;
20 ივნისი 2012      McMurphy     8 კომენტარი     ნანახია 2083-ჯერ    
კატეგორიაში: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები

[ნაომი შემოსილია, Prada-ს კაბით, Malia Mill-ს მოკლე შარვლით და ასევე Prada-ს ჩანთით.]
Naomi Campbell  for W Magazine July 2012

●ნაომი კემპბელი ჟურნალ "W"–ს 2012 წლის ივნისის ნომრისთვის.●
ჟურნალი გაყიდვაში 26 ივნისიდან გამოვა.

ნაომი კემპბელი წარმოშობით ბრიტანელი მოდელია, მისი სამოდელო კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო, გარდა მოდელობისა ნაომი პროფესიით გახლავთ მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორიც. ამჟამად ის 42 წლისაა, თუმცა სამოდელო კარიერას დღემდე აგრძელებს.

მიუხედავად მისი ასაკისა, მან დაგვიმტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაშია. ლეგენდარულმა სუპერმოდელმა მონაწილეობა მიიღო ჟურნალ "W"–ს 2012 წლის ივვლისის გამოცემისთვის გამართულ ფოტოსესიაში. ფოტოსესზე იმუშავა ფოტოგრაფმა Emma Summerton–მა, რომელმაც გადაწყვიტა გადაეღო სტუდიური ფოტოები, მუქ ფონზე რომლის დიზაინზეც იზრუნა Mary Howard-მა. მოდელის ჩაცმულობაზე იზრუნა სტილისტმა Giovanna Battaglia–მ, რომელმაც მოდელს შეურჩია ნათელი და ფერადი სამოსი, მან ლუქები დააკომპლექტა ისეთი ბრენდების კოლექციებიდან, როგორებიცაა Prada, Louis Vuitton, Etro, Fendi და სხვა. მის თმის ვარცხნილობაზე იზრუნა Serge Normant, ხოლო მაკიაჟზე Mathias van Hooff-მა. ფოტოგრაფის ასისტენტები: Ed Singleton, Lindsay Watson, Nicholas Ong. ფოტოსესიის სახელწოდება: 'LUXE BE A LADY'

2013 წელს ტელეარხ Oxygen-ზე იწყება ახალი რეალითი შოუ 'The Face', შოუ აღმოაჩენს ახალ მოდელებს. ნაომი მის თანამემალუსთენა ტაირა ბენქსთან ერთად გადაცემის წამყვანი იქნება.
"მე მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას და პარტნიორობას Oxygen-სთან, ჩვენ აღმოვაჩენთ მსოფლიოში ულამაზეს მოდელებს." - განმარტა კემპბელმა.
ნაომი პირველად ტელევიზიაში გამოჩნდა 19988 წელს გადაცემაში 'Cosby Show'. ჟურნალ "W"–სთან საუბრისას მან განაცხადა:
"ჩემი საყვარელი გადაცემაა Real Housewives- მე ყველა მათგანი მიყვარს.. რათქმაუნდა ჩვენი შოუ ასეთი არ იქნება."
ასევე ინტერვიუში სუპერმოდელმა რჩევა მისცა დამწყებ მოდელებს:
"რაც არ უნდა თქვან სხვებმა თქვენ მაინც ყველაფერი გააკეთეთ 110 პროცენტით, ამას მასწავლიდა დედა და ეს არის ის რაც მე ყოველთვის მჯეროდა."
შეხასენებთ, რომ ნაომი ამჟამად ცხოვრობს რუსეთში მის მილიარდერ მეგობართან Vladislav Doronin-თან ერთად.

[Mary Katrantzou-ის აბრეშუმის ბლუზი, Malia Mills-ის მოკლე შარვალი, Swarovski-ს სამკაულები, Missoni-ს კლატჩი.]

[Etro embroidered-ის ბაბის ქურთუკი.]

[Louis Vuitton-ის ბაბბის ქურთუკი, Salvatore Ferragamo-ს ფეხსაცმელები.]

[Miu Miu-ს ქურთუკი და შარვალი. ჩანთა Bally, Saint Laurent-ის ფეხსაცმელები.]

[Marc Jacobs-ის მოსაცმელი, Malia Mills-ის ხავერდის მოკლე შარვალი, Eclat Jewels-ის ტიტანის და ბრილიანტის გულსაბნევი,
Tom Ford-ის სანდლები.]


[Dolce & Gabbana-ს ბეწვის ქურთუკი და ნაქარგებით გაფომებული კაბა, Oscar Heyman-ის
გულსაბნევი, Bulgari Platinum-ის ბროწეულისფერი სამაჯური, ჩანთა Dolce & Gabbana.]


კატეგორია: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები
Tags:

8


  • Tamtabera თქვა:
    21 ივნისი 2012 19:59 - ID: 8,
    სექსუალურია

  • evergreen_angel თქვა:
    21 ივნისი 2012 14:26 - ID: 7,
    ნაომი ლამაზია

  • Naughty Angel თქვა:
    21 ივნისი 2012 13:36 - ID: 6,
    კარგი ნიუსია
    მართალია ნაუმი არაჩვეულებრივია მაგრამ მომენტ ტაირა უფრო მომწონს მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ძალიან უაზრო სახეს იღებს
    ისე დავიღალე ორივეთი :))))))))

  • lalaa თქვა:
    21 ივნისი 2012 11:36 - ID: 5,
    ძაან კარგი ნიუსია და ნაომი ნუ აი არ ვიცი რა უნდა ვთქვა love

  • kristi_ თქვა:
    21 ივნისი 2012 10:24 - ID: 4,
    ძაან მაგარი ნიუსია. ნაომი და ტაირა ერთმანეთს დაგლეჯენ wink იმ გადაცემას უნდა ვუყურო აუცილებლად მაინტერესებს პირველი რომელი გაიქცევა

  • amanda თქვა:
    21 ივნისი 2012 02:17 - ID: 3,
    კარგი ნიუსია

    აი ეს ქალი კი არ ვიცი რაა შავი ავაზაა love ბევრ ეხლანდელ '' სუპერმოდელს'' დაიხევს :D ამ ფოტოებში მაგრად მომეწონა love კრისტის გაუხარდება:)

  • Nina√ თქვა:
    21 ივნისი 2012 00:09 - ID: 2,
    ხო იქ მოკლედ იყო აქ სრულადაა კარგი ნიუსიააა love

  • Anch_Bey თქვა:
    20 ივნისი 2012 23:23 - ID: 1,
    მართალია იდო, მაგრამ ანის უფრო მოკლე სიახლე ჰქონდა, შენ კი მთელი ინტერვიუები გედო love არ წაშალო

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top