;
27 მაი 2012      Nanuka.     80 კომენტარი     ნანახია 3167-ჯერ    
კატეგორიაში: ფილმები » მუსიკა

"ევროვიზია" შვედეთმა მოიგო!

"ევროვიზია 2012", რომელიც საქართველოს მეზობელ ქვეყანაში - აზერბაიჯანში, კერძოდ ბაქოში ჩატარდა დიდი დაძაბულობის შემდეგ შვედი მომღერლის - ლორენის (Loreen) გამარჯვებით დასრულდა. მან ფინალურ ტურში სიმღერით "Euphoria" 26 კონკურსანტს შორის შეძლო გამარჯვების მოპოვება და 372 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ლორენს მიჰყვნენ რუსეთი 259, ხოლო სერბეთი 214 ქულით. აღსანიშნავია, რომ შვედი მომღერალი ლიდერობდა მთელი კონკურსის განმავლობაში. ჯერ კიდევ მე-2 ნახევარფინალში იგი პირველ ადგილზე იყო 181 ქულით და უსწრებდა სერბეთსა და ლიტვას, რომლებიც მე-2 და მე-3 ადგილებს ინაწილებდნენ.

წელს "ევორივიზიაზე" საქართველოდან გაემგზავრა ანრი ჯოხაძე, რომელმაც სიმღერით "I'm A Joker" ფინალში გადასვლა ვერ მოახერხა და სამშობლოში პრიზის გარეშე დაბრუნდა. ისღა დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ ანრის!




შოუს შემდეგ ლორენს ჟურნალისტებისათვის მოუხდა რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა. აი რას ამბობს იგი იმაზე, თუ როგორ მიაღწია გამარჯვებას: "მეძინა ბევრი, ვჭამდი ბევრს და ვცდილობდი არ მეფიქრა ბევრი ჩემს გამოსვლაზე. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მორცხვი ადამიანი ვარ. შვედ აუდიტორიას კი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რომ ამ ტიპის შოუს მისცეს "ევროვიზიაზე" წარდგენის შანსი".

"ვიმედოვნებ, რომ "Euphoria", რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩება ხალხის გულში" - ამბობს ლორენი. "როდესაც გამარჯვებულად გამომაცხადეს ვერაფერს მივხვდი, თითქოს დრო გაჩერდა"...

ლორენმა თავის რუს კონკურენტებზე, "Buranovo Grannies"-ზეც ისაუბრა, რომელთაც მე-2 ადგილი დაიკავეს:
"შოუს შემდეგ მათ მაჩუქეს თავიანთი ყელსაბამი, რომელმაც ძალიან გამახარა. ამ გამარჯვებას აუცილებლად ჩემებურად აღვნიშნავ: ხალხთან და მაგარ საჭმელთან ერთად. შემდეგ, რა თქმა უნდა ბევრს ვიძინებ"!


"ევროვიზია" შვედეთმა მოიგო
"ევროვიზია" შვედეთმა მოიგო
"ევროვიზია" შვედეთმა მოიგო

საბავშვო "ევროვიზიაზე" ამდენი წარმატების შემდეგ, ძალიან სამწუხაროა, რომ აქ ჩვენს კონკურსანტებს საპრიზო ადგილების დაკავება ძალიან უჭირთ.


კატეგორია: ფილმები » მუსიკა
Tags:

80


  • magd თქვა:
    29 მაი 2012 10:15 - ID: 80,
    ანრიზე ძლიერი ვოკალისტი საქართველოს არ ყავს ჩემი აზრით. უბრალოდ სიმღერა იყო არასწორად შერჩეული და ანრის შესაძლებლობების 20% იც არ ჩანდა. თუმცა იმათ, ვინც ფუინალში გადაიყვანეს, არაფრით არ ჩამოუვარდებოდა არც სიმღერა და არც შოუს ელემენტები.

  • el en ika თქვა:
    28 მაი 2012 22:05 - ID: 79,
    tusia,გეთანხმებიიი ათეულში უდაოდ უნდა შესულიყოოო უცხოელები აღიარებენ ამას ხალხნო სოც.ქსელებში ერთიიი ამბავი იყო ეგეთი ნაგვები როგოოორ ხართ სირცხვილი აქეთ თქვეეენ წინასწარ დაუთარსეთ გზა..
    niniiiiiii,'გახიშტვა' მომეწონა :D:D:დ

  • nata-damon თქვა:
    28 მაი 2012 21:07 - ID: 78,
    ნიჭიერი რომ არის ანრი ეგ უდავოა უბრალოდ ბევრი რამ აკლდა ამ შოუს ასევე სიმღერაც არ იყო ჩემი აზრით კარგი,უფრო მეტი შეეძლო ანრის და ის ქალებიც არ იყვნენ იქ საჭირო.

  • smileyz_xato თქვა:
    28 მაი 2012 20:40 - ID: 77,
    ფუუუუუუუ საშინელი სიმღერა ვერ ვიტან ანრი არადა ნიჭიერია მარა ეს რა უბედურებაა :@

    tamu123,
    სირცხვილი არა ის კიდე უბრალოდ საშინელი სიმღერა იყო ქართულ სტილში კი არა უბრალოდ ცოტა აზერბაიჯანული და რაღაც ეგეთი მელოდია იყო

    შვედს რა კარგი სიმღერა ქონდა და შესრულებაც მომეწონა love

  • buzguna_teoo თქვა:
    28 მაი 2012 19:43 - ID: 76,
    ზედმეტად თავდაჯერებული იყოო.. პრინციპში ეხლა რო ვუსმენდი არ იყო ცუდი შესრულება მაგრამ მე თუ მკითხავთ ის ბექვოკალი ზედმეტი იყო..

  • miss crazy თქვა:
    28 მაი 2012 19:31 - ID: 75,
    niniiiiiii,

    ამბიციური გვეგონა ყველას მაგრამ ანრიმ ისე პატიოსნად ითამაშა ევროვიზიაზე რო მიუხედავად იმისა ამბობდა "ჯოკერი" ვარო მაინც ყველას ნიჟე გაუკეთა wassat რა კეთილი გული აქვს lol love
    იმედია ამას ევროპა დაუფასებს საქართველოს

  • tusia თქვა:
    28 მაი 2012 18:01 - ID: 74,
    ჰო მაგრამ ბევრს ჯობდა, ვინც ფინალში გადავიდნენ, ანრის გამოსვლა

  • Giu თქვა:
    28 მაი 2012 16:56 - ID: 73,
    niniiiiiii,
    გეთანხმები ძალიან ამბიციური ადამიანია. ასეთიც არაა საჭირო. სიმღერა იყო საშინელება. რაღაცა უაზროო....

  • Taamoo თქვა:
    28 მაი 2012 14:13 - ID: 72,
    ამ გოგოს ვგულშემატკივრობდი love

  • niniiiiiii თქვა:
    28 მაი 2012 13:17 - ID: 71,
    გავიხიშტეთ wink არაუშავს, ხდება ხოლმე... უბრალოდ ანრი ისეთი ამბიციებით წავიდა მინიმუმ მეორე ადგილით უნდა დაბრუნებულიყო, კი ძალიან ძლიერი მომღერალია, მაგრამ სიმღერა არ ვარგოდა და რომ იწერებოდა ამის შესახებ, ანრის უტყდებოდა, შურიანი და ბოღმა ხალხი ამბობსო ამას, თურმე აღმოჩნდა რომ შოუც არ ვარგოდა და აი შედეგიც belay გამოდის მთელი ევროპა ბოღმა ყოფილა fellow

  • ani-anuka თქვა:
    28 მაი 2012 11:32 - ID: 70,
    კარგით რა შოუზეა ლაპარაკი სუფთა პოლიტიკურია ეს ევროვიზია. რა შვედეთს საერთოდაც არ ქონდა შოუ მარა მოიგო

  • LisbethSalander თქვა:
    28 მაი 2012 07:53 - ID: 69,
    ეს გოგო ფლორენსს ბაძავს

  • marika0704 თქვა:
    27 მაი 2012 23:29 - ID: 68,
    ვთვლი რომ ნამდვილად იმსახურებდა პირველ ადგილს!!ძაან მომეწონა love

  • PEPINSI თქვა:
    27 მაი 2012 23:22 - ID: 67,
    იმსახურებდა !

  • tamu123 თქვა:
    27 მაი 2012 22:46 - ID: 66,
    ANRI JOXADZE ARIS SAKARTVELOS SIRCXILI DA MAGAS RO GAUSHVEB EVROVIZIAZE RAMIS AMBICIA ROGOR KONDAT SAERTOD AR VICIIII:)))))

  • behind თქვა:
    27 მაი 2012 22:45 - ID: 65,
    სალომე მაგარია ძან მარა ეს ცეკვა არა ხტუნვა იყო:D:D სალომეს მაგარი ცეკვის დადგმა შეეXლო მარა არ შედგა შოუ და მაგიტომაც ვერ შევედით ათეეულში

  • taakko თქვა:
    27 მაი 2012 22:45 - ID: 64,
    უფლება რომ ემღერა მემგოონი გადავიდოდა wink ამ სიმღერაში ვიკალი არ ჩანდა არც ნომერი იყო მთლიანობაში კარგი.

  • spy თქვა:
    27 მაი 2012 22:35 - ID: 63,
    ძაან კი იყო ანრი თავის თავში დარწმუნებული.ერთიდ გამიხარდა :D

  • tlabu თქვა:
    27 მაი 2012 22:34 - ID: 62,
    ნახევარფინალი რომ ვუყურე თავიდანვე ჩემი ფავორიტი ლორენი იყო love
    ანრიმ თქვა რომ მაგარ შოუს დგავდა მაგრამ ეს რაიყო არვიცი :X

  • miss crazy თქვა:
    27 მაი 2012 22:33 - ID: 61,
    სალომეს ხათრით ვუყურებთქო აქაც დავპოსტე მანამდე ასე რომ შური რა შუაშია ვგიჟდები სალომეზე ისე მომწონს მაგრამ

    საშინლად იცეკვა და იმედგაცრუებული დავრჩი, რაღაცა ძაან მაგარს მოველოდი მანამდე ისეთი ფოტოები დადეს შოუმდე სალომე დაფრინავდა wassat და სცენაზე belay

    ანრი ვისთვის ფრედია და ვისთვის სხვა ლეგენდა არ ვიცი მაგრამ
    ფაქტია რო ჯოკერი გაიხიშტა, და დამსახურებულად........ fellow

« 1 2 3 4 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top