;

8 May 2012      te_te_e     Views 1826    
Category: Films, Movies » Music

Melanie Amaro - A new discovery

Melanie Amaro არის 2011 წლის X-Factor-ის გამარჯვებული. მისმა ნამღერმა ყველაზე კრიტიკული ჟიური Simon Cowell-იც კი ფეხზე წამოაყენა. გთავაზობთ ისტორიას მელანის შესახებ და მის შესრულებას გადაცემაში.

მელანი დაიბადა ფლორიდაში 1992 წლის 26 ივნისს. 3 წლის ასაკში მისმა მშობლებმა ვეღარ შეძლეს მისი შენახვა და ამის გამო გააგზავნეს ბებიასთან ბრიტანეთში. მელანის დედა იხსენებს, რომ 6 თვის მელანი ღამის 2 საათზე იღვიძებდა და მღეროდა, ხოლო სიმრერის დასრულების შემდეგ ისევ იძინებდა. დედა თავიდანვე ამჩნევდა, რომ მელანი დიდი ნიჭით იყო დაჯილდოებული, მაგრამ სამწუხაროდ არ ქონდა შესაძლებლობა რომ "ყურადღება მიექცია". როდესაც მელანი წამოიზარდა სახლში დაიწყო სიმღერა და მიკროფონის მაგივრად სავარცხელს იყენებდა. მელანი დედას სთხოვდა მიეყვანა მასწავლებელთან, რაც დედამ ვერ მოახერხა, სამაგიეროდ შეძლო იმდენი, რომ მელანის ქორწილებში და სხვადასხვა წვეულებებზე ემღერა.

Melanie Amaro - A new discovery
2011 წელს 19 წლის მელანიმ გადადგა ნაბიჯი და მივიდა X-Factor-ში. შესარჩევ ტურში მან შეასრულა Beyonce-ს სიმღერა "Listen", რომელიც მან პროფესიონალის დონეზე შეასრულა.

მელანი გადავიდა შედეგ ტურში და ბოლოს დადგა ის მომენტი როდესაც Simon-ს 32 მომღერალ გოგონას შორის 16 უნდა ამოერჩია. სამწუხაროდ 16 გოგონას შორის მელანი ვერ მოხვდა. ცოტა ხანში საიმონი მიხვდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა და გადაწყვიტა მელანისთან სახლში წასულიყო, ფლორიდაში.
საიმონის დანახვა მელანისთვის და მისი ოჯახისთვის ნამდვილი შოკი იყო. საიმონმა თქვა რომ ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო რაც მას დაუშვია. მელანი შოუში დაბრუნდა.




Melanie Amaro - A new discovery
თითოეულ ტურში იგი ასრულებდა ცნობილი ვარსკვლავების სიმრერებს, რომლებიც საკმაოდ რთული სამღერი იყო : Beyonce, Michael Jackson, Whitney Houston, R. Kelly, Adele და სხვა.
Melanie Amaro - A new discovery
კონკურსის პრიზი 5 მილიონ დონარიანი კონტრაქტი იყო Syco Music და Sony Music-თან. მელანი ერრთ-ერთ ინტერვიუში ამბობს რომ ეს ერთადერთი შანსია რომელიც მას ჰქონდა.
Melanie Amaro - A new discovery
მისი პოპულარობა ტურიდან ტურში იზრდებოდა და ბოლოს მელანი 2011 წლის X-Factor-ის გამარჯვებული გახდა. მან ასევე გააფორმა კონტრაქტი პეპსისთან და მონაწილეობა მიიღო რეკლამაში სადაც აგრეთვე ელტონ ჯონოც იღებდა მონაწილეობას.
Melanie Amaro - A new discovery































Category: Films, Movies » Music
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top