;

5 August 2012      Knowles     Views 5121    
Category: Photos

Remembering Marilyn Monroe


REMEMBERING MARILYN MONROE
ფაქტები/გამონათქვამები/ფოტოები

უკვე 50 წელია რაც ლეგენდარული მსახიობი მერლინ მონრო გარდაიცვალა. წლების მიუხედავად ის ისევ ცოცხლობს ჩვენს გულებში. მოდით გადავხედოთ ფაქტებს მის შესახებ, წავიკითხოთ მისი უკვდავი გამონათქვამები და ფოტოები.

Remembering Marilyn Monroe

ფაქტები მერლინ მონროზე რომელთაგანაც შეიძლება ბევრი არ იცოდეთ:

1. "მიეცი გოგონას შესაფერისი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები და
ის შეძლებს მსოფლიოს დაპყრობას" – ეს გამონათქვამი ყველაზე ხშირად
გვხვდება მერლინის გამონათქვამებს შორის , მაგრამ ეს არასწორი ციტირებაა
რადგან მერლინს არ ეკუთვნის.. გამონათქვამის ნამდვილი ავტორი Bette Midlerი
გახლავთ.

Remembering Marilyn Monroe

2. მერლინი იტანჯებოდა დაბალი იმუნიტეტით. მას სუსტი ფილტვები ქონდა
და ადვილად ხდებოდა ცუდად იმ შემთხვევაში თუ ჩაიცვამდა ძალიან თხელ სამოსს
გრილ საღამოს. მერლინის ცუდად ყოფნა ხშირი პრობლემა გახლდათ ფილმების
გადაღებების განმავლობაში.


Remembering Marilyn Monroe

3. ერთ–ერთი ყველაზე ბედნიერი მოგონება მერლინის ბავშვობიდან ის იყო,
როდესაც ის და დედამისი მიდიოდნენ სასეირნოდ, ათვალიერებდნენ მაღაზიების
ვიტრინებს და უყურებდნენ ისეთ ნივთებს რომლების შეძენაც არ შეეძლოთ.
Remembering Marilyn Monroe

4. ავრცელებენ ჭორებს თითქოს მერლინს გაკეთებული ქონდა 12 აბორტი. ეს
არასწორია. მის გინეკოლოგზე, ექიმ Leon Krohn-ზე დაყრდნობით მერლინს არასდროს
გაუკეთებია აბორტი, მაგრამ 2 ჯერ მოეშალა მუცელი.


Remembering Marilyn Monroe

5. მათი თაფლობის თვის განმავლობაში, მერლინი და ჯო დიმაგიო დაესწრნენ
პრეს კონფერენციას რომელიც დაკავშირებული იყო ჯოს ბეისბოლის კარიერასთან,
მაგრამ პრეს კონფერენციაზე მოხდა ასეთი რამ არცერთი ჟურნალისტი არ
დაინტერესებულა ჯოთი და ყველა დასმული კითხვა მერლინისკენ გახლდათ
მიმართული.


6. ფრაგმენტი მერლინის შავი რვეულიდან: "მარტო!!! მე მარტო ვარ–ყოველთვის მარტო ვარ!!!"
Remembering Marilyn Monroe

7. "ჩემი გული გატეხილია" – ეს სიტყვები მერლინმა მის ნახევარ დას ბერნისს უთხრა
ერთ ერთი მუცლის მოშლის შემდგომ.


8. ერთ–ერთი საბოლოო სიტყვები რაც მერლინმა უთხრა მის მეგობარ ფოტოგრაფს,
ჯორჯ ბარისს იყო ეს:
"შეიძლება დანაღვლიანებულიც ვარ, მაგრამ ყველაზე ბედნიერი ახლა ვარ. მექნება
მომავალი და ვერ ვითმენ იმდენად მაინტერესებს რა მოხდება
."

Remembering Marilyn Monroe

9. მერლინის ბოლო სახლის გარეთ , ბრენტვუდში იყო კერამიკის კაფელი დევიზით
"Cursum Perfecio" რაც ნიშნავს "ჩემი თავგადასავლის დასასრულს". სწორედ ამ სახლში
გარდაიცვალა მერლინი და დაასრულა მისი თავგადასავალი.

Remembering Marilyn Monroe


– ახლა, მერლინის ლეგენდარულ გამონათქვამებს გაეცნობით რომლებიც მართლაც
რომ ძალიან საინტერესოა:

1. ჰოლივუდი ეს ის ადგილია სადაც გადაგიხდიან ათასობით დოლარს კოცნისთვის
და 50 ცენტს სულისთვის.


Remembering Marilyn Monroe

2. თუ მე ნამდვილად ვარ ვარსკვლავი ხალხმა გამხადა ვინც ვარ... ეს არ უქნია
სტუდიოებს ან ფილმებს, ეს გააკეთა ხალხმა.


3. მეც მაქვს გრძნობები. მე ისევ ადამიანი ვარ. მე მინდა რომ ვუყვარდე ვინმეს ჩემი
თავისთვის და ჩემი ნიჭისთვის.

Remembering Marilyn Monroe

4. ვფიქრობ ყველა ადამიანმა იცის თუ როგორ შეიძულოს ადამიანი , იმიტომ რომ
თუ არ ეცოდინებათ სიძულვილი მაშინ არ ეცოდინებათ თუ როგორია სიყვარული.


Remembering Marilyn Monroe


5. უკეთესია იყო უბედური მარტო ვიდრე უბედური ვინმესთან ერთად.

6. "ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს რომ ვიყავი მშვენიერი. ყველა პატარა
გოგონას აუცილებლად უნდა უთხრან რომ ის მშვენიერია იმ შემთხვევაშიც კი
თუ ისინი არ არინ.

7. მე არ მინდა რომ ავიღო ფული, მე უბრალოდ მინდა რომ ვიყო მშვენიერი.

Remembering Marilyn Monroe


Category: Photos
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top