;
28 აპრილი 2012      Trouble_Maker     43 კომენტარი     ნანახია 6024-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები » მუსიკა

პინკ ფლოიდი ▲ Pink Floyd

Pink Floyd -ნოვატორული ბრტინალური როკ-ჯგუფი, როკ-მუსიკის ისტორიაში რიგით მეშვიდე ყველაზე გავლენიანი და წარმატებული.ჟანრი: პროგესული როკი/ფსიქოდელიური როკი/არტ როკ/სფეის როკი/სიმფონიური როკიცნობილია ფილოსოსფიური ტექსტებით, აკუსტიკური ექსპერიმენტებით, ალბომების ინოვაციური გაფორმებით და გრანდიოზული წარმოდგენებით. მსოფლიო მასშტაბით 300 მილიონი გაყიდული ალბომი, აქედან 75 მილიონი-ამერიკაში.ჯგუფი ჩამოყალიბდა 60იანი წლების შუა ხანაში, 70იანების დასაწყისიდან ითვლები ფსიქოდელიური როკის ჟანრში წამყვან ჯგუფად. 1973 წელს გამოვიდა მათი შემოქმედების მწვერვალად წოდებული ალბომი The Dark Side of The Moon.ჯგუფმა უდიდესი გავლენა მოახდინა მუსიკალური თაობების აღზრდაზე, გახდა შთაგონების წყარო მრავალი ცნობილი მუსიკოსისთვის და კონკრეული ჟანრების ჟღერადობა შეცვალა.და მათი სახელიც სამუდამოდ დარჩება როკის დიდების დარბაზში , ჰიტ აღლუმების დიდების დარბაზში და გაერთიანებული ბრიტანეთის მუსიკის დარბაზში.

შემადგენლობა
სიდ ბარეტი (1946–2006) – ვოკალი, გიტარა (1965–1968)
დევიდ გილმორი (დ. 1946) – ვოკალი, გიტარა, ბას გიტარა, სპეციალური ეფექტები (1968 – 1996, 2005)
ბობ კლოუზი (დ. 1945) – ბას-გიტარა, გიტარა (1965)
ნიკ მეისონი (დ. 1944) – დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია, პროგრამირება (1965 – 1996, 2005)
როჯერ უოტერსი (დ. 1943) – ვოკალი, ბას გიტარა, გიტარა, პერკუსია, პროგრამირება (1965 – 1985, 2005)
რიჩარდ რაიტი (1943–2008) – კლავიშიანი ინსტრუმენტები, ორღანი, სინთეზატორები, ფორტეპიანო, მელოტრონი, ვოკალი (1965–1979, 1993–1996, 2005)

პინკ ფლოიდი ▲ Pink Floyd ბრიტანული როკ-ჯგუფი პინკ ფლოიდი არსებობის 30 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა მსმენელს. ფსიქოდელიური ანდერგრაუნდის ჩარჩოებში შექმნილი ჯგუფის შემოქმედება დროსთან ერთად გაიზარდა და არტ-როკის კალაპოტში მოექცა-პრაქტიკულად მათ შექმნეს ახალი ჟანრი ფსიქოდელიური არტ-როკი. მთავარი მახასიათებელი მათი შემოქმედების მუდმივი ცვლილება და ექსპერიმენტებია რომელთა მიუხედავად მათი მუსიკა ყოველთვის ინარჩუნებდა საუკეთესოს და პროგრესულთან ერთად ძველი სტილიც დაკრავს, სწორედ ამის წყალობით მრავალი სხვა ჯგუფისგან განსხვავებით პინკ ფლოიდი ყოველთვის ახერხებდა ძველი მსმენელის შენარჩუნებასთან ერთად ახლი თაობის მოზიდვას და მათ ჩართვას ამ მუსიკაში. მათი ნოვატორულობა გამოჩნდა არამხოლოდ მუსიკაში არამედ ტექნიკურ მიღწევებშიც სტუდიურ ჩაწერასა და კონცერტებზე. ასე ჯგუფი ერთ-ერთი პირველი იყო რომელიც ლაზერულ შოუს, ანიმაციებსა და სლაიდებს იყენებდა. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა ტექსტებსაც რომლებიც უმეტეს წილად საზოგადო პრობლემებს და შიშებს ასახავდა-მარტოობა, სასოწარკვეთა, სიკვდილის შიში. მსგავსი ტექსტები კიდევ უფრო აძლიერებს ისედაც დიდი გავლენის მქონე ინსტრუმენტალურ ნაწილს.


Hey you, out there in the cold
Getting lonely, getting old
Can you feel me?
Hey you, standing in the aisles
With itchy feet and fading smiles
Can you feel me?
Hey you, don't help them to bury the light
Don't give in without a fight.



პინკ ფლოიდი ▲ Pink Floyd ჯგუფი შეიქმნა 60იანი წლების შუა ხანაში, ლონდონში. წევრები-გიტარსიტი და ვოკალისტი სიდ ბარეტი, ბას-გიტარისტი როჯეტ უოტერსი, რიკ რაიტი და ნიკ მეისონი. მათ მალევე დახვეწეს ხელი და ორიგინალური ტექსტების/მუსიკის შემქნა დაიწყეს.
პირველი ალბომი ( The Piper At The Gate Of Dawn, 1967 წ.) ძირითადად ბარეტის დაწერილ სიმღერებს შეიცავდა და ფსიქოდელიური ჟანრის არაჩვეულებრივი მაგალითი იყო გრძელი, დატვირთული, იმპროვიზირებული კომპოზიციებით. 1968 წელს ბარეტმა ჯგუფი დატოვა ნარკოტიკული ნივთიერების (LSD) მოხმარების გამო.
მისი ადგილი დეივ გილმორმა დაიკვა. მისი მონაწილეობით ჩაწერილ ალბომში ( A Saucerful Of Secrets, 1968 წ.) კარგად ჩანდა გახსნილი ფსიქოდელიიდან გადასვა უფრო კონსტრუქციულ მუსიკაში.
შემდეგი ალბომი ( More , 1969 წ.) წარმოადგენდა მუსიკას ამავე სახელწოდების მუნჯური ფილმისთვის ჰიპების ცხოვრებაზე. ამის შემდგომ ჯგუფს არაერთხელ შეუქმნია ფილემბის მუსიკალური გაფორმება ასე მაგალითად ალბომი Obscured by Clouds.
საუკეთესო ეტაპი მათ შემოქმედებაში იწყება ალბომიდან ( Meddle, 1971 წ.). კომპოზიაციას Echoes ჯგუფის ბევრი თაყვანისმცემელი დღემდე საუკეთესო მათ კომპოზიციად თვლის. აქ არსებული მუსიკალური ფონი, ჰიპნოზის ეფექტის რითმი და ჟღერადობის მრავალფეროვანი ეფექტი ჯგუფის მახასიათებელი გახდა.

Overhead the albatross
Hangs motionless upon the air
And deep beneath the rolling waves
In labyrinths of coral caves
An echo of a distant time
Comes billowing across the sand
And everything is green and submarine.



პინკ ფლოიდი ▲ Pink Floyd ყველაზე დიდი წარმატების მომტანი კი აღმოჩნდა ალბომი ( The Dark Side Of The Moon , 1973 წ) და მიუხედავად იმისა რომ ბრიტანულ ჩარტებში მეორე ადგილზე აღმოჩნდა ამერიკაში 200 საუკეთესო ალბომის სიაში 15წელზე მეტი გაძლო-რეკორდი რომელიც ჯერ არავის მოუხსნია! კრიტიკოსებიც და მსმენელიც აღტაცებული დარჩა იმ მიღწევებით მუსიკაში რომლებიც პინკ ფლოიდმა
ამ ალბომში გამოავლინა. ჯგუფი ნელ-ნელა მიიწევდა სულ უფრო დიდი წარმატებისკენ და ამასთან საოცარი ტემპებით ვითარდებოდა, მუდმივად იყენებდ არაღაც ახალს მაგრამ ამასთან ინარჩუნებდა საუკეთესოს, კლასკურს რაც შექმნის დღიდაბ დანერგა მსმენელში.
შემდეგი ალბომი ( Wish You Were Here, 1975 წ.), რომელიც ეძღვნებოდა სიდ ბარეტის ტრაგიკულ ბედს ა.შ.შ-ს და დიდი ბრიტანეთის ჩარტებში პირველ პოზიციებზე მოექცა. სიდის ტრაგიკული ისტორიის გარდა რომელიც ნარკოტკულ ნივთიერებები გატაცებას შეეწირა ჯგუფი შეეხო მუსიკალური ინდუსტრიის პობლემებს-კონკრეტულად ხმის ჩამწერი სტუდიების გულგრილობას ხელოვნების მიმართ და იმას რომ პრიორიტეტული მუსიკალურ კულტურაში ფული გახდა და არა თვითონ მუსიკა რითაც ხმის ჩამწერი რამოდენიმე სტუდიის უკმაყოფილება გამოიწვია. ალბომი შესულია ჟურნალი როლინგ სტოუნის ყველა დროის საუკეთესო ალბომების სიაში, ჟურნალ Q-ს მკითხველებმა ალბომი თავისი საყვარელი ალბომების სიის #34ადგილზე შეიტანეს, ასევე ბრიტანეთის საუკეთესო ალბომების სიაში მოხვდა და ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება ჯგუფის შემოქმედებაში . ყველა ტექსტის ავტორი იყო-როჯერ უოტერსი.


So, so you think you can tell
Heaven from Hell blue skies from Pain
Can you tell a green field
From a cold steel rail ?
A smile from a veil ?
Do you think you can tell




პინკ ფლოიდი ▲ Pink Floyd ახალი ეტაპი ჯგუფის შემოქმედებაში აღმოჩნდა ალბომი ( Animals, 1977 წ) სადაც სიმღერები გახდა უფრო აგრესიული და რითმული გახდა, ტექსტები კი სატირის შემცველი. 1979 წელს განხორციელდა მათი ყველაზე ამბიციური პროექტი ორმაგი ალბომი- ( The Wall ). 15 კვირის განმავლობაში ამეირკულ სიაში პოპულარული მუსიკის ალბომი პირველ პოზიციას არ თმობდა. ალბომში შესული სიმღერა Another Brick In The Wall გახდა პირველი მათი კომპოზიცია რომელმაც ბრიტანეთის და ამერიკის ჩარტები დაიპყრო. 1977 წელს ჯგუფი რაიტმა დატოვა. შემდეგი ალბომი ( The Final Cut, 1983წ.) პრაქტიკულად უოტერსის დაწერილი იყო და ყველაზე „ღარიბია“ ჯგუფის შემოქმედებაში.
1986 წელს-ჯგუფი დაიშალა. გაერთიანდა 1987 წელს რადგანაც აშკარა გახდა რომ სოლო პროექტები ცალკეული წევრების არავის არ იზიდავდა-საჭირო იყო ჯგუფური შემოქმედება.
დღემდე ჯგუფის ბოლო ალბომია ( Echoes , 2001 წ)
ჯგუფმა უდიდესი გავლენა მოახდინა მუსიკის განვითარებაზე და მათი სახელიც სამუდამოდ დარჩება როკის დიდების დარბაზში , ჰიტ აღლუმების დიდების დარბაზში და გაერთიანებული ბრიტანეთის მუსიკის დარბაზში. მათი გავლენა და შთაგონება რადიოჰედის და დევიდ ბოუის შემოქმედებაშიც იგრძნობა. ის ნოვაციები რაც მათ ჟანრების შერწყმაში, ტექსტებში ფიოლოსფიური ორმხრივი იდეების ჩადებაში და აკუსტიკურ თუ ტექნკურ სიახლეებში დანერგეს სამუდამოდ იქნება მაგალითი მომავალი თაობებისთვის.
მათი ცოცხალი შესრულებები და კონცერტები ბრწყინვალე მაგალითია უმაღლესი ჟღერადობისთვის ეფექტის დამატების მედია-საშუალებები და ხმოვანი ეფექტების გამოყენებით.
პინკ ფლოიდი ▲ Pink Floyd

კატეგორია: ფილმები » მუსიკა
Tags:

43


  • adriana თქვა:
    2 ოქტომბერი 2012 12:46 - ID: 43,
    უძლიერესი ჯგუფია <3 ამათ რამოდენიმე სიმღერაზე ვარ გაზრდილი <3 Time Julia dream <3 <3 <3 ყველაზე მეტად მიყვაარს <3 love love love მარა ჩემთვის ზეპელინი მაინც პირველია :D <3 ბავშვობიდან ვგიჟდები უზომოდ მიყვარს love love love love

  • MEOW თქვა:
    26 ივნისი 2012 20:45 - ID: 42,
    Legendaa love

  • meducha თქვა:
    23 ივნისი 2012 18:45 - ID: 41,
    love love love love love love love love

  • AnoAno თქვა:
    30 აპრილი 2012 18:43 - ID: 40,
    ჩემი ცხოვრებები. კაია რო დადეთ love

  • Melakoo თქვა:
    30 აპრილი 2012 11:24 - ID: 39,
    good job wink

  • tamo თქვა:
    29 აპრილი 2012 16:45 - ID: 38,
    comfortably numb love ვგიჟდები love

  • BaaBaaIaaGaa :DD თქვა:
    29 აპრილი 2012 13:55 - ID: 37,
    კაები ხაართ love

  • Nirvanaismydrug თქვა:
    29 აპრილი 2012 12:59 - ID: 36,
    yummy <3 ვგიჟდები

  • Lady Mercury თქვა:
    28 აპრილი 2012 23:06 - ID: 34,
    love Wish you, were here !!

  • mari.mr თქვა:
    28 აპრილი 2012 22:46 - ID: 33,
    ძაან მაგარი ჯგუფია პინკ ფლოიდი.მიყვაარსს

  • cat თქვა:
    28 აპრილი 2012 22:45 - ID: 32,
    EEEEECHOOEEES !!!!

  • takcho თქვა:
    28 აპრილი 2012 22:32 - ID: 31,
    ლეგენდარული მართლაც რომ

  • Ancho. თქვა:
    28 აპრილი 2012 22:27 - ID: 30,
    Wish u were here :)
    Hey you
    Mother.. > ჩემი ფავორიტი სიმღერბი.
    მაჟრიალებს მოსმენისას.
    ფინქ ფლოიდი ცალკე სამყაროა, ცალკე მუხტია.
    მარი როგორც ყოველთვის შესანიშნავი იყო!

  • მარი ) თქვა:
    28 აპრილი 2012 20:08 - ID: 29,
    ყველაზე ყველაზე ყველაზე ყველაზე ყველაზე მაგარი ხალხიი ..... love სულში რომ ჩაგწვდება .. love ყველა ხასიათზე რომ მიდის .. love ვაბოდებ ამათზე .. love love ბევრი სიმღერა აქვთ კიდე ისეთი რომელიც ასეთი პოპულარული არაა მაგრამ უუძლიერესია .. :)) სიახლე ძალიიან გამიხარდა .. P.S. scorpions-ზეც რომ დადო არ გინდაა ? winked

  • ბაჭია♥ თქვა:
    28 აპრილი 2012 19:18 - ID: 28,
    love winked

    ვგიჟდებიიიიი..

  • keetaa თქვა:
    28 აპრილი 2012 17:20 - ID: 27,
    love

  • AMADEUS თქვა:
    28 აპრილი 2012 17:13 - ID: 26,
    Trouble_Maker,
    შენ რო ანჯელ ჯიზე არ იყო რა გვეშველებოდა მეთქი ეხლა ვფიქრობდი love ჰოდა მოკლედ ძალიან მაგარ ნიუსებს დებ (ზენიუსებს) და კიდე გვინდა ბევრი :D

  • Anchik:) თქვა:
    28 აპრილი 2012 17:00 - ID: 25,
    ნამდვილ მუსიკას ქმნიდნენ <3 უმაგრესი ჯგუფია
    ნიუსიც ძალიან მომეწონა :)

  • amanda თქვა:
    28 აპრილი 2012 15:51 - ID: 24,
    ვერ ვიტყვი ვგიჟდები და სულ ამათ ვუსმენ მეთქი :D მაგრამ რემოდენიმე სიმღერა მომწონს,ნიუსი მაგარია ძაან ;)

    Trouble_Maker,

    მაგარ ნიუსებს აკეთებ ხოლმე ;)

    Sally )),

    ვინ არაა მასნი შენ ეგ თქვი :D

    მაგრამ ამათ ლოგოებში საკმაოდ მკაფიოდ აქვთ ეგ გამოხატული

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top