკეთებდა იმას რაც ევალებოდა. თუმცა გასაოცარი ის იყო რომ ასეთი საინტერესო და ნოვატორული ჯგუფი არ უგზავნიდა კომპანიებს დემო ჩანაწერებს, ისინი ზემდეტად თავდაჯერებულები იყვნენ და ეგონათ რომ საჭირო მომენტში ბედი თვითონ იპოვიდა და საოცარია მაგრამ ასეც მოხდა. შოტლანდიაში კონცერტის დროს ჯგუფი იპოვეს და პირველი კონტრაქტიც გაფორმდა.
ნოელი ლიამზე: „მე რომ თინეიჯერი გოგონა ვიყავი მასზე ვიფიქრებდი-‘ღმერთო ის ისეთი სიმპატიური და მაგარია’. ახალგზარდა ბიჭი რომ ვიყო თავში მომივიდოდა ‘თუ ასეთ ნაბიჭვარს გაუმართლა მეც მეშველება რამე’.“

1994 წლის 11აპრილს გამოვიდა მათი პირველი სინგლი ”Supersonic” და ამით ოაზისმა შეაბიჯა დიდ მუსიკაში კრიტიკოსების დადებითი გამოხმარებებით და მსმენელის აღტაცებით. და ეს სულაც არაა გასაკვრიი, ეს სიმღერა დღემდე არ კარგავს პოპულაორბას და ჯგუფის სხვა, უფრო მომწიფებულ სიმღერებთან შედარებითაც კი მათი შემოქმედების ბრწყინვალე მაგალითია. ამას მოყვა შემდეგი სინგლები Shakermaker”, ”Live Forever” ”Cigarettes & Alcohol”-რომლებიც თანდათან სულ იპყრობდა მსმენელს და 1994 წელი – ტრიუმფალური გახდა ჯგუფისთვის და საერთოდ მუსიკის ისტორიისთვის.

{შესაძლოა მე ვერასოდეს ვიქნები
როგორიც მინდა ვიყო
მაგრამ ახლა არაა ცრემლების დრო
ახლა დროა რომ გაიგო რატომ
ვფიქრობ ისეთივე ხარ როგორც მე
ჩვენ ვხედავთ იმას რასაც ისინი ვერასოდეს დაინახავენ
და მე და შენ ვიცხოვრებთ მუდამ}
(”Live Forever”)



Oasis  ∞ ნანატრმა სადებიუტო ალბომმა ”Definitely Maybe” გინესის რეკორდების წიგნის გადაწერა მოითხოვა. ეს იყო ყველაზე გაყიდვადი სადებიუტო ალბომი ბრიტანეთის ისტორიაში, რომელმაც ყველა სახის ჩარტებში მოექცა და UK TOP 20-ში პირველი პოზიცია 18 კვირს განმავლობაში შეინარჩუნა, სამჯერ გახდა პლატინის და 1 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდ აგაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ. ბრიტანეთი მომენტალურად მოიხიბლა ჯგუფით რომელიც მელოდიურობასთან ერთად თავხედობას, ძალას, მრავალფეროვნებას და პირდაპირი გაგებით ხმაურს ფლობდა.1995 წელი-დიდი კონცერტები და ყოველდღიურად მზარდი პპულარობა, ბილეთები კონცერტებზე საათზე ნაკლებში იყიდებოდა.
მხოლოდ ორ კონცერტზე 330.000 ადამიანი შეიკრიბა.
ნოელი ჯგუფის ლაივ შესრულებებზე: „ეს კონცერტია და არა უფასო სასადილო. მე არ მადარდებს ვინ ხარ, რა გინდა აქ და რას ელი. რახან იყიდე ბილეთი ესე იგი შოუს ნახვა გინდა თუ არა და იცი რაც უნდა გააკეთო.“

მალე ჯგუფს ამერიკაც დანებდა (ყველა ბრიტანული ჯგუფის „იდეა ფიქსი“)-სადებიუტო ალბომი ოქროს გახდა, ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა სიმღერამ”Live Forever”, პიარით კი MTV და რადიო დაკავდა.

შტატებიდან დაბრუნებულებმა გამოუშვეს სინგლი ”Some Might Say” და ამავდროულად ჯგუფს ტოვებს ტონი მაკკეროლი და მის ადგილს იკავებს ალან უაიტი.
1995 წლის ზაფხულში ბიჭები წერენ ახალ ალბომს ”(What`s The Story) Morning Glory?” რომელიც ოქტომბერში გამოდის და მალევე მოსდევს ახალი რეკორდები.
ალბომი ხდება ყველაზე სწრაფად გაყიდვადი მაიკლ ჯექსონის ალბომის შემდეგ. 1996 წლის განმავლობაში ალბომი ხდება მეორე ყველაზე წარმატებული ბრიტანიაში-10ჯერ ხდება პლატინის და 3მილიონზე მეტი ტირაჟით იყიდება.
და სწორედ ამ ალბომით ჯგუფი საერთაშორისო ფენომენი ხდება და სულ უფრო ხშირად ადარებენ ბითლზს.

{ზოგს შეუძლია თქვას, რომ სამოთხე არ არსებობს
წადით და უთხარით ეს ადამიანს რომელიც ჯოჯოხეთში ცხოვრობს}
(”Some Might Say”)



Oasis  ∞

ბონჰედი: „პირველი შთაბეჭდილება ლიამზე? გამბედავი ნაბიჭვარი.
მაგრამ მაგარი ტიპი. ძალიან მაგარი.“


1997 წელს ჯგუფი წერს მესამე ალბომს- ”Be Here Now”. ფანებისთვის ისევე როგორც კრიტიკოსებისთვის ეს ალბომი დიდი განძი იყო,
გრძელი და მშვიდი კომპოზიციებით რომლებმაც ჯგუფი უფრო სმენადი აქციეს.სინგლებმა ალბომიდან მოიპოვეს პირველი პოზიციები
ჩარტებში და პლატინა. ალბომის რელიზამდე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ჯგუფზე «Right Here, Right Now».
დიდი მოლოდინის გამო ეს გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომი-423 000 დისკი პირველივე დღეს.

{ცივი და სუსხიანი დილა...ბევრი სათქმელი არაფერია
ყველაფერზე რაც ჩემს თავში ტრიალებს
და განთიადთან ერთად ჩემი თვითმფრინავი გაფრინდა
ყველაფერთან ერთად რაც ჩემს თავში ტრიალებს}
(Don't Go Away)








Oasis  ∞
1999-2003 წლები შეიძლება დავახარისხოთ როგორც სტილების ცვლილების ეპოქა ჯგუფის
შემოქმედებაში. ნელ-ნელა შემცირდა ბრიტ-პოპი
და ჯგუფი სრულიად გადაერთო როკ-ნ-როლზე რის პარალელურადაც
გაძლიერდა მათზე გასული საუკუნის ლეგენდარული როკ ჯგუფების
გავლენა.1999 წელს ჯგუფმა ახალი ალბომის ჩაწერა დაიწყო, მას შმედეგ რაც ნოელმა
კოკაინის მოხმარება შეწყვიტა.
თუმცა მოულოდნელად ამ დროს ჯგუფიდან წავიდნენ ბოუნჰედიდა გიგსი.
მათი აგდილი კოლის არჩერმა და ენდი ბელმა დაიჭირეს.

მალე გამოვიდა მეოთხე ალბომი «Standing on the Shoulder of Giants». მართალია სხვა ალბომებთან
შედარებით მცირე ტირაჟით გაიყიდა სიმღერა «Go Let It Out» გახდა № 1,
ხოლო სიმღერა «Fuckin' In The Bushes» მას
შემდეგ ჯგუფის კონცერეტსბხ ხსნიდა.
ალბომს მოყვა მსოფლიო ტური, მსოფლიო ტუს სკანდალები-მერიკაში ძმებმა
იჩხუბეს რის გამოც ლიამმა უარი განაცხადა უახლოეს მომავალში გამოსვლაზე
და მხოლოდ 2თვის შემდეგ დაბრუნდა.

{ჩვენ მოვაწყვეთ ეს ფესტივალი თქვენთვის ნაბიჭვრებო
დიდი სიყვარულით
ჩვენ ვმუშაობდით ერთი წელი თქვენთვის ღორებო
და თქვენ გინდათ ჩვენი კედლების ჩამონგრევა
ჩვენი განადგურება
კარგი , თქვენ ჯოჯოხეთში წახვალთ}
(«Fuckin' In The Bushes»)



2001 წელს ჯგუფი ემზადებოდა მეხუთე ალბომისთვის და მოგზაურობდა გასტროლებით მსოფლიოს გარშემო. ჯგუფის არსებობის 10წელი აღნიშნეს ბრიტანეთის ტურით და ალბომის ჩაწერაზე გადაერთენ.
«Heathen Chemistry»-ალბომი 2002 წლის ივლისში გამოვიდა. სტილი ექსპერიმენტალური იყო და შეიმჩნეოდა ლიამის შემოქმედებითი ზრდა და ჯონ ლენონის დიდი გავლენა. ალბომი დასამახსოვრებელი იყო მშვენიერი სინგლებით «The Hindu Times», «Stop Crying Your Heart Out»,ა «Little by Little»რომლებიც ჯგუის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიციები გახდა.

{იმიტომ, რომ ყველა ვარსკვლავი
გაქრა
უბრალოდ ცადე არ იდარდო
ოდესმე შენ კვლავ ნახავ მათ
აიღე რაც გჭირდება
და მისდიე შენ გზას და
შეწყვიტე გულის ცრემლებად დაღვრა.
ადექი (ადექი)
იჩქარე (იჩქარე)
რატომ გეშინია (არ მეშინია)
შენ ვერსადროს შეცვლი რაც იყო და წავიდა.}
(Stop Crying Your Heart Out)




Oasis  ∞ 2003 წელს დაიწყო მუშაობა ახალ ალბომზე და ჯგუფი დატოვა ალან უაიტმა.
მის ადგილას მოიწვიეს ბითლზების ლეგენდარული დამრტყმელის რინგო სტარის შვილი ზიკ სტარკი.
2004 წელს მათი ალბომი «Definitely Maybe» ყველა დროის საუკეთესო ბრიტანულ ალბომად დასახელდა.
სექტმებერში ჯგუფმა გამოუშვა დივიდი «Definitely Maybe» რომელიც ალბომის 10წლის უიბილეს ეძღვნებოდა
და შეიცავდა ჩანაწერებს უკეთეს ხარისხში, ცოცხალ შესრულებებს და დოკუმენტალურ ფილმს ჯგუფის წევრების მონაწილეობით.
სამწლიანი დუმილის შემდეგ 2005 წლის 30 მაისს გამოვიდა ახალი ალბომი «Don't Believe the Truth»
და გახდა ჯგუფრი ერთადერთი ალბომი რომელმაც პირველი პოზიცია ჩარტებში ორი სინგლით მოიპოვა. 2005 წლის
10 მაისს ჩატარდა მათი საუკეთესო ტური „ასტორია“-110 კონცერტი 26 ქვეყანაში 1.7 მილიონი მსმენელისთვის.
მეორე სინგლმა ალბომიდან «The Importance of Being Idle» მოიპოვა წლის საუკეთესო სიმღერის წოდება.

{მე გავყიდე სული მეორეჯერ
იმიტომ რომ არ გადამიხადეს
ვემუდარე უფროსს მეტი დრო მოეცა
მან მითხრა:“შვილო, ანგარიშები გასასწორებელია“

საუკეთესო მეგობარმა დამირეკა ღამით
მან მითხრა: „ძმაო, გაგიჟდი?’
შეყვარებულმა მთხოვა გონს მოვეგო
მან მითხრა:“ზარმაცი ხარ“

მაგრამ არ მადარდებს სანამ მაქვს საწოლი
ვარსკვლავებს ქვეშ რომლებიც ანათებენ
კარგად ვიქნები თუ წერთ წუთს მომცემ
ადამიანს საზღვარი აქვს
მე არ შემიძლია დავუბრუნდე ცხოვრებას თუ გულით არ მსურს}
(«The Importance of Being Idle»)



2006 წელს გამოვიდა საუკეთესო ჰიტების ნაკრები «Stop the Clocks», რომელსაც მოყვა ახალი ალბომი «Lord Don’t Slow Me Down» (2007 წელი).
მეშვიდე ალბომზე «Dig Out Your Soul» მუშაობა 2007 წელს დაიწყო ლეგენდარულ სტუდიაში Abbey Road. ამ პერიოდში ნოელს ვაჟი შეეძინა და 2008 წელს გამოვიდა. «The Shock of the Lightning»-გახდა პირველი სინგლი. ალბომიდან საინტერესოა რომ სიმღერა ჩანაფიქრით დემო იყო და ჩაწერაც/დაწერაც ძალიან სწრაფად მოხდა თუმცა ნოელს სიმღერა ძალიან მოეწობა ენერგეტიკისა და დრაივის გამო ასე რომ სინგლად აქცია.

{ჩემი ფეხები მიწაზეა მაგრამ ვერ ვჩერდები, დვაფრინავ
ჩემი გონება ღრუბლებია მაგრამ საბოლოოდ ვცდილობ მაინც
დავკარგე კონტროლი მაგრამ შებოჭილი ვარ
მიდი, გამოდი ამაღამ..}
(«The Shock of the Lightning»)





2009 წელის აგვისტოში,
საკონცერტო ტურის მსვლელობისას,
ნოელ გალაგერმა დატოვა ჯგუფი,
რის გამოც ჯგუფი Oasis დაიშალა
და ჩამოყალიბდა სხვა ჯგუფი, Beady Eye.
დაშლის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ძმების ჩხუბი.
Oasis  ∞

კატეგორია: ფილმები » მუსიკა
Tags:

18


  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    20 აპრილი 2012 18:54 - ID: 18,
    მიყვარს ოაზისი ძალიან love

  • AMADEUS თქვა:
    19 აპრილი 2012 20:03 - ID: 17,
    ძმებო, მამათქვენი იამაყებდა თქვენით love

  • Tamo Gallagher თქვა:
    19 აპრილი 2012 00:35 - ID: 16,
    ახალი ბიტლზი არა ის. ოაზისს ძაან ადრე ვუსმენდი და აახლაც სიამოვნებით ვუსმენ love love

  • Mari Glonti თქვა:
    18 აპრილი 2012 21:09 - ID: 15,
    ramodenime simgera miyvars amati gansakutrebit wonderwall

    kargi newsia

  • Mari.♫ თქვა:
    18 აპრილი 2012 21:00 - ID: 14,
    Stop Crying Your Heart Out ვგიჟდებიიიიიიი ♥

  • nattia.. თქვა:
    18 აპრილი 2012 20:36 - ID: 13,
    wanderwall ზე ვგიჟდები უძლიერესი სიმღერაა love

  • annie martin თქვა:
    18 აპრილი 2012 20:35 - ID: 12,
    ძალიან მაგარი ჯგუფია. არაჩVეულებრივი ნიუსი იყო, ხშირად გააკეთეთ სხვადასხვა როკ-ჯგუფებზე... :)))) ამათი wonderwall ხო საერთოდ :))

  • Perfection❣ თქვა:
    18 აპრილი 2012 19:48 - ID: 11,
    ჩემ ხოჭოებს მაინც ვერ შეედრება feel
    კარგი სიახლეა feel

  • Ancho. თქვა:
    18 აპრილი 2012 19:45 - ID: 10,
    ბითლზებს ვერავინ შემიცვლის, მარა
    ოაზისიც უძლიერესია ♥ ♥
    მარიი საოცარი ნიუსია!

  • demuka თქვა:
    18 აპრილი 2012 19:07 - ID: 9,
    mari.mr,
    ზუსტად მაგის თქმა მინდოდა ბითლზებამდე ვერაა love

  • Kapa თქვა:
    18 აპრილი 2012 18:09 - ID: 8,
    NAMDVILAD MAGARI DA MAGALI DONIS JGUPI IYO DA ZALIAN MIYVARS AMATI SIMGEREBI... ZALIAN MEWYINA RO DAISHALA ...:(

    The Beatles LEGENDAA ... MIS SIMGEREBZE ZALIAN BEVRI ADAMIANI AGIZARDA DA ES JGUPI MAINC VER MIVA IQAMDE ..:) The Beatles PIRVELIA AM MIMDINAREOBASHI :)

  • keetaa თქვა:
    18 აპრილი 2012 17:51 - ID: 7,
    love

  • ბაჭია♥ თქვა:
    18 აპრილი 2012 17:21 - ID: 6,
    მე ბი$თლზები მირჩევნია.. love

  • Madridista თქვა:
    18 აპრილი 2012 17:19 - ID: 5,
    კარგიი ნიუსიაა <3 love

  • mari.mr თქვა:
    18 აპრილი 2012 17:16 - ID: 4,
    ბითლეზამდე ვერა მაგრამ ისე კარგი ჯგუფია

  • Trouble_Maker თქვა:
    18 აპრილი 2012 17:12 - ID: 3,
    (Stop Crying Your Heart Out love საუკეთესო სიმღერა ვანდერვოლის შემდეგ

  • Bimch თქვა:
    18 აპრილი 2012 17:11 - ID: 2,
    ახალი ბითლზები ვერააა ცოტა გავბრაზდი კიდეცცც fellow მაგრამ მართლა კარგი ჯგუფიააა feel

  • kristi_ თქვა:
    18 აპრილი 2012 16:59 - ID: 1,
    გავლენიანი მაინც არის თუმცა ბითლზებს მაინც ვერ შეცვლის :)) ნიუსი love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top