;
22 ოქტომბერი 2012      ta_mo     11 კომენტარი     ნანახია 1005-ჯერ    
კატეგორიაში: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები

Marie Claire Spain November 2012

<< Marie Claire - 2012, ნოემბერი >>

მოდის ცოცხალმა ლეგენდამ კარლ ლაგერფელდმა ჟურნალ Marie Claire-ს ესპანური
გამოცემის ნოემბრის ნომრის გარეკანი გადაიღო. ფოტოსესიის მსვლელობის პერიოდში, კარლის წინაშე
მოდელთა ტრიო პოზირებდა, ჯონ კორტჯანერა, ჰეიდი მაუნთი და კატი ნეშერი. ჰეიდი კარლის მუზა
გახლდათ 2008 წლიდან 1011 წლის ჩათვლით, გოგონა კარლმა ასევე გადაიღო საკუთარი რეჟისურით გადაღებულ
მინი ფილმებში. კატიმ კი უკვე ორჯერ დახურა ფენდის ჩვენება და ბრენდის მიმდინარე სეზონის სარეკლამო
სახედაც მოისაზრება. ჯონს რაც შეეხება შანელის მოდის სახლისთვის ბატისტ ჯაბიკონის შემცვლელ
მამრობითი სქესის წარმომადგენელ მოდელად მოისაზრებენ ტაბლოიდები.

ფოტოსესიას რაც შეეხება, სრულიად შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი, მისი
სახელწოდება კი გახლავთ "L'Amour Fou" (გიჟური სიყვარული). სტილისტმა ენრიკე კამპოსმა
მოდელებს გუჩის, პრადას, დოლჩე & გაბანას, ჰერმესის, ლანვინის, ბალმეინისა და შანელის
სამოსი მოარგო. მაკიაჟზე ვიზაჟისტების მთელმა გუნდმა იმუშავა: ემანუელ სამარტინო, ვირჯინია რიმეტი
და მარი ფრენცი. ვარცხნილობაზე კი მარკ ორსეტელიმ იზრუნა. გადაღებები მანჰეტენზე მდებარე
ერთ-ერთ პენტჰაუზში წარიმართა მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში.

Marie Claire Spain November 2012
Marie Claire Spain November 2012
Marie Claire Spain November 2012

Marie Claire Spain November 2012
Marie Claire Spain November 2012
Marie Claire Spain November 2012
Marie Claire Spain November 2012
Marie Claire Spain November 2012
Marie Claire Spain November 2012

კატეგორია: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები
Tags:

11


  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    23 ოქტომბერი 2012 21:29 - ID: 11,
    ყდა მშვენიერია, 2 ლამაზი და ძლიერი ქალბატონი უსიმპათიურესს მამაკაცთან ერთად. ყდაზე ჰეიდიმ აჯობა კატის, მაგრამ მთლიან ფოტოსესიაში ჰეიდის სახეები ცოტა მოსაწყენი და გაუგებარი იყო, მეც ასევე კატი უფრო მომეწონა ფოტოსესიაში,თავისი ეშმაკური გამოხედვით love

  • elga თქვა:
    23 ოქტომბერი 2012 09:37 - ID: 10,
    ვაიმე კარლი და ჰეიდი ერთობლივი ნამუშევარი. იქნებ მალე ვიხილო ფრაია და კარლის ტანდემი.
    ფოტოსესია სუპერკლასია . მართლა კარგი ტრიო გამოვიდა.
    ნიუსი შესანიშნავია love
    თამოს დავესესეხები და ჰეიდი მართლა ჩასაყლაპია love

  • -Diana- თქვა:
    22 ოქტომბერი 2012 21:53 - ID: 9,
    - კარგი ფოტოსესიაა.. ჯონის ნახვა ძალიან გამიხარდა love
    შესანიშნავი ნიუსია თამო love love




    ___________________________

    Dream as if you'll live forever. Live as if you'll die today - James Dean
    Twitter ☮

  • keetaa თქვა:
    22 ოქტომბერი 2012 19:31 - ID: 8,
    ჩემი კაცი

  • Mari Glonti თქვა:
    22 ოქტომბერი 2012 18:58 - ID: 7,
    ჰეიდი ძაან მიყვარს love
    კატი ამ სეზონზე კარლის უდაო ფავორიტი იყო
    ეს ბიჭი მომწონს და გეთანმხები თამო მეც მაღიზიანებდა ბატისტა :D ეგ მამლაყინწა

  • Johnny depp თქვა:
    22 ოქტომბერი 2012 16:01 - ID: 6,
    სტატია ! შეუდარებელი ხარ რა ! love

  • megan ewing თქვა:
    22 ოქტომბერი 2012 15:49 - ID: 5,
    უმაგრესი ფოტოებია და კარლის ნიჭიერება არ ვიცი .... love ყველაფერi აქვს ნიჭიერია, თავმაღალია , ნაკითხია, უხეშია, უცნაურია...... მოკლედ ლეგანდაა ნამდვილი ვგიჟდები კარლზე love თამო ნიუსი სუპერ

  • .NasTy. თქვა:
    22 ოქტომბერი 2012 15:33 - ID: 4,
    ვაიმე კატის თვალებიიიიიიიი request ღმერთო რა სილამაზეაა

  • L-)) თქვა:
    22 ოქტომბერი 2012 15:11 - ID: 3,
    კაი ნიუსია ძალიან თამოო :))))

  • QiQiTo:):) თქვა:
    22 ოქტომბერი 2012 14:43 - ID: 2,
    smile

  • Marriiiammiii თქვა:
    22 ოქტომბერი 2012 14:31 - ID: 1,
    შავ თეთრის პირობაზე რაღაც მაკლდა მაგრამ ნისუსს კი დანაკლისების სახით არაფერი არ ქნია feel

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top