;
6 ნოემბერი 2012      kathryn happyborn     11 კომენტარი     ნანახია 4209-ჯერ    
კატეგორიაში: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები

„ არ მომწონს როცა ადამიანები ამ საქმიანობას იოლად ეკიდებიან. სინამდვილეში ფოტოების გადაღება საშინელი რამეა, აუტანელი სისასტიკეა როცა სიჩუმეში გიწევს ტანჯვა და ფიქრი. მაგრამ მე მაინც მიყვარს, რადგან ის ერთადერთია რომელიც მაფიქრებინებს რომ რაღაც განსაკუთრებული რამ ხდება ჩემს ირგვლივ.“ - ეს სიტყვები ცნობილ ინგლისელ ფოტოგრფს ლორდ ანტონ არმსტრონგ სნოუდონს ეკუთვნის. ლორდი სნოუდონი-კლასიკური ფოტოგრაფიის გამორჩეული პერსონაა. გარდა პროფესიული რეგალიებისა ის 60 წელია ბრიტანეთის ყველაზე პატივსაცემი ფოტოგრაფია, ინგლისის ნაციონალური პორტრეტების გალერეა სნოუდონის 100 პორტრეტს ფლობს რაც მსოფლიო აღიარებაზე მეტყველებს.

ლორდი ინოვატორიც გახდა - მან სათავე დაუდო ახალ სტილს ფოტოგრაფიაში რომელიც დღემდე“სნოუდონად“ მოიხსენიება.მისი გალერია ფართო სპექტრისაა -მოდის ფოტოგრაფიიდან , დოკუმენტურ სურათებამდე. ამ კოლექციაში შედის ინგლისის სამეფო ოჯახის იშვიათი ფოტო -პორტრეტები,რომლის ფლობის პატივი თითქმის არცერთ ფოტოგრაფს არ აქვს. ლორდი სამეფო კართან დაახლოებული იყო-მისი პირველი მეუღლე და აგრეთვე მისი ყველაზე ცნობილი ფოტოს გმირი-პრინცესა მარგარეტი ელისაბედ მეორის და გახლდათ.





ყველაფერი კი 1950 წელს ქემბრიჯიდან დაიწყო. არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი ლორდი ფოტოგრაფიამ გაიტაცა და მას შემდეგ მისი“ სამეფო სახელოსნო“ ყველაზე პრესტიჟულ სტუდიად გადაიქცა. კარიერის დასაწყისში მრავალ ამპლუაში სცადა ბედი იყო თეატრის დეკორატორი, ბაღების, საათების , ინვალიდთა სავარძლების დიზაინერი და მოდის სახლების ყველაზე გავლენიანი ფოტოგრაფი.„პრეტაპორტეს“კლასის დიზაინრები _ კრისტიან დიორი,მიუჩა პრადა,ჯორჯო არმანი, ვივიენ ვესტვუდი ჯონ გალიანო ბალენსიაგა და სხვანი. დიდი წარმატებით თანამშრომლობდნენ მასთან როგორც ყველაზე დახვეწილ ფოტოგრაფთან. სნოუდონის თვალით დანახული მათი ნამუშევრები life daily telegrafh, Sunday Times" "Vanity Fair "Vogue“ ფურცლებზე უამრავჯერ იყო გამოქვეყნებული.

ივ სენ ლორანი







მოდის ფოტოგრაფიიდან სნოწდონმა პორტრეტის ჟანრში გადაინაცვლა,რამაც უფრო მეტი აღიარება მოუტანა.გამოიკვეთა მისი სტილიც:პერსპექტივის შეგრძნება, გრაციოზულობა , დახვეწილი ხაზები, ფაქტურის „შიგნიდან“დანახვა,კომბოზიციის სრულყოფილებამდე აყვანა. რეპორტაჟულად გადმოცემული ისტორია _ ლორდის პროფესიული მახასიათებელია.ცნობილ პორტრეტების კოლექციაში თავმოყრილია მსოფლიო ხელოვანთა მთელი პლეადა:ჰელენ მილერი ჯერემი აირონსი,დალი ,მარლენ დიტრიხი, ტვიგი და სხვანი.სნოვდონის კამერა ობსკურა სხვა , აქამდე უცნობი კუთხით წარმოაჩენს თითოეულ გმირს ,მათში ყოველთვის იგრძნობა არისტოკტატიზმი და სიფაქიზე რაც დიდებულებას მატებს ამ ფოტოებს.

გარდა ამისა ის გახლდათ ფოტო და კინო დოკუმენტალისტი, ფილმმა „ ნუ დაითვლით სანთლებს“ -რომელიც მოხუცთა მარტოობაზეა გრემის2 პრემია დაიმსახურა.
დღესდღეისობით ლორდი 80 წლისაა, მოგზაურობს მსოფლიოს ირგვლივ იღებს ფოტოებს და საკუთარ მამულში დიდებით ტკბება. ერთერთ უახლეს ინტერვიუში განაცხადა რომ არა ფოტოგრაფობა დიდი სიამოვნებით იქნებოდა პიტერ პენი.



მერილ სტრიპი

ტვიგი

დევიდ ბოუი

სოფი ლორენი

სერჟ გინსბურგი

ჯონ გალიანო

ჰელენ მილერი

ოდრი ლედი

ბარიშნიკოვი

პოლ მაკარტნი

მარლენ დიტრიხი

მარგარეტ ტეტჩერი

კატეგორია: ფოტო კრებულები / ფოტოსესიები
Tags:

11


  • kathryn happyborn თქვა:
    7 ნოემბერი 2012 00:57 - ID: 11,
    [მადლობა ყველას ჩემი დებიუტის მოწონებისთვის.. ტყუილად მეშინოდა)

  • Johnny depp თქვა:
    6 ნოემბერი 2012 21:21 - ID: 10,
    ძალიან ძალიან ძალიან მაგარი ნიუსია ! love

  • IronGirl თქვა:
    6 ნოემბერი 2012 20:41 - ID: 9,
    ჰელენ მილერი კი არა, ჰელენ მირენია ეგ )) შეასწორეთ winked

  • Ggvantsa თქვა:
    6 ნოემბერი 2012 20:19 - ID: 8,
    მილერის მკერდი ნახეეთ რაა wow belay მესმის კორსეტი აცვია მარა მაინც არ მოველოდი

  • Ancho. თქვა:
    6 ნოემბერი 2012 20:18 - ID: 7,
    ძალიან მომეწონა ნიუსი ყველანაირად

  • Bao თქვა:
    6 ნოემბერი 2012 19:47 - ID: 6,
    არისსტოკრატებზე მეკეტებაააააააააააააა feel ვაიმეეე ოსკარ უაილდმა და მისმა ნაწარმოებმა 'დორიან გრეის პორტრეტმა' შემაყვარა! მე მინდა ერთხელ გადავვარდე მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში და ვიცხოვრო 1 თვე მაინც არისტოკრატებთან ერთად request უუუჰჰჰ!! love

  • Marriiiammiii თქვა:
    6 ნოემბერი 2012 16:39 - ID: 5,
    მართლაც სასიამოვნო ნიუსი იყო ავტორო რაც მთვარია მის შემოქმედებას ვაფასებ და ეს ორმაგ სიამოვნებას მგვრის.

  • amanda თქვა:
    6 ნოემბერი 2012 16:33 - ID: 4,
    ყოჩაღ ავტორო,ძალიან მაგარია,კარგი დებიუტი გაქვს :)

    ძალიან,ძალიან მაგარი ფოტოებია,სადა და დახვეწილი,რამდენიმე განსაკუთრებით მომეწონა love

  • willy თქვა:
    6 ნოემბერი 2012 13:58 - ID: 3,
    პპპპოოოოოოოოლლლლ love

  • nata1990 თქვა:
    6 ნოემბერი 2012 13:39 - ID: 2,
    კაი იყო snow

  • tatuli :)) თქვა:
    6 ნოემბერი 2012 12:01 - ID: 1,
    ყველა კარგია მაგრამ ბოლოდან მესამე და მეოთხე ძაააან მომეწონა .
    რაღაც განსხვავებულია , თითქოს ჩვეულებრივი და სადა, მაგრამ ამ დროს არაჩვეულებრივი .

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top