;

15 January 2013      AnnLennon1     Views 4596    
Category: Photos

მეგან ფოქსი ჟურნალ Esquire-ს თებერვლის 2013 წლის ნომრისთვის
მეგან ფოქსი ჟურნალ Esquire-ს თებერვლის 2013 წლის ნომრისთვის

მსახიობი მეგან ფოქსი გვევლინება ჟურნალ Esquire-ს 2013 წლის თებერვლის ნომერში.
სექსუალურ ფოტოსესიასთან ერთად გთავაზობთ 26 წლის მეგანის ინტერვიუს.
მეგან ფოქსი ჟურნალ Esquire-ს თებერვლის 2013 წლის ნომრისთვის

მერლინ მონროს ტატუს მოცილების შესახებ:
‘მერლინის ცხოვრების შესახებ სტატიების კითხვა დავიწყე და მიხვდი, რომ მისი ცხოვრება საოცრად რთული იყო. აქედან გამომდინარე, არ მსურს საკუთარი ცხოვრებისთვის აღვიბეჭდო მსგავსი ნეგატიური რამ. ის დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც დღესდღეობით ლინდსი ლოანი. ის იყო მსახიობი, რომელიც არ იყო სანდო. მას ჰქონდა საოცარი პოტენციალი, რომელიც ტყუილუბრალოდ გაფლანდა. სწორედ ამიტომ, მე არ ვარ დაინტერესებული მსგავსი ადამიანის ნაკვალევს გავყვე.’
მეგან ფოქსი ჟურნალ Esquire-ს თებერვლის 2013 წლის ნომრისთვის

დიდების ნეგატიური ასპექტების შესახებ:
‘ხალხი ფიქრობს, რომ რადგან დიდ სახლში ცხოვრობ და ხარ უბრალოდ ცნობილი ადამიანი არ გაქვს რამეზე წუწუნის უფლება. შენი ცხოვრება აუცილებლად უნდა იყოს იდეალური. ადამიანები რასაც ვერ ხვდებიან არის ის, რომ დიდებას მოაქვს ყველაზე დიდი დამცირება მთელი მსოფლიოს გარშემო, მილიონობით ადამიანს შორის.’
მეგან ფოქსი ჟურნალ Esquire-ს თებერვლის 2013 წლის ნომრისთვის

ეკლესიაში სიარულსა და მშვიდად ცხოვრების შესახებ:
‘ატანა არ მაქვს დამამშვიდებელი აბების. არ მიყვარს როდესაც უკონტროლოდ ვარ, შესაბამისად არ ვსვამ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა იფიქროთ თუ რატომ დავდივარ ეკლესიაში და ვლოცულობ? ეს იმიტომ, რომ ეკლესიაში თავს დაცულად ვგრძნობ. გამზარდეს იმის ცოდნაში, რომ დაცულად მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნები თუ ღმერთს ებარები. ხოლო როდესაც, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ვარ, მე დაუცველი ვხდები.’
მეგან ფოქსი ჟურნალ Esquire-ს თებერვლის 2013 წლის ნომრისთვის


Category: Photos
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top