;

1 September 2012      Nina√     Views 21116    
Category: Photos



შემოდგომა..♥

1 დღეც და ზაფხული ოფიციალურად დამთავრდება,რაც კი იმას ნიშნავს, რომ ბევრისთვის სასიამოვნო, ბევრისთვის კი მოსაწყენი შემოდგომა დაიწყება. შემოდგომასთან ერთად დაიწყება სკოლები დ უნივერსიტეტები, რაც ბევრი ჩვენგანის მოწყენილობის მიზეზია. ალბათ ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ზაფხულის დასრულება და სექტემბრის მოსვლა სურს, მაგრამ თუ დაფიქრდებით, ისევე როგორც წელიწადის ყველა დროს, ასევე შემოდგომასაც აქვს თავისი ხიბლი. ცივი, წვიმიანი, ქარიანი ამინდები, ცხელი ყავა და თბილი ლოგინი, დაბინდული, მოღრუბლული ცა და რაღა თქმა უნდა რომანტიკული, ჰარმონიული საღამოები ... მოდით იმისთვის რომ ამ ყველაფრის განწყობაზე დადგეთ, შემოგთავაზებთ ფოტოკრებულს.


შემოდგომაზე ხომ ბუნება ძალიან ლამაზ ფერებში ასრულებს კიდევ ერთ ციკლს , რათა დაიძინოს და გაზაფხულზე თავიდან გაიღვიძოს...




მიყვარს შემოდგომა-ჯვარცმის მისტერია

წარმავლობის სევდა არაფრისმთქმელია.

სულში დარდი ხარობს,მკლავს მელანქოლია

ისე არ მოხდება კვლავ, მე რომ მგონია.

მიყვარს შემოდგომა,ოქროსკაბიანი.

ვაზის გვირგვინები სხივბარაქიანი.

სამოსელგაძარცვული შიშველი ხეები

ბუნების ეროტიკა,მგზნებარე დღეები.

მიყვარს შემოდგომა-იმედი მომავლის.

აწმყოს შეძულება წააგავს რომანტიზმს.

ოქროს ბორკილს ისევ ასწყვეტს ხეებს ქარი..

მოდის შემოდგომა-მზიანი ზამთარი!







































































და ალბათ სკოლის დაწყბისთანავე ყველანი ასე ვიქნებიით..


გიყვართ შემოდგომა?

კი
არა

Category: Photos
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 5 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top